28
მაისი, 2020 ხუთშაბათი
06:44 PM
ინტერვიუ - სხვა
ანა ბოჭორიშვილი | 17 ივნისი 2014

ინტერვიუ დეკანთან


გაუმართავი ბაზები, არეული ცხრილები, გადაჭედილი აუდიტორიები - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აწუხებთ. თამარ მახარაძე ორ თვეზე მეტია, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელია. რა დახვდა მას და რის გაკეთებას აპირებს ფაკულტეტზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად? თავის ხედვებსა და ინიციატივებზე უშუალოდ დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გვესაუბრება.

ქალბატონო თამარ, თქვენ უკვე ორ თვეზე მეტია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ხართ, რა გამოწვევები დაგხვდათ ფაკულტეტზე?

 

პრობლემა საკმაოდ ბევრია. მე ვიტყოდი - რაოდენობა პრობლემების არის გამოწვეული იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა სიტემური მიდგომის გამოყენება ამ პრობლემათა მიზეზების კვლევისა და მათი დაძლევის მიმართულებით. ის, რომ ფაკულტეტს ამდენი ხანია ჰყავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელი და არა დეკანი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სათანადოდ ვერ ხდებოდა ამ პრობლემების გამოძიება... ექვსი თვის განმავლობაში მოსული ადამიანი ხვდება რა და როგორ არის, მაგრამ როდესაც აპირებს მოქმედების დაწყებას, მისი დრო იწურება.


ახლახან თსუ-ის სტუდენტები რექტორს შეხვდნენ, შეხვედრაზე გაისმა რეპლიკა- ,,უკაცრავად , თქვენ ჩვენი დეკანი ხართ?''- როგორც ჩანს, ფაკულტეტის სტუდენტები არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ ახალი დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავთ. როდის გეგმავთ მათთან შეხვედრას?


იმისათვს, რომ შეხვდე სტუდენტებს, უნდა გქონდეს შენი ხედვა, როგორ უპასუხებ არსებულ პრბლემებს. ეს პერიოდი ვცდილობდი შემსწავლა ეს პრობლემები , გამომემუშავებინა ჩემი ხედვა და შემდეგ შევხვედროდი მათ. ასე ვთქათ, მომაზდებული ვოფილიყავი მათი კითხვებისთვის, პრობლემას დავპირისპირებოდი მათი გადაწყვეტის გზით. ჩვენ ვგეგმავთ მათთან შეხვედრას სტიპენდიებთან დაკავშირებით და იმ პრობლემებზე სასაუბროდ , რაც დაგროვდა.


თქვენ ახსენეთ სტიპენდიები. წინა დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ნანი მაჭარშვილმა ცვლილებები შეიტანა სტიპენდიისათვის შერჩევის კრტერიუმებში. რას ფიქრობთ ამაზე და ხომ არ აპირებთ რაიმეს შეცვლას?


ნანის ჰქონდა ჩამატებული გამარჯვებულები კონფერენციაში და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მონაწილეობაა მთავარი და არა -გამარჯვება. რამდენ კონფერენციაზეც ვყოფილვარ, არ შემხვედრია მსგავსი რამ. საერთოდ, ჩემი მიდგომა იყო, რომ ისეთი რაღაც არ შემეცვალა, რაც თქვენ გათქმევნებდათ, ეს რომ მცოდნოდა, სხვაგვარად მოვიქცეოდიო. ცვლილებები იქნება მხოლოდ ნიუანსებში.


წინა სემესტრში სტატიებისა და კონფერენციების კოეფიციენტიც გაიზარდა. მაგალითად, სტატია ნაცვლად 0,1ისა ერთზე მნრავლდებოდა, როგორ იქნება ამჯერად?


ეს ასე აღარ იქნება. დარჩება ისე, როგორც იყო სერგი კაპანაძის დროს.


როდის შევა ეს ცვლილებები ძალაში?


ხუთშაბათს გვაქვს შეხვედრა სტუდენტებთან. ცოტა მომზადება კიდევ მჭირდება და ხუთშაბათს მექნება პასუხი ყველა შეკითხვაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.


ნანი მაჭარაშვილის ინიციატივით განხორციელდა წინასწარი რეგისტრაციის პროგრამა, როგორ შეაფასებდით მას?


წინასწარმა რეგოსტრაციამ მნიშვნელოვნად გაამარტივა სპეციალისტთა მუშაობა. მე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. მეუბნებიან- შენ არ იცი, რა ხდებოდა ადრე აქ, ადრე აქ იყო კილომეტრიანი რიგი, ახლა ეს არ ყოფილა. ამ თვალსაზრისით ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მაინც დარჩნენ სტუდენტები იმ საგნების გარეშე, რომელიც მათთვის საურველი იყო. თუმცა ისიც კარგია, თუ 100 უკმაყოფილო სტუდენტის ნაცვლად 40 დარჩა უკმაყოფილო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ორმოციც არ დარჩეს. წინასწარმა რეგისტრაციამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში სტუდენტების მოთხოვნების დაუკმაყოფილობის მიზეზი არის რესურსების ნაკლებობა. მათ შორის აუდიტორიების , პროფესორებისა და ლექტორების.


როგორც თქვენ თქვით, ფაკულტეტზე ამჟამად შეინიშნება აუდიტორიების დეფიციტი, რაც გამოწვეულია ცალკეულ საგანზე სტუდენტთა ჭარბი რაოდენობის დარეგისტრირებით. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ პრობლემის მოგვარების გზა?

 

დოქტორანტების სალექციო საათებზე შესვლა არ არის მიზანშეწონილი, ისინი ძირითადად სემინარულ ჯგუფბთან მუშაობენ, თუმცა გამონაკლისია ახლადშექმნილი პროფესიები, მაგალითად, სოციალური მუშაობა და ჩვენ გვყავს ისეთი კადრები, რომელთა უმრავლესობა ამერიკიდან არის ჩამოსული. ძირითადად კოლუმბიისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან. სხვა შემთხვევაში დოქტორანტები ლექციებს არ წაიკითხავენ.

 ექნებათ თუ არა სტუდენტებს არჩევანის  წინასწარ დაფიქსირების შესაძლებლობა ამ  სემესტრის ბოლოს?


 ამ თემაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. სავარაუდოდ,  წინასწარი რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრშიც  გვექნება, თუმცა თუ ჩვენ ვერ მოვაგვარეთ ისეთი  პრობლემები, როგორიცაა აუდიტორიების  ნაკლებობა და აკადემიური პერსონალის, ეს  პრობლემები გადაუჭრელი დარჩება.


 რეგისტრაციის დაწყებამდე სტუდენტებმა  ლექტორები შეაფასეს, თუმცა  საერთაშორისო ურთიერთობების  სტუდენტები კვლავ მათ  არაპროფესიონალიზმს უჩივიან, რა  მექანიზმის შემუშავებას აპირებთ ამის  შესამოწმებლად?


ეს კითხვარი დამუშავების პროცესშია, სამწუხაროდ, ჯერ არ არის საბოლოო შედეგები, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს პროცესი არასწორად მიდიოდა. პროფესორთა შეფასება უცხოეთის უნივერსიტეტებში ხდება ბოლო შეხვედრაზე და არა გამოცდების შემდეგ, როდესაც გარკვეულწილად, ქულა გავლენას ახდენს პროფესორის შეფასებაზე. ეს არ არის ახალი პრობლემა. ჩემი აზრით, ეს უნდა შეიცვალოს.


ფაკულტეტის სტუდენტები ხშირად მნიშვნელოვანი შეხვედრების შესახებ ძალიან გვიან იგებენ, ზოგჯერ შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრეც. სტუდენტებს დაჰპირდნენ ერთიანი საინფორმაციო სისტემის შემუშავებას, განიხილება თუ არა ეს საკითხი დღეს?


ამაზე ახლა საუბარი არ მიდის, ახალი არაფერი არ იგეგმება. მაგრამ მეც მაქვს სასაყვედურო- როდესაც ვთხოვე ჩემს თანაშემწეს ინფორმაციის გავრცელება, გამოძახილი სტუდენტების მხრიდან იყო ძალინ ცოტა. ამ პრობლემას შევისწავლი, ეს ძალიან დიდი სიახლეა ჩემთვის, უნდა დავაზუსტო, ეს ხარვეზები ალბათ ტექნიკური ხასიათისაა. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანის დროს, სტუდენტია ეს თუ ლექტორი.


თსუ-ის 2014 წლის ბიუჯეტში 300 000 ლარზე მეტია გამოყოფილი სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისათვის, რომელი სახელმძღვანელოების თარგმნაა ყველაზე პრიორიტეტული ფაკულტეტისთვის?


ერთი არის საუნივერსიტეტო მთარგმნელობითი პროექტი, როდესაც არის არჩეული წიგნი, ფაკულტეტისათვის მნიშვნელოვანი. ჩვენს შემთხვევაში ეს არის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. ამის თარგმნა ხდება საავტორო უფლებების ყიდვის შემდეგ. მეორე, ეს არის ის, რაც მიმდინარეობს ფაკულტეტზე. ფაკულტეტის შიგნით ყველა მიმართულების ხელმძღვანელი კოლეგებთან ერთად ირჩევს ლიტერატურას და ამ შემთხვევაში ყველას თანაბარი შესაძლებლობა ექმნება.


ჩვენი ფაკულტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამეცნიერო კვლევების დაფინანსება, ახალი კვლევითი ლაბორატორიის შექმნა. უნივერსიტეტი სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისად ფინანსდება. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ინვესტიციების მოსაზიდად?


მე რომ მოვედი დამხვდა დაწყებული კვლევითი პროექტი, თუმცა ცოტა ხნით შევაჩერეთ იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა მისი შესაბამისობაში მოყვანა უნივერსიტეტის რეგულაციებთან. ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ რაც იყო გაკეთებული, დასახვეწია, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ბიუჯეტთან. ამ პროექტს ცოტა ხანში ავამუშავებთ ეს კი გულისხმობს პროფესორთა დაინტერესებას და პროფესორები თავის მხრივ ჩართავენ დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, უნივერსიტეტს აქვს თავისი რეგულაცია, ტენდერი უნდა გამოაცხადოს და ა.შ . ინიციატივა მხარდაჭერილია ცენტრალური ადმინისტრაციის მიერ ,თანხაც გამოყოფილი იქნება. მხოლოდ ეს პრობლემებია მოსაგვარებელი.


დაბოლოს , აპირებთ თუ არა , მონაწილეობა მიიღოთ დეკანის არჩევნებში?

 

არ ვაპირებ.


რა არის ამის მიზეზი?

 

როგორც გითხარით , ეს არის ჩემი პირველი თანამდებობა ადმინისტრაციულ პოზიციაზე და გაცილებით მირჩევნია არაადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ არ მივიღებ მონაწილეობას. მიმაჩნია,რომ არაადმინისტრაციულ პოზიციებზე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

 

ესაუბრა ანა ბოჭორიშვილი
მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

სტატიის ვებ რედაქტორები: შოთა ფალავანდიშვილი, ლანა ლანჩავა

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1633 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10030შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა