14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
04:27 AM
რეპორტაჟი - სხვა
  • ,,არ ვიცი, უკან დავბრუნდები თუ არა...

    გამოქვეყნების თარიღი: 2014.11.11

    აქ დარჩენაც რთულია და წასვლაც. უმრავლესობა დღეებს ითვლის, როდის წავა სხვა ქალაქში, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც უნდა დარჩენა, მაგრამ გარემოება აიძულებს, წავიდეს. უწერის საჯარო სკოლაში იმედის ხე აქვთ, სადაც მოსწავლეები ფურცლებზე დაწერილ იმედებს კიდებენ. ვიმედოვნებთ, რომ ამ ფურცლებზე დაწერილი იმედები არ დაიკარგება და ოდესმე გაუმართლდებათ. აუცილებლად დავწერდი ერთერთ ფურცელზე ,,იმედია, მოგვარდება პრობლემები და ახალგაზრდობა შეძლებს უკან დაბრუნებას". . .

    ავტორი: ხატია მეხრიშვილი ვრცლად>>
    ფოტო: ხატია მეხრიშვილი
  • უწერა ადრე და ახლა

    გამოქვეყნების თარიღი: 2014.11.08

    ონის რაიონ სოფელ უწერაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე აუგიათ საკურორტო ნაგებობები, რომლებიც კომუნისტებს განუახლებიათ და მისთვის დედათა და ბავშვთა სანატორიუმი ,,ფაზისი" უწოდებიათ. დღეს მას უფრო ხშირად უწერის კურორტად მოიხსენიებენ. სანატორიუმი 2006-2007 წლებში გაიყიდა, ხოლო ფუნქციონირება ოფიციალურად 4 წელია, შეწყვიტა.

    ავტორი: სოფო ქემაშვილი ვრცლად>>
    ფოტო: სოფო ქემაშვილი
  • მარტოხელა ქალების ერთგულება მშობლიურ სახლებთან

    გამოქვეყნების თარიღი: 2014.11.08

    ონიდან სოფელ უწერაში ვბრუნდებოდით. უეცრად გაწვიმდა ისე, როგორც აქ, მთიან რაჭაში იცის – კოკისპირულად. მანქანა სავსე იყო, თუმცა გულგრილად ვერ დავტოვეთ მოხუცი, რომელიც გაჩერებაზე იდგა და ხელს გვიქნევდა. გაუხარდა ჩვენი დანახვა, თქვენ რომ არ გაგეჩერებინათ, 9 კილომეტრი ფეხით უნდა გამევლოო. ქალბატონი თამარ მეტრეველი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, სასიხარულო ბევრი მოიგონა, პრობლემების გასაცნობად კი თავისთან, სოფელ ნიგავზებში დაგვპატიჟა.

    ავტორი: მარიამ ბერია ვრცლად>>
    ფოტო: მარიამ ბერია
  • ირემა ჯაფარიძის ოჯახური ტრადიცია და მთიდან ჩამოტანილი სიმღერები

    გამოქვეყნების თარიღი: 2014.11.08

    რაჭა. ონის რაიონი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ერთ პატარა ოთახში ირემა ჯაფარიძე ანსამბლ ,,ბიჭუნეების” მე-7 თაობას ზრდის და რაჭული სიმღერებით რაჭის სიყვარულს უძლიერებს. 20 წლის წინ მამის, შალვა ჯაფარიძის მიერ დაარსებულ ანსამბლს ხელმძღვანელობს და ოჯახურ ტრადიციას არ ღალატობს.

    ავტორი: მარიამ ბერია ვრცლად>>
    ფოტო: მარიამ ბერია
პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა