28
მაისი, 2020 ხუთშაბათი
07:00 PM
ინტერვიუ - განათლება
გვანცა დევიძე, ჟუჟუნა ყანჩაშვილი | 20 იანვარი 2016

ქალი დიდი ავიაციიდან

ქართული ავიაციის უახლეს ისტორიაში პირველ მფრინავ ქალს, ლეიტენანტ ეკატერინე ქვლივიძეს, მიზნის მისაღწევად საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია. მაშინ, როდესაც ოცნების ასასრულებლად პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, სამხედრო სამსახური ქალებს განხილვის გარეშე კარს უკეტავდა. შემართებამ და მიზანდასახულობამ შეაძლებინა ჩვენს რესპოდენტს, თამამად შეეღო ის კარი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება სამხედრო ავიაციასა და საქართველოს სამსახურს დაუკავშირა. 

- უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით როგორ და როდის გადაწყვიტეთ, რომ სამხედრო მფრინავი გამხდარიყავით? 

- საკმაოდ ადრეულ ასაკში გადავწყვიტე, რომ სამხედრო გავმხდარიყავი. მემსახურა სამშობლოს დასაცავად, ჩამეცვა სამხედო მუნდირი. ეს იყო ჩემი ჩუმი, სკოლის ოცნება, რადგან იმ დროს გოგონასთვის სამხედრო სისტემაში მსახურობა არათუ წარმოუდ-გენლად, არამედ სამარცხვინოდაც კი ითვ¬ლებოდა. სკოლის დამთავრებამდე გავეცანი ყველა გზას, თუ როგორ შეიძლებოდა ამეხ¬დინა ოცნება, შევისწავლე სამხედრო აკა-დემიის პროგრამა, სადაც მითითებული იყო სხვადასხვა სპეციალობა და მივხვდი, რომ სამხედრო მფრინავი იყო ის პროფესია, რომე¬ლიც თურმე ასე ძალიან მინდოდა. ამ დროს, დაახლოებით, მეცხრე კლასში ვიქნებოდი, ზუსტად არ მახსოვს. შემდეგ წლების გან¬მავლობაში მომიწია ბრძოლა ოცნების ასახ¬დენად. აღმოჩნდა, რომ არათუ აკადემიაში, ზოგადად ავიაციაში გოგონებს არ იღებდნენ და ამ თემას არც განიხილავდნენ. 

- რა გზა გაიარეთ ლეიტენანტობამდე? 

- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში , საინჟინრო ფაკულტეტზე, საფრენოსნოზე არ მიმიღეს: კულტურულად ამიხსნეს, რომ ეს ქალის შესაფერისი პროფესია არ იყო. თუ ჩემს მიზანზე მაინც არ ვიტყოდი უარს, შემე¬ძლო, საინჟინროზე მესწავლა. სტუდენტობი¬სას ორმოცდახუთ ბიჭთან ერთადერთი გოგო ვსწავლობდი. ყველა თვლიდა, რომ ვერ ავით¬ვისებდი და სწავლას მიატოვებდი. ალბათ საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთი უძლიერესი მოტივატორი იყო, რამაც შემაძლებინა, რომ პირველივე კურსზე საუკეთესო სტუდენტი და ბონგის სახელო¬ბის სტიპენდიატი ვყოფილიყავი. მიუხედვად ამისა, სწავლა მართლაც ძალიან გამიჭირ¬და. მეოთხე კურსზე, როდესაც თადაცვის სამინისტრომ საფრენოსნო კურსზე მიღება გამოაცხადა, დაუყოვნებილივ შევიტანე გა¬ნაცხადი. მიმიღეს, მაგრამ საცდელი ვადით, ყველაფერი ჩემს მონდომებაზე და შესა¬ძლებლობაზე იყო დამოკიდებული. აქედან დაიწყო ჩემი სამხედრო ცხოვრება. მომცეს შანსი, რომელიც გამოვიყენე და დღეს უკვე ჩემი ახდენილი ოცნების სახით ვემსახურები საქართველოს. 

- სამხედრო მფრინავი რომ გამხდარიყავით, მოგიწიათ თუ არა რაიმეზე უარის თქმა? 

- დიახ. ძალიან ბევრ რამეზე. არამხოლოდ მფრინავის, არამედ ზოგადად სამხედრო წესით ცხოვრება დიდი მსხვერპლს მოითხოვს. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრების რეჟიმი. თუმცა ჩვეულ რეჟიმზე უარის თქმას მსხვერპლის გაღებას ვერ და-ვარქმევდი, პირიქით, იმდენად მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, რომ ეს ყველაფერი დღითი დღე უფრო საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას. 

- არსებობს თუ არა რაიმე დაუწერელი კანონი ან ოქროს წესი, რომელიც მფრინავებს სულ ახსოვთ და იცავენ? 

- ავიაციაში ყველა წესი და სტანდარტი მკაცრად უნდა იყოს დაცული. მაგ.არცერთი ქართველი მფრინავი ტაძარს თავზე არ გადაუფრენს. თანაც ეს ის სფეროა, რომელშიც შეცდომებზე ვერ ისწავლი. 

- პირველი აფრენის დროს რა შეგრძნება დაგეუფლათ? 

- გამარჯვებით გამოწვეული ბედნიერების განცდა იყო და მთელი ფრენის განმავლობა-ში ვიღიმოდი. ახლაც ზუსტად იგივე ემოცია მეუფლება, რომ მახსენდება. ძალიან დიდი და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ - ფრენისას - მივხვდი, რომ მზად ვიყავი მთელი ცხოვრება გამეგრძელებინა დაწყებული საქმე. მიწას რომ მოვწყდი, დედამიწაზე რაც კი რამ ცუდი და ბოროტი არსებობს მიწაზევე დარჩა. 

- რა უპირატესობა გაქვთ თქვენ, როგორც ქალ მფრინავს, მამაკაც მფრინავებთან შედარებით? 

- ამას უპირატესობას ვერ დავარქმევდი, საზოგადოებრივი დამოკიდებულების და მენტალიტეტის შეცვლამდე პირიქით, ორ¬მაგი ფსიქოლოგიური დატვირთვა მქონდა. საბედნიეროდ, დღეს ასე აღარაა და, ჩემდა საამაყოდ, ყოვლეთვის ვგრძნობ უდიდეს თანადგომას, პატივისცემასა და ყურადღე¬ბას მამაკაცი მფრინავებისგან 

- ფსიქოლოგიური კუთხით რომ ვიმს¬ჯელოთ, თქვენი აზრით, ქალს რამე ისეთი თვისება აქვს, რაც უპირატესობას ანიჭებს სამხედრო საქმეში? 

- ჩემთვის რთულია განვსაზღვრო, რადგან ეს ძალიან ინდივიდუალურია. ქალი მშვიდო-ბისმოყვარეა, გადაწყვეტილების მიღების დროს ყოველთვის მშვიდობის მხარეს იხ¬რება, გამძლეობაც და მოთმინების უნარიც შედარებით მეტი აქვს. და მე იცით რა მხი¬ბლავს? ის, რომ ღირსეული ქალის გვერდით მამაკაცი ნებისმიერ საქმეში უფრო ძლიერი და ვაჟკაცურია. 

- რა არის სამხედრო მფრინავის ყველაზე დიდი სირთულე? 

- ფრენისას გვიწევს დიდი ფიზიკური დატ¬ვირთვის ატანა, რაც დროთა განმავლობაში ჯანმრთელობაზე აისახება. აქედან გამომდინარე, მფრინავებს ცხვოვრების განსხავე-ბული და, შეიძლება ითქვას, ზედმიწევნით ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვთ. 

- როგორ ხედავთ ამ პროფესიის განვითარებას მომავალში? 

- საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა და სჭირდება სამხედრო მოსამსახურე, რომე-ლიც დაიცავს მას როგორც მიწით, ისე ზღ¬ვით და ჰაერით. მე ჩემი მომავალი ავიაციის განვითარებისთვის მაქვს გაწერილი. 

- რა რჩევას მისცემდით მომავალ მფრინა¬ვებს? რა გაითვალისწინონ და რისთვის უნდა იყვნენ მზად? 

- გიყვარდეთ თქვენი პროფესია, გულით და ერთგულებით ემსახურეთ სამშობლოს და მუდამ მზად იყავით თავდადებისთვის.

 

 

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1360 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10030შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა