19
აგვისტო, 2019 ორშაბათი
11:35 AM
რეპორტაჟი - მეცნიერება
ნატალია ჯალაღონია | 20 იანვარი 2016

HackaTBILISI Fall 2015

თბილისში, რამდენიმე კვირაში, კიდევ ერთი მასშტაბური ჰაკათონი - HackaTBILISI Fall 2015 გაიმართება, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ოთო ზაქალაშვილის, თქმით, ქართულ საზოგადოებაში ჰაკათონების შესახებ მცდარი წარმოდგენაა - კომპანიები იდეებს არ აფინანსებენ და ეს არ არის ჰაკათონის დანიშნულება. 

საქართველოში, სტუდენტებისა და მოსწავლეების ინოვაციური განვითარების ხელშეწყობილის მიზნით, არცთუ ისე დიდი ხანია, მაგრამ უკვე ინტენსიურად, ჰაკათონები იმართება. ჰაკათონები წარმოადგენს ადგილს, სადაც კომპანიები, კომპიუტერული პროგრამირების დარგიდან, სასურველ კადრებს ეძებენ, ხოლო აღნიშნული მიმართულების სტუდენტები - სასურველ დამსაქმებელს. კომპანიებს უნიკალური შანსი აქვთ, რომ რეალურ დროში დააკვირდნენ პოტენციურ კადრებს. ჰაკათონების იდეა ემსახურება კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის გზას (ან მის პოვნას) ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით.

პირველი ჰაკათონი თბილისში 2014 წლის იანვარში გაიმართა, მას შემდეგ კი პროექტმა არნახული მასშტაბები შეიძინა და უკვე ამავე წლის 14 მარტს საქართვე¬ლოში ევროპის ყველაზე დიდი სტუდენტური ჰაკათონი HACK@MACS-ი ჩატარდა. პროექტი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და სულ 300-მდე სტუდენტსა თუ მოსწავლეს მოუყარა თავი. პროექტში მონაწილეობა სხვებსაც შეეძლოთ, თუმცა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი, რომელიც 10 000 ლარს შეადგენდა, მხოლოდ სტუდენტებსა და მოსწავლეებზე გადანაწილდა. 

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, ლაშა გოგნიაშვილი, ინოვაციური გამოგონებებით უკვე ძალიან დიდი ხანია დაინტერესებულია. მისი პირველი შეხება ამ სფეროსთან აბიტურიენტობის პერიოდში შედგა და დღემდე განაგრძობს მუშაობას, რომ თავისი იდეები განახორციელოს. UNHACK GROUP-ის მიერ ჩატარებულ ჰაკათონზე - ,,ჰაკთბილისი“, ლაშამ სამმეგობართან ერთად გუნდი შექმნა.

,,მე და ჩემმა მეგობრებმა - ლაშა ყარყარაშვილმა, ლაშა ყაჭეიშვილმა და გიორგი მეშველიანმა, ჰაკათონში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა დაგვეგროვებინა ამ სფეროში. ჩვენი იდეა იყო ყურსასმენები, რომელსაც ტელეფონები უნდა დაეტენა და MP3 Player-ი ტელეფონისთვის, რომლის გარეშეც ყურსასმენი არ იმუშავებდა. ჯგუფში მოვალეობები გადავინაწილეთ და პირველივე დღიდან დავიწყეთ ამ ყურსასმენის ამოქმედება. ყურსასმენების აწყობისას, რასაკვირველია, სირთულეებსაც გადავაწყდით, თუმცა ჰაკათონები იმითაა სახელგანთქმული, რომ ყველა ყველას ეხმარება. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც – რამდენჯერმე სხვა ჯგუფის წევრები დაგვეხმარნენ, ჩვენც ვეხმარებოდით სხვებს. ძალიან მეგობრული ატმოსფერო იყო”, - გვიყვება ლაშა გოგნიაშვილი.

სამი დღის შემდეგ ჩატარებულ გამოფენაზე, ლაშას გუნდის გამოგონება 15 ნაშრომთან ერთად, გამარჯვებულად აირჩიეს. ჯგუფის წევრების თქმით, ისინი გამარჯვებას არ ელოდნენ, რადგანაც ერთი მონაწილის გარდა, გამოცდილება არცერთ მათგანს ამ სფეროში არ ჰქონია. 

რაც შეეხება ბიჭების სამომავლო მიზნებს, ისინი ამ ტიპის ყურსასმენების აწყობასა და შემდეგ ბიზნესმარათონში მონაწილეობას გეგმავენ. აგრეთვე, აგრძელებენ მუშაობას და ყოველდღიურად ხვდებიან ერთმმანეთს, რათა მომავალ კონკურსებს უფრო მომზადებულები შეხვდნენ. 

ჰაკათონები იმით არის გამორჩეული, რომ ახალგაზრდების იდეები ძალიან კრეატიული და ინოვაციურია. მაგალითად, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა ერთ-ერთმა ოთხეულმა ჰაკათონზე პროექტი წარმოადგინა, რომელიც თბილისის ერთ დიდ ვებბიბლიოთეკად გადაქცევასა და ნებისმიერ ადგილას შესაბამის ლიტერატურულ ნაწარმოებთან დაკავშირებას ითვალისწინებდა. 

აგრეთვე, ერთ-ერთმა გუნდმა ვებაპლიკაციაზე იმუშავა, რომელიც ხმასთან იყო დაკავშირებული და მისი ამოცნობის საფუძველზე, კონკრეტულ სიტყვასა თუ ტექსტს გადათარგმნიდა.

პროექტების ნუსხა დიდია, თქვენ შეხვდებით ,,ჭკვიან კალათას” , რომელიც ჰიპ-ერმარკეტებში მომხმარებლებს დამოუკიდებლად გაჰყვება; სპეციალურ ქუდს, რომლის საშუალებით ჩვენ შეგვეძლება დავტენოთ სმარტფონი და პარალელურად - მოვუსმინოთ მუსიკას; აპლიკაციას, რომელიც საჩუქრების შერჩევაში დაგვეხ¬მარება; პროექტს, რომელიც უსინათლოებს გადაადგილებაში დაეხმარება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰაკათონების იდეა ძალიან საინტერესო და წამახალისებელია, საქართველოში არცერთი პროექტი არ გაყიდულა. 

,,ჩვენ ჰაკათონებს იმ იდეით არ ვაკეთებთ, რომ კომპანიებმა მონაწილე გუნდები და მათი პროექტები დააფინანსონ. ჰაკათონის მიზანი სულ სხვა რამეა - ეს არის უნიკალური საშუალება სტუდენტებისთვის, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. დიახ, ისინი საკუთარ იდეებზე მუშაობენ, მაგრამ ჰაკათონი არ უზრუნველყოფს ამ იდეების რეალიზებას. ამ პროექტებში სტუდენტები მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ“, - აღნიშნავს ოთო ზაქალაშვილი.

კონკურსი უკვე ძალიან მასშტაბურია და კონკურენციაც - ძალიან დიდი. უკვე არაერთი ახალგაზრდა ცდილობს წარმოაჩინოს და განავითაროს საკუთარი იდეები, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და კრეატიულია. დაფინანსების შემთხვევაში კი ქართული საზოგადოება ამ პროექტებს განხორციელებული სახითაც იხილავს.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2323 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა