23
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
12:23 AM
პროფაილი - საზოგადოება
ნინი ტაველიძე | 21 მაისი 2018

„რემონტს გავაკეთებდი, მეგობრების მოყვანის რომ აღარ შემრცხვენოდა“

„რემონტს გავაკეთებდი , მეგობრების მოყვანის რომ აღარ შემრცხვეს“- ეს 14 წლის რუსუდან არაჩაშვილის სურვილია. სურვილი სახლიდან, სადაც ფანჯრების მაგივრად ზოგან პარკებია, სითბოს მაგივრად კი იქაურობა ქარს გაუხდია სათარეშოდ.

რუსუდანი დედასთან, ბაქსისთან (ძაღლი), ფიგაროსა (ფისო) და ტასოსთან (ღორთან) ერთად სოფელ ჩუბინიანთკარში ცხოვრობს. 14 წლის გოგოს ყოველდღიურობა, დილით მზის ამოსვლამდე, 5-6 საათზე შეშის ღუმელის  ანთებით   იწყება. მერე მოჰყვება სახლის ლაგებას, ბოსტნის დაბარვას და საქონლის დაპურებას. დღის უცვლელი მოცემულობა დედაზე ზრუნვაა.

მამის დაღუპვის შემდეგ ოჯახის ჯაფა, საფიქრალი და დიდი ტვირთი პატარა რუსოს დააწვა მხრებზე. დედა თვეზე მეტია, ლოგინადაა ჩავარდნილი, ერთ ფეხში რკინები აქვს, მეორე კი დათრომბილია. 

ოჯახის შემოსავლის წყარო თვეში 230 ლარია. იმ შემთხვევაში თუ მოსავალი სამყოფზე მეტი იქნება, რუსო მის გასაყიდად ქალაქად მიმავალ გზას დაადგება. 

არც გაზი აქვთ, არც წყალი, შეშით თბებიან. ამ შეშასაც რუსო ჭრის ხოლმე, ხან რას იპოვის საამისოდ და ხან რას. 

რუსო მაგარი გოგოა! რუსო კარატეზე დადის! მთელ სკოლაში რუსოს მიერ დარგული ყვავილებია! საკმარისი თანხების არ არსებობის გამო სხვა ოჯახებისგან განსხვავებით სკოლაში ყოველ დღე ფეხით დადის... სკოლა გვერდით სოფელშია.

ერთიანად დაივიწყა ყველამ, ნათესავებმაც და სახელმწიფომაც. მეზობლად მცხოვრები ერთი მოხუცი კაცი თუ მიაკითხავს მხოლოდ. სახელმწიფოს კი წინა- საარჩევნოდ მადლიანად ახსენდება ხოლმე. 

და მაინც ,ისეთია მომავლის უძირო იმედითა და ლოგინს მიჯაჭვულ დედაზე ზრუნვით გაჟღენთილი რუსოს ცისფერი თვალები, რომ სიცოცხლეს მოგანდომებს კაცს... 

პ.ს. მეზობელ სოფელში, მდებარე სკოლაში მხოლოდ ცხრა კლასია, რუსო მეცხრე კლასს წელს დაამთავრებს, და მერე?...

 

 

 

მომზადებულია სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია პრაქტიკუმი“-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი მაია ტორაძე.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 632 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9564შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა