

თედო აბჟანდაძე: ყველაფერს გავაკეთებ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად
გამოქვეყნების თარიღი: 29.01.2019საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წელი მაჟორულ ნოტზე დაასრულა. ნოემბრის ტესტსერიის პირველ მატჩში, იტალიასთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, „ბორჯღალოსნებმა“ საკუთარ მოედანზე ჯერ სამოა დაამარცხეს, შემდეგ კი „ზღვის არწივებად“ წოდებულ ტონგას გაუმკლავდნენ და მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-13 ადგილზე გადაინაცვლეს.
ვრცლად>>-
ქართველი მხატვარი აღმოსავლური კულტურიდან
გამოქვეყნების თარიღი: 03.12.2018შუა საუკუნეების პერიოდის თანამედროვე ინტერპრეტაცია, დახვეწილობა, სიმბოლიზმი, დეტალიზაცია, ალეგორიულობა და რაც მთავარია - შინაარსი შედევრის მიღმა. სოფიო ვარაზი წარმატებული ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით კერძო კოლექციებშია დაცული. მათ შორის კანადაში, ავსტრალიაში, ამერიკაში, ირანსა სამხრეთ აფრიკაში.
ვრცლად>> -
საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი
გამოქვეყნების თარიღი: 21.05.2018მიუხედავად იმისა, რომ ჯონ უერდემანი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, დღესდღეობით ის ერთ-ერთი ცნობილი სიღნაღელია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქალაქისა და ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. სიღნაღმა იგი პირველივე ვიზიტისას მოხიბლა.
ვრცლად>>


-
გრაკლიანი გორა: ადგილი, რომელიც ცვლის დამწერლობის ისტორიას
გამოქვეყნების თარიღი: 2018.05.21ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებისას, იგოეთის სიახლოვეს, შეამჩნევთ გორას, რომელსაც არქეოლოგიური გათხრების კვალი ნათლად ეტყობა. ეს გრაკლიანი გორაა. მასზე ნამოსახლარის კვალი 2008 წელს გზის გაფართოების სამუშაოებისას აღმოაჩინეს და გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი, ქვის ხანიდან დაწყებული ახ. წ მეხუთე საუკუნემდე. აქ არის, როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები.
ვრცლად>> -
საქართველოს პირველი ლედის – მაკა ჩიჩუას ინტერვიუ
გამოქვეყნების თარიღი: 2018.05.21პრეზიდენტის ოჯახი დუშეთში ცხოვრობს. აქაურები ამაზე სიამაყით გვესაუბრებიან და პრეზიდენტის სახლისკენ გვითითებენ – ძალიან უბრალო და კეთილი პრეზიდენტი გვყავს, ის კი არა, თუ მიხვალთ და ქალბატონი მაკა სახლში დაგხვდებათ, უარს არ გეტყვით გასაუბრებაზეო... სტუდენტის ამბავი მოგეხსენებათ, მოგვერიდა ასე პირდაპირ სტუმრობა, მით უფრო, რომ ბევრი ჩინოვნიკისგან მიგვიღია უარი – "სათამაშოდ სად გვცალიაო", მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც გაგვიჩნდა. მერე ანდაზაც გაგვახსენდა: "ცდა ბედის მონახევრეაო" და... ვცადეთ.
ვრცლად>> -
В Грузию за знаниями
გამოქვეყნების თარიღი: 2017.12.14Каждый год в Тбилисский государственный медицинский университет приезжает большое количество студентов со всех стран,особенно много их из Индии.По словам Давида Делибашвили,начальника международного отдела университета,студенты предпочитают их университет,потому что диплом ТГМУ признают в 80 странах мира.
ვრცლად>> -
„მძევლები“ - რეალობაზე დაფუძნებული ხელოვნება თუ შთაგონება?
გამოქვეყნების თარიღი: 2017.06.012017 წელს გამოვიდა რეზო გიგინეიშვილის ფილმი ,,მძევლები“, რომელსაც უკვე წლის კინომოვლენად თვლიან და ბერლინალეზეც დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება და გადმოსცემს 1983 წლის 18-19 ნოემბრის მოვლენებს, როცა შვიდმა ახალგაზრდამ გაიტაცა თვითმფრინავი საბჭოთა რეჟიმიდან თავის დაღწევის მცდელობით. აღნიშნული ფილმის ისტორიასთან თანხვედრაზე, მის ღირებულებებზე, საარქივო მასალათან შესაბამისობაზე ჟურნალისტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ყოფილ თანამშრომელს, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორს თამარ ბელქანიას ვესაუბრებით:
ვრცლად>>
