14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
04:49 AM
ანალიზი და მოსაზრება - საზოგადოება
  • ინო

    გამოქვეყნების თარიღი: 2014.12.24

    ინა ისეთივე უბრალო და სადაა, როგორც მისი სახელი. არ უყვარს, როცა მეტისმეტად აქებენ, არც ის - მწერალს რომ უწოდებენ. ბავშვობაში იშვიათად წერდა. მაშინ აზრადაც არ გაუვლია ფილოლოგობა. სკოლის წლებთან განსაკუთრებული მოგონებები არ აკავშირებს, არც მაშინდელი მეგობარი შემორჩა ბევრი. სამაგიეროდ კარგად ახსოვს ქართულის მასწავლებელი, რომელმაც პირველმა უთხრა - ფილოლოგიურზე ჩააბარეო. თავიდან ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მისი ლექტორისა და უფროსი მეგობრის, მწერალ თეიმურაზ მაღლაფერიძის რჩევით ფილოლოგიურზე ჩააბარა და ეს გადაწყვეტილება არასოდეს უნანია.

    ავტორი: ნინი ბეზარაშვილი ვრცლად>>
    ფოტო:
  • პრობლემა ყურადღების მიღმა

    გამოქვეყნების თარიღი: 2014.12.24

    20 წლის გიორგი ბერიშვილი თბილისის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს და მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო პირობა ქალაქში ეტლით გადაადგილებაა , თუმცა ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული პრობლემების გამო გიორგი ვერ ახერხებს თავისუფლად ქალაქში მოძრაობასა და დამოუკიდებლად ნებისმიერ ადგილას ეტლით მისვლას. იგი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან ქუჩაზე გადასასვლელები , შენობები და ტრანსპორტი არ არის მოწესრიგებული, რის გამოც მას ძალიან უჭირს საზოგადოებასთან ადაპტირება და გარეთ დამოუკიდებლად გადაადგილება.

    ავტორი: ნინო გვასალია ვრცლად>>
    ფოტო:
  • Olga bell “Край” – რუსული ფოლკ მუსიკის თანამედროვე განზომილება

    გამოქვეყნების თარიღი: 2014.12.24

    2014 წლის 29 აპრილს წარმოშობით რუსი, ამერიკელი ინდი-როკ არტისტის ოლგა ბელის ალბომი, სახელწოდებით "Край" გამოვიდა - ამ ალბომმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. აქამდე ბელს კარგად არ ვიცნობდი და ეს ალბომი გახდა ის, რითაც ამ არტისტის შესაძლებლობებს ბოლომდე ჩავწვდი. რას ნიშნავს "Край" ? ესაა საზღვარი, ოლქი. ტრეკ ლისტი კი მთლიანად რუსეთის 9 ოლქის დასახელებას მოიცავს:

    ავტორი: ბადრი კობიაშვილი ვრცლად>>
    ფოტო:
  • ქართული ბალეტის ოქროს შუალედი

    გამოქვეყნების თარიღი: 2014.12.24

    27 და 28 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ბალეტ „მაკნატუნას" შესთავაზებს. ეს ფაქტი ბალეტის მოყვარულთათვის სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს, თუმცა, ერთ-ერთი ქორეოგრაფი ქართული ბალეტის პრობლემატიკას განიხილავს და, მისი აზრით, ქართული ბალეტი დღეს არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაშია, ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედება შეიძლება ითქვას, რომ აღარც არსებობს, დასი განახევრებულია, მოცეკვავეებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, სპექტაკლები შემცირებული და გადაკეთებულია. დასში უცხოეთიდან ჩამოყვანილი, საკმაოდ სუსტი ახალგზარდები ცეკვავენ, ხოლო ქართველი მოცეკვავეები საზღვარგარეთ მიდიან. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საწინააღმდეგო აზრი აქვს ოპერის და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციას.

    ავტორი: თამარ მაღლაკელიძე ვრცლად>>
    ფოტო:
პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა