13
ნოემბერი, 2019 ოთხშაბათი
08:57 AM
რეპორტაჟი - სხვა
ლანა ოსიშვილი | 17 ივნისი 2014

ფულზე და დროზე გაცვლილი შვილები

ფულზე და დროზე გაცვლილი შვილები

სანზონაში ერთ მიტოვებულ მიწის ნაკვეთში პატარა ფიცრული დგას, ფიცრულის მისასვლელ კარამდე მისასვლელი გზის საცალფეხო ბილიკს ხშირი სიარულით გატკეპნილი ბილიკი ქმნის. ვიწრო გზას ერთ ნაწვიმარ დილას გავუყევი და ბილიკზე გადმოწოლილმა ბალახმა მუხლამდე დამასველა. მივუახლოვდი ფიცრულს, რომელიც შეკრული იყო სხვადასხვა ხის და პლასტმასის ნაჭრებისგან.

 

 

ამ პატარა ქოხში, სადაც ერთი საწოლი, ერთი სკამი და ერთი ღუმელი დგას, ხოლო შიგნიდან ფიცრებს ნაჭრები აქვს გაკრული, ნაჭრებზე კი რამდენიმე ნახატია ჩამოკიდული, 6 სულიანი ოჯახი ცხოვრობს. დიასახლისი, 38 წლის თმაჭაღარა, შრომისგან ხელდაკოჟრილი ლია ცხოვრობს,  რომელიც მალე მე-7 წევრს შემატებს ოჯახს. სამწუხაროდ ის მეუღლემ რამოდენიმე თვის წინ მიატოვა. ქმრის წასვლის შემდეგ ოჯახს დარდი მოემატა- შემოსავალი კი მოაკლდა. 5 შვილიდან 3 სკოლის წარჩინებული, ხატვისა და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეა. ბოლო ორს კი ჩემი მასპინძელი-დიდი დიასახლისი სახლში ზრდის. ბავშვების სასწავლო დრო  სახში დაბრუნებიდან საღამომდეა ან დილით - გამთენიისას, რადგან ოჯახს არც ელექტროენერგია აქვს და არც წყალი და ბუნებრივი აირი.  მიუხედავად ამ სარესურსო წყაროების არ ქონისა, ფიცრულში ყველაფერი დალაგებული, სუფთა და მოწესრიგებულია. 

ლიას სოციალური მუშაკი მარიამი ხშირად სტუმრობს, მისი დახმარებით სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებიც ჩატარდა. მარიამმა ოჯახის რთული მდგომარეობის შესახებ მიამბო: -„ოჯახი ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში, მათ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს სიღარიბის შემწეობა და მრავალშვილიანობის დახმარება. ოჯახში ყველა უმუშევარია. მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებათ, მათ დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა თსუ-ს ეზოში, სადაც მრავალი ადამიანი მოვიდა და ტანსაცმლითა თუ თანხით დაეხმარა მათ ოჯხს. ამის მიუხედავად ეს დახმარებები არის ერთჯერადი, ისინი საჭიროებენ მუდმივ მხარდაჭერას.

 ქალბატონი ლია ინფორმირებულია ზრუნვის ალტერნატიული ფორმის - მინდობითი აღზრდის შესახებ. თუმცა მიუხედავად ამისა, მას არასდროს მიუმართავს აღნიშნული საკითხისათვის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის, რადგან ბავშვები მისთვის ყველაზე ძვირფასები არიან.

მას სურს შვილებს მისცეს სწორი აღზრდა-განათლება. ბავშები სკოლაში წარმატებული მოსწავლეები არიან, ასევე დადიან ხატვის წრეზე, სადაც ასევე მიღწეული აქვთ გარკვეული წარმატებები.“

ლიამ მიამბო, რომ მეზობლები ხშირად ურჩევენ დაწეროს განცხადება და სოციალურმა მუშაკმა მიმღებ ოჯახთან დააკავშიროს, მაგრამ საკუთარი ცხოვრების მწარე გამოცდილების გამო უარს ამბობს პროექტში ჩართვაზე.          

აღნიშნული პროექტის შესახებ საქართველოს პარლამენტმა კანონი 2007 წელს მიიღო, რომლის მიზანია მინდობით აღზრდის სისტემის ამოქმედებით უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვა და ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლება, ხელი შეუწყოს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას, მის სოციალიზაციას და ადაპტაციას საზოგადოებაში. კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის, ადგენს მინდობით აღზრდის წესს, განხორციელების გარანტიებს და შვილობილად აყვანის პროცედურას, აგრეთვე არეგულირებს ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

„18 წლამდე ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, მიმატოვეს მშობლებმა, თავიდან მაკითხავდნენ ხოლმე, შემდეგ კი აღარ მოსულან.ბავშვთა სახლში გავიცანი ჩემი მეუღლეც, გვიყვარდა ერთმანეთი. თუმცა როგორც ჩანს პრობლემების გამკლავება ვერ შეძლო და სიყვარულმაც თავისი დრო უკვე ამოწურა. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ამდენი შვილი არ გაგეჩინაო, მაგრამ ბავშვზე უარს ვერ ვიტყვი. კი მითხრეს, რომ ცოტა ხნით შესაძლებელია სხვამ გაზარდოს ჩემი შვილები, ყველას ერთად ვინ წაიყვანს. ერთმანეთს მე ვერ დავაშორებ ჩემს შვილებს. ვერც მე დავთმობ. ერთი დღეც ნუ მაცოცხლა ღმერთმა ამათ გარეშე. არ მაპატიებენ მე რომ ერთმანეთს და ჩემს თავს ჩამოვაცილო. რომ გაიზრდებიან შეიძლება არც ის მაპატიონ, ასეთ გაჭირვებაში რომ ვაცხოვრე და მოვაკელი ბევრი რამ, მაგრამ ბედნიერი მაინც მოვკვდები ჩემს შვილებთან მექნება გატარებული ცხოვრების დიდი დრო.სახლემწიფოს მარტო იმას ვთხოვ, თუ ჩემს ერთ ასე დროებით გაშვილებულ შვილზე სხვა ოჯახს 400 ლარი უნდა გადაუხადონ, თვეში ამდენით რომ დამეხმარონ ცხოვრებას შევძლებ, მაგრამ მართლა არ მესმის რატომ გვართმევენ შვილებს. არავის არ ვუსურვებ შვილებისგან მოშორებას. ფულის და თავისუფალი დროის გამო მე პირადად  ვერ გავცვლი ჩემს შვილებს.“

შუა დღეს სკოლიდან ბავშვებიც დაბრუნდნენ, გადაშლილი დღიურითა და რვეულებით ხელში. თან ახალი სახატავები მოიტანეს, მასწავლებლები ხშირად ჩუქნიან სახატავ ნივთებს. უცხო სტუმარი რომ დამინახეს, ცოტა მოერიდათ. კონკურსში მიღებული ჯილდოებიც მაჩვენეს და სათამაშოებიც. ნახატებიც გამომიჩინეს დიდი თხოვნის შემდეგ. ამბობდნენ, რომ სულაც არ არის მოსაწონი, როგორც სხვები ამბობენ ხოლმე, თუმცა მატი ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ პატარა ანგელოზებს თავმდაბლობის არსიც ჰქონდათ გათავისებული.

ლიას უმცროსი ბავშვი გულიდან არ ეშვებოდა და ყოველი ჩემი ჭისკრისკენ გადადგმული ნაბიჯისას ბურტყუნით იმეორებდა, „დედასთან მინდა, ხომ არ წამიყვანენ, დედი?“

 

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ ფარგლებში  (პედ. დალი ოსეფაშვილი)

 

ლანა ოსიშვილი

 

სტატიის ვებ რედაქტორები: ლაშა ზარანდია, ბექა გიორგაძე-გაბუნია

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 5193 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10010შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა