22
აგვისტო, 2019 ხუთშაბათი
06:34 AM
ანალიზი და მოსაზრება - სპორტი
ლევან გზირიშვილი | 30 დეკემბერი 2013

ფეხბურთს ერთი საიდუმლო აქვს - შრომა!

გუგა 1999 წელს გავიცანი, როდესაც პირველი ნაბიჯები ერთად შევდგით სკოლაში, ერთ კლასში.მახსოვს პატარა ყვითელი თმებით, დიდი მწვანე თვალებით, მოუსვენარი. როდესაც ფიზკულტურის გაკვეთილის დრო დგებოდა-ხოლმე, ყველაზე პირველი სკოლის შენობიდან სტადიონზე სწორედ გუგა გარბოდა.

 

გუგა ფალავანდიშვილი თბილისში, 1993 წლის აგვისტოში დაიბადა. ახლა, 20 წლის ფეხბურთელის მიზანი - უმაღლესი საფეხური, მსოფლიო დონის ფეხბურთში ადგილის დამკვიდრება.

 

image

 

" ფეხბურთის თამაში სრულიად შემთხვევით დავიწყე. 6 წლის ვიყავი, როცა გლანდების ოპერაცია გავიკეთე და დედაჩემს ექიმმა უთხრა კარგი იქნება თუ რაიმე სპორტით დაკავდებაო… ფიზიკურად ძალიან სუსტიაო.. და დედაჩემმაც იმ მიზნით, რომ ცოტა ადამიანს დავმსგავდებოდი ფეხბურთზე შემიყვანა. მიმიყვანეს დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში არსებული თბილისის ლოკომოტივის საწვრთნელ ბაზაზე. შემდგომ ისე მიმიზიდა და დამაინტერესა ბავშვების გარემოცვაში ვარჯიშმა, რომ ამ სპორტით საბოლოოდ ”მოვიწამლე”. დღესდღეობით მე რომ ფეხბურთს ვთამაშობ და ეს პროფესია ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესია, რა თქმა უნდა მშობლების და ჩემი პირველი მწვრთნელის, პაატა გოცირიძის დამსახურებაა. მინდა ფეხბურთში წარმატებას მივაღწიო, ახლა ს.კ. "გაგრა"-ს ღირსებას ვიცავ, მაგრამ პერსპექტივაში მაინც საზღვარგარეთ თამაში მაქვს. დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთი იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ აქ დარჩე და მაგით იცხოვრო. ვშრომობ, რომ წყალში არ ჩამეყაროს 14 წლის განმავლობაში დაღვრილი ოფლი და ამ სფეროში მოღვაწეობა ღირსეულად დამიფასდეს" - ამბობს გუგა.

იმ პერიოდისთვის თბილისის ლოკომოტივის ნორჩ გუნდს, რომელიც კომპლექტდებოდა ძირითადად 1993 წელს დაბადებული ბავშვებით, თავკაცობდა ახალგაზრდა მწვრთნელი პაატა გოცირიძე. იგი თავად აყალიბებდა ნიჭიერ ბავშვთა კონტიგენტს.

 

image

 


"მახსოვს, როდესაც გუგა მისმა მშობლებმა მომიყვანეს, მის სახეზე გაოცება იგრძნობოდა. გაფართოებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ბაზაზე სულ ორი სტადიონი იყო (დღმდე ასეა). პირველი  -სტანდარტული სტადიონი (105 მეტრი), რომელიც მთავარი გუნდის ვარჯიშებისთვის იყო განკუთვნილი და მეორე - არასტანდარტული სათადარიგო მოედანი (70 მეტრი). როდესაც გუგა ვარჯიშში ჩაერთო ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის მისი ორივე ფეხით ბურთთან დაჯახება იყო, რომელიც დღემდე ხუთი თითივით მახსოვს. მინდა აღვნიშნო, რომ ის ვარჯიშიდან ვარჯიშმდე პროგრესირებდა და რაც მთავარია შრომა არ ეზარებოდა და დღემდე ასეა. 12 წელი ჩემ განკარგულებაში ვარჯიშობდა. პირველ რიგში, ვასწავლე ადამიანობა და შემდგომ სხვა საფეხბურთო სირთულეები. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ გუგას აღზრდაში ოჯახის მერე უმთავრესი წვლილი მიმიძღვის"  - ამბობს პაატა გოცირიძე.

პაატა გოცირიძისხელში როგორც გუგა,ისე მე ვიზრდებოდი (7 წელი),  ჩვენ ერთ გუნდში ვთამაშობდით, ერთი მიზანი გვამოძრავებდა, ერთად ვიმარჯვებდით და ერთადვე ვმარცხდებოდით. დღემდე ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ, მაყურებელს, რომელიც თამაშს ესწრება გუგას მონაწილეობით, უჩნდება  კითხვა: “როგორ ახერხებს სხვა მოთამაშეებთან შედარებით ტანით ყველაზე პატარა, ქერათმიანი შუა ნახევარმცველი, საჰაერო ბრძოლების მოგებას?”

 

image

 

" ჩემთვის, ასე ვთქვათ მომგებიანია ის სიტუაცია, რომ მეტოქეს ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე მეორე სართულზე ძლიერად არ მივაჩნივარ, მაგრამ თამაშის დასრულებისას აზრი სრულად ეცვლებათ. რა თქმა უნდა ფეხბურთში ეს დიდი პლიუსია, რომელიც მუცლიდან არ დამყოლია. ეს ყოველივე უდიდესი შრომის ნაწილია და მთავარი წვლილი ამაში, ჩემს პირველ მწვრთნელ, პაატა გოცირიძეს მიუძღვის" - ამბობს გუგა.

ჩვენი საუბრისას, მობილურმა დამირეკა.ეს მე და გუგას ბავშვობის ძმაკაცი ალუდა წიკლაური იყო, რომელმაც გუგაზე საუბრისას თვის სატკივარზეც მითხრა: ”გუგა  ემსახურება თავის ერთ-ერთ უსაყვარლეს საქმიანობას. მეც ვიყავი ფეხბურთელი და ყველაზე მეტად განვიცდი, რომ დღეს ამ გზაზე სამწუხაროდ აღარ ვდგავარ. გუგას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომ ჰქონდეს კარიერული წინსვლა, იყოს წარმატებული და თითით საჩვენებელი ფეხბურთელი. ძალიან შრომისმოყვარეა, შრომა კი ადამიან ადრე თუ გვიან ყოველთვის უფასდება. იგი ჯერ სულ რაღაც 20 წლის არის და ეს ასაკი ფეხბურთისთვის სრულად არაფერს ნიშნავს, პირიქით ეხლა არის საწყისი გზა გაიკვალოს და ჩამოყალიბდეს პროფესიონალ ფეხბურთელად. მე მჯერა, რომ მის შემთხვევაში სწორედ ასე იქნება და პროგრამა მაქსიმუმის შესრულებას შეძლებს.”

 

პროგრამა მაქსიმუმი საფეხბურთო სარბიელზე სწორედ დაუღალავი შრომით მიიღწევა. ეს გუგას სარბიელია. 

 

პროფაილი მომზადებულია სასწავლო კურსის ”ანალიზის და მოსაზრების წერა” ფარგლებში

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1734 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა