16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
06:28 PM
ინტერვიუ - სხვა
ხატია დვალი | 21 მაისი 2018

გრაკლიანი გორა: ადგილი, რომელიც ცვლის დამწერლობის ისტორიას


ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებისას, იგოეთის სიახლოვეს, შეამჩნევთ გორას, რომელსაც არქეოლოგიური გათხრების კვალი ნათლად ეტყობა. ეს გრაკლიანი გორაა. მასზე ნამოსახლარის კვალი 2008 წელს გზის გაფართოების სამუშაოებისას აღმოაჩინეს და გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი, ქვის ხანიდან დაწყებული ახ. წ მეხუთე საუკუნემდე. აქ არის, როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები. 

“როდესაც კონკრეტულ ტერიტორიაზე გათხრებს ვიწყებთ, დაახლოებით, ვიცით, რას უნდა ველოდოთ, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა სრულიად მოულოდნელ არქეოლოგიურ მასალას აღმოვაჩენთ. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო ახლა.” აღნიშნავს ვახტანგ  ლიჩელი ჩვენთას საუბრისას. 

ერთერთ ტაძარს უკავშირდება ის აღმოჩენა, რომელსაც არავინ ელოდა. მაიამის ბეტა ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული ძვ. წ. აღ. XI-X საუკუნეებით დათარიღებული წარწერა, რომლის გაშიფვრაც გაშიფვრა-დღესაც მიმდინარეობს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ წარწერის მდებარეობის გამო, მისი შინაარსი რელიგიური იქნება.  

წარწერა პირველად თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სოფო პაატაშვილმა იხილა. 

-სოფო, როდის დაიწყე გათხრებში მონაწილეობა და როგორ მოხდა, რომ ყველაზე იღბლიან ტერიტორაზე მოგიწია მუშაობა ?

გათხრებში მონაწილეობა 2014 წელს დავიწყე. როდესაც ბაკალავრიატის პირველი კურსი დავამთავრე, ფინალური გამოცდების შემდეგ შევუერთდი გრაკლიანი გორის არქეოლოგიურ ექსპედიციას.

რაც შეეხება ჩემს მუშაობას "ყველაზე იბლიან ტერიტორიაზე", სრულიად შემთხვევითობა იყო. ექსპედიციის თითოეულ წევრს აქვს თავისი კვადრატი, რომელშიც მუშაობს და მის გაწმენდაზე პასუხისმგებელია. გრაკლიანი გორის ახლა უკვე ცნობილი ტაძარიც ერთერთი ასეთი მიწით დაფარული კვადრატი იყო, რომლის გაწმენდაც მე დამევალა და ასე აღმოვჩნდი იღბლიანი სტუდენტი.

-ზოგადად, რა მნიშვნელობისაა გრაკლიანი გორა კასპისთვის და მთლიანი საქართველოსთვის ?

“როდესაც კონკრეტულ ტერიტორიაზე გათხრებს ვიწყებთ, დაახლოებით, ვიცით, რას უნდა ველოდოთ, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა სრულიად მოულოდნელ არქეოლოგიურ მასალას აღმოვაჩენთ. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო ახლა.” აღნიშნავს ვახტანგ  ლიჩელი ჩვენთას საუბრისას. 

 

გრაკლიანი გორის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენი, ასევე მსოფლიო დამწერლობის ისტორიისათვის, თუმცა, სანამ წინასწარულ დასკვნებს გავაკეთებდეთ, რა თქმა უნდა, მრავალწლიანი საფუძვლიანი კვლევაა ჩასატარებელი, რათა ამ აღმოჩენის შემდეგ გაჩენილი კითხვების ნაწილზე მაინც შევძლოთ პასუხების გაცემა.

არქეოლოგიურ სამუშაოებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ. 

 -ბატონო ვახტანგ, ახლანდელი შეფასებით, რა მნიშვნელობისაა გრაკლაინი გორა საქართველოსთვის ?

აქ არის კავკასიაში უძველესი ორი სხვადასხვა წარწერა, შესაბამისად, მისი მნიშვნელობის განსაზღვრა მხოლოდ ერთნიშნადია. ეს მიუთითებს ადგილობრივი მოსახლეობის მაღალ განვითარებულობაზე და მიანიშნებს იმაზე, რომ ამ აღმოჩენით საქართველო ჩაეწერა ყველაზე დიდი ცივილიზაციების რიგში, რაც აქამდე იცოდა კაცობრიობამ. 

-როგორია საერთაშორისო გამოხმაურება ამ წარწერასთან დაკავშირებით ?

მე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინაც მომივიდა ინფორმაცია იტალიიდან. უდიდესი პროფესორი, ფრედერიკო მარია პალესი, მუშაობს ამ წარწერის დეშიფრირებაზე. მან მომწერა, რომ ეს ძალიან ეშმაკურად გაკეთებული წარწერაა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ გამოცდილი კაცის მიერაა შესრულებული და მითხრა, რომ ცალკეული ასოები უკვე გაშიფრულია. 

-ახლა რა ეტაპზეა სამუშაოები? 

გათხრები, რა თქმა უნდა, გრძელდება, რასაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და, შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენი უნივერსიტეტიც აფინანსებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს წარწერებს ჩვენ კიდევ ვნახავთ. იმ პერიოდის კულტურული ფენები, რომელზეც წარწერა აღმოჩნდა, ჯერ არ გვაქვს გათხრილი და წელს სწორედ ამ ტაძრის გვერდით ორ სამმეტრიან ტერიტორიას შევისწავლით.  

-წარწერის გარდა გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილ ნივთთაგან რომელს გამოყოფდით? 

ძალიან ბევრი ადგილობრივი და შემოტანილი ნივთია აღმოჩენილი. ამ კატეგორიის არქეოლოგიური მასალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი საზოგადოების ძალიან ფართო კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიუთითებს. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის მიწურულში, მსოფლიოს უძველეს ურბანულ ცენტრში, ურუკში, დამზადებული სამი ნივთი, რომელიც გრაკლიან გორაზე აღმოჩნდა. არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე შემუშავებული ჰქონდათ კონკრეტული მეტროლოგიური სისტემები. აქ აღმოჩენილია სხვადასხვა ზომის საწონები, რომელიც მახლობენ აღმოსავლეთში ცნობილი მესოპოტამიური საწონებისაგან განსხვავდება. მათი წონა 470 გრამი იყო. გრაკლიანზე კი ყველა დანარჩენი საზომი 363 გრამი და მისი ჯერადია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობა  კონტროლირებადი იყო.

გათხრები კვლავ მიმდინარეობს და უკვე აღმოჩენილი წარწერის კვლევაც გრძელდება. ფაქტია, რომ უკვე აღმოჩენილი მასალაც ბევრ ფაქტს ადასტურებს. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა მაღალგანვითარებული საზოგადოება, რომელსაც 3000 წლის წინ ჰქონდა დამწერლობა და, იმედია, მომავალი აღმოჩენებით ეს ფაქტები კიდევ უფრო გამყარდება.   

მომზადებულია სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია პრაქტიკუმი“-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი მაია ტორაძე.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1818 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა