03
აგვისტო, 2020 ორშაბათი
03:26 PM
ინტერვიუ - კულტურა
მარიამ ოღიაშვილი | 23 მაისი 2017

ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მალშტრემი

გერმანული ექსპრესიონიზმი, ქართული მოდერნიზმი და დავით კაკაბაძის შემოქმედება - ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ლექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და დავით კაკაბაძის ბიოგრაფიის მკვლევარი ქეთევან კინწურაშვილი.

-გამოფენა „მალშტრემის“ შთაგონების წყაროდ ქართველი სიმბოლისტის გრიგოლ რობაქიძის დრამების კრებულის გარეკანი იქცა, რომელშიც სამი დრამაა შესული -„ლონდა, მალშტრემ და ლამარა“. როგორ მოხდა გერმანული ექსპრესიონიზმის, რობაქიძის დრამებისა და მოდერნიზმის ერთ სივრცეში გაერთიანება?

-ერთ კოლექციონერთან შემთხვევით ვნახე 1926 წელს თბილისში გამოცემული წიგნი, რომლის გარეკანზეც გამოსახული იყო  ცნობილი გერმანელი ექსპრესიონისტის ფრანც მარკის ვეფხვი. ამ დიზაინმა დამაინტერესა და აღმოჩნდა, რომ ეს არის გრიგოლ რობაქიძის დრამების კრებული. გამიკვირდა, რომ დიზაინი არის შექმნილი გერმანელი მხატვრის მიერ, მით უმეტეს იმ პერიოდში, ფრანც მარკი არ იყო ცნობილი მხატვარი. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ჩანს, ექსპრესიონიზმი, გერმანული მოდერნიზმის გავლენა. რობაქიძის ნაწარმოებებშიც ასევე მძაფრად არის გერმანული ექსპრესიონიზმის სკოლის გავლენა, რაც თავისთავად თემატურად ერთმანეთს ძალიან კარგად უკავშირდება.

-დავით ჯანიაშვილი მიერ შექმნილი დიზაინი და ინსტალაცია „მთის მდინარე“ რამდენად კარგად დაუკავშირდა შინაარსობრივად ლადო  გუდიაშილის, დავით კაკაბაძის, პეტრე ოცხელისა და ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს?

-მალშტრემი ეს არის ძლიერი დინება, ჰოლანდიური სიტყვაა და  თავად მდინარის ფაქტორი რობაქიძის პიესებში ფიგურირებს როგორც ძლიერი ძალა.“მთის მდინარე“ ვიდეო-საუნდ ინსტალაცია ვიზუალური ეფექტისთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. მაყურებელი ყოველი მხრიდან მოცულია და გარკვეული გავლენის ქვეშ ექცევა, რაც ხელს უწყობს უკეთ აღიქვას გამოფენის იდეა.

- მოდერნიზმის ეპოქამ ლიტერატურის, თეატრის და მხატვრობის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. ამ ცვლილებებმა ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე დიდი კვალი დატოვა, ევროინტეგრაციის სამინისტრომ გამოსცა წიგნი „საქართველოს ევროპული გზები“ ქართული მოდერნიზმის შესახებ. რამდენად კარგად ჩანს ამ წიგნში XX საუკუნის ქართული ხელოვნება ?

-ამ წიგნისთვის მე დამიკვეთეს სტატია კერძოდ ხელოვნების შესახებ „ფარშევანგის კუდი, მოდერიზმი ქართული კულტურის შესახებ“. გავლენა ქართულ კულტურაზე ძალიან ძლიერი იყო. ქართული ავანგარდული ლიტერატურა და ხელოვნება იყო ნაწილი ძლიერი ევროპული ტალღის და ეროვნულ ნიადგაზე ძლიერი გამოვლენა ნახა თეატრში, კინოსა და ლიტერატურაში.

-2015 წელს პარიზში, მაიოლოს მუზეუმში დავით კაკაბაძის ნამუშევრების დიდი გამოფენა გაიხნა. პარიზული პერიოდი იმდენად ნაყოფიერი იყო მხატვრის შემოქმედებაში,  რომ შეიძლება ითქვას, მან დროს გაუსწრო. ოპტიკური ინსტუმენტები და სამგანზომილებიანი სივრცე 1920-იან წლებში მხოლოდ კაკაბაძის ნამუშევრებში შეინიშნება. თვლით თუ არა, რომ კაკაბაძემ ხელოვნებაში დიდი გადატრიალება მოახდინა?

-ვერ ვიტყვით, რომ დავით კაკაბაძემ დიდი გადატრიალება მოადინა. ის არ იყო პირველი, რომელმაც შექმნა ოპტიკური ინსტუმენტები. მას ჰქონდა განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში და ეს ძალიან ეხმარებოდა მხატვრობასა და კინემტოგრაფიაში. ის ერთ-ერთი პირველია, რომელიც ბიომორფოლოგიურ აბსტრაქციას ქმნის. დავით კაკაბაძე 1927 წელს ჩამოვიდა თბილისში, ის რომ პარიზში დარჩენილიყო, იმ ეპოქაში ძალიან ბევრს მიაღწევდა და დღეს მსოფლიოში ფართოდ იქნებოდა ცნობილი.

-1949 წელს მხატვარი აკადემიიდან დაითხოვეს, ბრალად სდებდნენ თითქოს იდეოლოგიურად აფუჭებდა მომავალ თაობას, მხატვრობაში ფორმალიზმის მიმდინარეობის გამო ხალხის მტრად მიაჩნდათ. მის ნამუშევრებში ჩანს ინდივიდუალუზმი, ის არცერთ მიმდინარეობას არ ეკუთვნის. თუ შეიძლება მისი სწორედ  განსაკუთრებულობისა და სხვებისგან გამორჩეულობის დამსახურება იყოს ის ფაქტი, რომ მხატვარი გადასახლებას გადაურჩა?

-ამას ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, მას ძალიან ებრძოდნენ. 1936წელს მოუწია თავის დაცვა ფორმალიზმის წინააღმდეგ, მას აუმხედრდა ყველა, მას ფარ-ხმალი არ დაუყრია, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიიდანაც დაითხოვეს. ეს იყო მისთვის უდიდესი ტრამვა, რომელმაც მორალურად გაანადგურა. რატომ არ გადაასახლეს ამის თქმა ძნელია, სავარაუდოდ ვერანაირი სერიოზული მიზეზი ვერ მოუძებნეს და არ ჩათვალეს საშიშ ადამიანად, რომელიც უკვე ხელს აღარ უშლიდა სოციალიზმს.

-2013 წელს დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ მუზეუმში დავით კაკაბაძის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა გაიხსნა, რომელმაც 7 საგამოფენო დარბაზი მოიცვა. კიდევ თუ იგეგმება მსგავსი სახის მასშტაბური გამოფენა ?

-ჯერ-ჯერობით არ იგეგმება ასეთი მასშტაბური გამოფენა, ეს ყველაფერი თანხმებთან არის დაკავშირებული. ჩვენ არ გვაქვს ბევრი საგამოფენო სივრცე, რომელიც პასუხობს გარკვეულ მოთხოვნებს  იმისათვის, რომ ნამუშევრების განთავსება მოვახერხოთ.

- თქვენ რამდენად ეთანხმებით დავით კაკაბაძის შეხედულებას ხელოვნების ნაწარმოების შესახებ, მისი თქმით „ხელოვნების ყოველი ქმნილების თვისება უნდა იყოს ზომა, რიგი და აზრი“?

-მე დავით კაკაბაძის აზრს პატივს ვცემ. მას გააზრებული აქვს და გაანალიზებული ყველაფერი. სხვადასხვა ეტაპზე მხატვარმა სხვადასხვა აზრი  უნდა გამოთქვას.ზოგადად დიდი მოაზროვნე მხატვრები ბევრნი არ არიან, ვინც წერდნენ და ასევე თეორიულად აყალიბებდნენ კონცეფციებს. ეს არის ცალკე სფერო, რომელიც კავშირშია ეპოქასთან .

-თქვენ ქეთი მატაბელის რესტროსპექტიული გამოფენის კურატორი და ორგანიზატორი იყავით. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ჭადრაკისა და ნარდის თემაზე შექმნილი კოლაჟები. ასევე ექსოზიციაზე ჩართული იყო ინსტალაცია. რამდენად იყო წარმოჩენილი გრაფიკოსის და მხატვრის შემოქმედება სრულად და დამთვალიელებლებისთვის რა იყო სიახლე ?

-ქეთი მატაბელის შემოქმედების ყველა ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ყველა ნამუშევარი განსხვავდება ერთმანეთისგან, არის კოლაჟები და ასამბლაჟები „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე, ძველ ფოტოებზე დაყრდნობით შექმნილი ფოლიანტები. არის მის შემოქმედებაში ისეტი ეტაპები, საიდანაც კარგად დაინახა მაყურებელმა სხვანაირი ქეთი მატაბელი...

 

ესაუბრა მარიამ ოღიაშვილი

 

მომზადდა სასწავლო კურსის  „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

 >>>

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 4045 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10293შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა