03
აგვისტო, 2020 ორშაბათი
02:44 PM
რეპორტაჟი - საზოგადოება
ანა ლომთაძე, ციცი ბაღდავაძე | 08 ივნისი 2015

შეზღუდული გარემო, შეუზღუდავი შესაძლებლობები

ცხოვრების აქტიური სტილი, სწრაფვა განათლებისა და განვითარების მწვერვალისკენ.  საყვარელი საქმე - ხატვა, ემოციურიდათავისუფალი ნახატები. ეს მხატვარ ციცი ბაღდავაძის ყოველდღიურობაა.

ხის ტოტებიდან მოცქერალი ჩიტები; პატარა ბავშვი,ნაღვლიანი, ცისფერი თვალებით; წყნარი ზღვა, გემი და მისი ანარეკლი; წვიმა, თოვლი, ყვითელი ფერით გამთბარი დღეები  და ბევრი ბალერინა - ეს ციცის მეორე, არარეალური სამყაროა, რეალურის ბევრი ელემენტით.

13 წლის ასაკში სკოლაში სიარული შეწყვიტა, რადგან იქ პანდუსები არ იყო და ეტლით გადაადგილებას ვერ შეძლებდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა დროის დიდი ნაწილი ხატვისთვის დაეთმო და ოჯახსკერძო მასწავლებლის აყვანა სთხოვა. ციციმ ამის შემდეგ  უკვე მეშვიდე პერსონალური გამოფენა მოაწყო.

ამბობს,რომ ხელოვნება მისთვისგანსხვავებულ სამყაროში ცხოვრებაა. "როცა ვხატავ სულ სხვაგან ვარ და მერე უკან,რეალურ სამყაროში,ვუბრუნდები."  თავი ფერწერაში იპოვადა ისე გაიტაცა ამ ყველაფერმა, რომ სხვაგან საკუთარი თავი აღარ უძებნია.ციცი აღნიშნავს, რომ ხატვას ემოციის მიხედვით იწყებს.  "ჩემს ყველა ნახატს თან ემოციური ფონი სდევს. როგორ განწყობაზეც ვარ ისეთი ნახატი იხატება. მაგალითად, ერთხელ, ვიჯექი მოწყენილი და ვუსმენდი მუსიკას. დავალება მქონდა, ჯონ კეიჯის მუსიკა უნდა მომესმინა. როცა მუსიკა მორჩა მივხვდი, რომ ის წუთები ძალიან საინტერესოდ გავიდა. გადავწყვიტე ამეღო ფურცელი და გადმომეცა ის რასაც მოვუსმინე. ასე დავხატე მელოდია."

პორტრეტების დახატვის სურვილი არ უჩნდება, ხატავს მხოლოდ მაშინ, როდესაც სთხოვენ. ხშირად ბალერინებს ხატავს. ბავშვობაში უნდოდა ბალერინა გამოსულიყო, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და უკვე 10 წელია ეტლით გადაადგილდება.  მიუხედავად ამისა, ცდილობს და ახერხებს, რომ იყოს ძალიან აქტიური.

ირგვლივ ბევრი რამ აწუხებს, მაგრამ საზოგადო პრობლემები მის ნახატებში ასახული არ არის. "მირჩევნია უფრო ემოცია, რაღაც სულიერი გადმოვცე დაესდავანახო დამთვალიერებელს, ვიდრე პრობლემაზე გავაამახვილო ყურადღება. თან, ჩემი აზრით, ჩემი ნახატები, ამ მხრივ, რევოლუციას ვერ მოახდენს და ვერ მოაგვარებს იმას რაც მაწუხებს, პრობლემები მაინც იარსებებს."

მიუხედავად ამისა, ციცისპროტესტი უჩნდება პრობლემებზე, განსაკუთრებით შეზღუდულ გარემოზე და ამაზე თავის ბლოგპოსტებში წერს.

წერის იდეა  მას შემდეგგაუჩნდა, რაც ერთ-ერთ შეხვედრაზე ვებ-გვერდ mevar.com-ის დამფუძნებელი გაიცნო. მან უთხრა, რომ მისი ბლოგისთვის სურდა ვინმეს  შშმ პირების სტუდენტურ ცხოვრებაზე დაეწერა სტატიები. "მეც მომეწონა ეს იდეა, ვცადე, გადავაგზავნე ჩემი სტატია,მოეწონა და გამომიქვეყნა."-ამბობს ციცი. 

ბლოგპოსტებშიის  შეზღუდულ გარემოსა და შეუზღუდავ შესაძებლობებზეწერს. ასევე, თავის გამოცდილებაზედა იმ დისკომფორტზეც, რომელსაც  გარემოუქმნის- ზედ პანდუსებზე გაჩერებულ მანქანებზე და იმ მძღოლებზე რომლებიცამბობენ, რომ აბა სად წაიყვანონმანქანა თუ ადგილი სხვაგან არ არის.

"ჩემი ბლოგი უფრო პროტესტია ვიდრე გრძნობების გამოხატვა, რადგან არ მიყვარს გრძნობების გამოხატვა. თუმცა,ამ სტატიებით თითქმის ყველაფერს ვამბობ ჩემს თავზე."ციციაპროტესტებს, რომ შშმ პირებს არაფრად თვლიან, არღვევენ მათ უფლებებს და ეს ნორმადაა ქცეული საზოგადოებაში. აპროტესტებს ადამიანების სიბრალულით სავსე გამოხედვას, რომელიც ადრე აღიზიანებდადა ახლა უკვე მიეჩვია. წერს განათლების არაფორმალურად, მაგრამ აშკარად შეზღუდულ უფლებაზე,რომ სკოლების მსგავსად, არც უნივერსიტეტებია ადაპტირებული. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქულის უფასო გაკვეთილებზედადის  და პანდუსის არარსებობის გამო, მეორე კორპუსში შესაღწევად, სამი ადამიანის დახმარება სჭირდება. თურქულის შესწავლის პარალელურად  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადის სტაჟირებას.

მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება უჭირს ციცი ძალიან აქტიურია. ამბობს, რომ მის განვითარებაში უდიდესი წვლილი ოჯახის წევრებს მიუძღვით. "რასაც ვაკეთებ ეს მხოლოდ ოჯახის დახმარებით, ისინი რომ არა,მე არაფრის კეთების სურვილი არ მექნებოდა."

ქეთი ბაღდავაძე:  "ჩემი და ძალიან აქტიური და პოზიტიური ადამიანია. სირთულეები არ აშინებს, ყოველთვის მოითხოვს თავის უფლებების დაცვას და ცდილობს შეცვალოს გარემო უკეთესობისკენ. იბრძვის იმისთვის, რომ გარემო შშმ პირებისთვის ადაპტირებული იყოს. ციცი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს თავის შესაძლებლობები, რის საშუალებასაც ჯანმრთელობა აძლევს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხატვა სხვისი დახმარების გარეშე უჭირს, იმდენად უყვარს ეს საქმე და სიამოვნებს,რომ მაინც სულ ხატავს.

მითებს შეზღუდულ შესაძლებლობებზე თავის მხატვრობით ამსხვრევს. საგამოფენო დარბაზში ყველა რწმუნდება, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია. გამოფენებს თავისი სურვილის მიხედვით აწყობს- "ხატვას როცა ვამთავრებ ვუყურებ ნახატს და ვწყვეტ,უნდა ნახოს თუ არა იგი დამთვალიერებელმა. ნამუშევრის შექმნამდე არ ვფიქრობ იმაზე, რომ ნახატი აუცილებლად გამოფენაზე უნდა გავიდეს." 

საგამოფენოდ ყველა ხარჯს მისი ოჯახი ფარავს. 2014 წელს მეშვიდე გამოფენა ჰქონდა გალერეა "ვერნისაჟში."  "მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღე საჩუქრად გამომაფენინეს ჩემი ნახატები და ეს ძალიან დიდი სიხარული იყო." -ამბობს ციცი.

გალერიის მეპატრონე, ზაირა ბერელიძე: "არაჩვეულებრივად დადებითი ენერგია და უზარმაზარი ძალა აქვს და  ამ ნამუშევრებს. ნახავთ ნახატებს და მიხვდებით, რომ მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ სრულიად განსხვავებული, უფრო სიღრმისეული და ფაქიზია,ვიდრე ჩვენი."

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 3219 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10293შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა