22
აგვისტო, 2019 ხუთშაბათი
07:27 AM
ანალიზი და მოსაზრება - სპორტი
გიორგი კევლიშვილი | 17 იანვარი 2014

ნამდვილი ჯოკერი ავტოდრომზე

მე შემეძლო დამეწერა მევლუდ მელაძეზე, რომელიც ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, დათა ქაჯაიაზე, რომელიც ევროპის თასის მფლობელია, მაგრამ ეს კაცი რაღაცით გამორჩეულია… ერთი შეხედვით, ძალიან მშვიდი ახალგაზრდა, მონოტონური სიარულის მანერითა და სათნო გამომეტყველებით, ხოლო ვინც მას იცნობს, მათთვის ვანო ქართული ავტოსპორტის მომავალია.. ძალიან ემოციური, უზომოდ ენერგიული და ყველაზე სტაბილური საავტომობილო ტრასაზე.

 

სერიული მკვლელივით ცივსისხლიანია მძელური ავტოდრომზე. უცნაური, დაყენებული მზერა აქვს, მტაცებელივით გაჰყურებს მოსახვევს და ტრაექტორიას იმდენად ზუსტად არჩევს, რომ გამოცდილ მრბოლელებსაც კი უჭირთ მის შეცდომებზე საუბარი.  

 

როდესაც სარბოლო ტრასაზე ვანო ჩანს, გრძნობ, რომ სადღაც ლურჯი ხანძარი უნდა გაჩნდეს (ვანო ლურჯი „სუბარუ იმპრეზას“ მფლობელია). მძელური წყვილთა რბოლაში საქართველოს 2012-2013 წლის ჩემპიონი და არაერთი სპეც-რბოლის გამარჯვებულია, სულ 28 წლის ყმაწვილია და მკვეთრად გამოხატული მანევრული სტილი აქვს - არანაირი ზედმეტი მოძრაობა, არანაირი შეცდომა, მაქსიმალური სტაბილურობა და სიზუსტე.

 

 

ვანო მძელური 1985 წლის, 26 აპრილს დაიბადა ქალაქ რუსთავში. მშობლების განცხადებით, ძალიან მშვიდი პატარა იყო, რომელიც ექიმობაზე და ბევრ მანქანაზე ოცნებობდა. “სულ მანქანებზე ლაპარაკობდა, ვეკითხებოდი შეყვარებულზე, მპასუხობდა ავტომობილზე“ -ამბობს ვახტანგი მძელური (მამა). სკოლის პერიოდში წარჩინებული მოსწავლის სტატუსი ჰქონდა. ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწია, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ საბოლოოდ XXI საუკუნის ყველაზე პერსპექტიულ პროფესიას დაეუფლა  და პროგრამისტი გახდა. ვანოს ჰობი რა საკვირველია ავტომობილები და მაღალი სიჩქარით სიარული გახლავთ, მაგრამ როგორც თავად ამბობს ქუჩაში სწრაფად მანევრირებას ერიდება და როგორც გამოცდილი პილოტი, ახალგაზრდებს, სურვილის შემთხვევაში, რუსთავის ავტოდრომის გამოყენებას ურჩევს - „ავტომანქანით სწრაფად გადაადგილება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ქუჩაში ყოველთვის დაბალი სიჩქარით ვმოძრაობ. ავტომოყვარულებს მოვუწოდებ, რომ ენერგია ავტოდრომზე დახარჯონ, რომელიც ამის საშუალებას ყველა ადამიანს აძლევს.“

რუსთავის ავტოდრომის დირექტორი, მევლუდ მელაძე, ვანოს პერსპექტიულ მრბოლელს უწოდებს. მისი თქმით, მძელური საავტომობილო ტრასაზე არაჩვეულებრივად ირჯება და პროფესიონალების რჩევებს სწორად იყენებს. მელაძე ვანოს პიროვნულ თვისებებზეც საუბრობს.

„ვანო კარგი მრბოლელია. ის სულ რამდენიმე წელია რაც ფართო ასპარეზზე გამოჩნდა და უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა. ძალიან სტაბილურად ვითარდება პროფესიონალურად. კარგი ბიჭია, მშვიდი და გაწონასწორებული, მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.“

მძელურის ახლო მეგობარი და ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთი მოწინავე მრბოლელი, დავით ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ ვანო მაღალი დონის პროფესიონალი და შესანიშნავი მეგობარია.

„ვანომ ძალიან სწრაფად მოიხვეჭა სახელი. ჩემი აზრით, იგი დღევანდელი ქართული ავტოსპორტის ამომავალი ვარსკვლავია. მძელური შესანიშნავი მეგობარია, მისი გაწონასწორებული ხასიათი და გონებამახვილური რჩევები ყველასთვის მისაბაძი და მისაღებია,“ - ამბობს დათო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვანო „სუბარუ იმპრეზას“ მფლობელია. იაპონური მონსტრი მძელურის განუყოფელი ნაწილია.

„ვანო ნამდვილი ჯოკერია ავტოდრომზე. ჩვენ ვამაყობთ მისით!“ - ვანოს გულშემატკივრები სუბარუს კლუბიდან.

 

გარდა იმისა, რომ ვანო წარმატებული ქართველი მრბოლელია, იგი გამორჩეული პროგრამისტია. მძელური ცნობილი ამერიკული კომპანიის „Amind Solutions”-ის თანამშრომელი გახლავთ. მისი მეგობარი და თანამშრომელი, ირაკლი ცომაია, ვანოს პერსპექტიულ და ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდად ახასიათებს.

 

„ძალიან ნიჭიერია. საინტერესო ადამიანია, მასთან არასდროს მოიწყენ, ხშირად ხუმრობს. რაც შეეხება ვანოს, როგორც მრბოლელს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩემი ინიციატივით, თანამშრომლებს შევთავაზე შეჯიბრებებისთვის დაგვესპონსორებინა იგი და გარკვეული თანხა გამოვუყავით. ის საუკეთესოს იმსახურებს.“

 

როგორც ვანოს გულშემატკივრები ამბობენ, წარმატება ვუსურვოთ სუბარუს ჯოკერს, მას უდიდესი პოტენციალი აქვს..!

 

მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1527 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა