22
აგვისტო, 2019 ხუთშაბათი
08:09 AM
ანალიზი და მოსაზრება - პოლიტიკა
ანა ურუშაძე | 23 მარტი 2017

პირველების პირველი სიტყვა ანუ ინაუგურაცია ამერიკულად

ჭეშმარიტებად აღიარებული ფაქტია, რომ ადამიანის წარმატებაში დიდი წვლილი მის ორატორულ ნიჭს ეთმობა. იყო ლიდერი ნიშნავს არა მხოლოდ გქონდეს სწორი ხედვა, არამედ სწორადაც გადასცემდე მას სწორ ადრესანტს სწორი ფორმით და აქცენტებით. სწორედ ამიტომაცაა, რომ მაღალი თანამდებობის პირები თუ სხვადასხვა კორპორაციის მმართველები, რომლებთაც უშუალოდ უწევთ ურთიერთობა საზოგადოებასთან, ცდილობენ სწორად იმეტყველონ, გამართულად გამოთქვან საკუთარი აზრი და დიდ ყურადღებას ასევე უთმობენ, ამ აზრის მიტანის ფორმებსაც.

პიარი სხვა არაფერია თუ არა სწორად შერჩეული იმიჯი და ამ იმიჯით შეფუთული პერსონა, რომელიც ზოგჯერ იკარგება იმ ფასადის მიღმა, რაც მანამდე ბევრმა გაწერა და უფრო ბევრმა გათვალა და მომგებიანად მიიჩნია. „ პიარ- მეიკერების მიერ“ შეფუთული ლიდერების მთელი კასკადი, ათასჯერ დაწერილი და მერე უფრო მეტჯერ გადასწორებული სიტყვები ბევრი წინასწარგამიზნული ფრაზით და გათვლილი ემოციით- მე თუ მკითხავთ ლიდერების სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ემოციაზეა გათვლილი და უმეტესად ეჭვიც მეპარება საერთოდაც იყოს თავად მათ მიერ დაწერილი, მხოლოდ მარკეტინგია, მხოლოდ პიარია და მხოლოდ მანიპულირების ერთერთი იარაღთაგანია, რაც უმეტესად კარგად მოქმედებს და ზუსტად აღწევს იმ მიზანს, რისთვისაც ჩაიფიქრა იგი დიდმა ჯგუფმა, ადამიანთა დიდმა ერთობამ. როგორც ბრიტანელი ისტორიკოსი, საიმონ სებაგ მონტეფიორე აღნიშნავს, გამოსვლები შეიძლება ასახავდეს კონკრეტული ისტორიული მონაკვეთის სინამდვილეს, ან პირიქით – მის დამახინჯებულ აღქმას. ორატორები ხშირად აპელირებენ თავისუფლებაზე აქცენტირებითა და დემოკრატიული ღირებულებებით. თუმცა მხოლოდ წერა საქმის ერთი ნაწილია, მერე ამ ყველაფერს სწორი აქცენტირება და საზოგადოებამდე მიტანაც უნდა . ორატორული ნიჭი სწორად კითხვის სწორ ინტონაციას და სწორ აქცენტებსაც გულისხმობს, რაც არ ისწავლება, რაც ადამიანის ბუნებრივი და თანდაყოლილი ნიჭია. ორატორების შეჯიბრება მოყოლებული ძველი ათენიდან და უფრო მოგვიანებით რომიდან, დღეს პოლიტიკურ ლიდერთა კიდევ ერთ საბრძოლო ასპარეზად გადაიქცა. ყველას ვისაც ენა უჭრის, ვინც ხმის ტემბრს აკონტროლებს, ცოტა საცრემლე გუგებსაც და კარგად „ თამაშობს „ სხვათა გრძნობებზე- მეტნაკლები წარმატებით შეუძლია იყოს ლიდერი და თვით ამერიკისნაირ განვითარებულ სახელმწიფოსაც ხელმძღვანელობდეს. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ამერიკის დემოკრატიის გამორჩეულ ნიშნად ითვლება. ამიტომ ინაუგურაციის დღე, რომელიც ტრადიციულად 20 იანვარს იმართება, მკაცრად ფორმალიზებულია. ტრადიციულად, ამ დღეს არჩეულმა პრეზიდენტმა 9 ღონისძიებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ინაუგურაცია სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ სიმბოლური ნაწილია, რომლის დროსაც ახლადარჩეული პრეზიდენტი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე დებს ფიცს და ერთგვარად მათ წინაშე იღებს ვალდებულებას. ეს ფიცი ჰგავს ჰიპოკრატეს ფიცს, მაგრამ უფრო მასშტაბურია და საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ასპექტზე იღებს პასუხისმგებლობას. ამერიკას რიგით 45- ე პრეზიდენტი ჰყავს. შესაბამისად ამერიკის საპრეზიდენტო ისტორიას 45 სიტყვა ახსოვს, 45 საჯარო გამოსვლა, რომლებიც ერთმანეთისგან ხანგრძლივობით, თემატიკით და მიმართვის ფორმითაც განსხვავდებოდა, რაც სრულიადნ ბუნებრივი და მოსალოდნელიცაა, რადგან თითოეული ლიდერი იყო უნიკალური, ინდივიდი და გამორჩეული, თუმცა ყველა მათგანს ერთი მთავარი რამ აერთიანებთ- პათოსი- წარსულზე აქცენტირება და ერთგვარად გაკიცხვაც და მომავლის ფერად ფერებში წარმოდგენა. ეს არცაა გასაკვირი. ფორმალურად ყველა საინაუგურაციო სიტყვა მადლობის გადახდით იწყება. ახლადარჩეული ლიდერი მადლობას უხდის არა მხოლოდ ამომრჩევლებს და ქვეყნის მოსახლეობას, ასევე წინამორბედ კოლეგებსაც. ეს სიტყვის საკმაოდ საინტერესო ნაწილია. მაინც რა ქვეტექსტს უნდა ატარებდეს ეს? რეალურად ამერიკა მიჩნეულია, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც პლურალისტურ პირნციპებზეა დამყარებული და შესაბამისად მისი მთავარი სიძლიერე ყველას და ყველანაირად აღქმა და აღიარებაა. სწორედ ამას უნდა გამოხატავდეს ერთგვარად კონკურენტთათვის შესავალ სიტყვაში მადლობის გადახდა და მათი ღვაწლის დაფასება, რაც ლიდერების დემოკრატიულობას უფრო უსვამს ხაზს. მერე კი სიტყვის ძირითად ნაწილში, ეს ფორმალური მადლობა იკარგება, რადგან ძირითადად ახლადარჩეული ლიდერები მიმოიხილავენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გამოყოფენ მნიშვნელოვან პრობლემებს, რითაც თავისთავად წინამორბედების პოლიტიკას და მათ მიერ შექმნილ რეალობას უპირისპირდებიან და ემიჯნებიან. აუცილებელი გასათვალისწინებელი ფაქტორია პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვების შეფასებით ნაწილში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა , ასევე გეოპოლიტიკური ვითარება რაც მსოფლიოში არსებობს. განვიხილოთ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორები სამი ქრონოლოგიურად თანმიმდევრული ამერიკის პრეზიდენტის მაგალითზე.

2000 წელს ამერიკაში ერთერთი ყველაზე საკამათო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა უმარვლესობით ჯორჯ ბუშ უმცროსმა გაიმარჯვა. იგი ამერიკის რიგით 43 -ე პრეზიდენტი გახდა. ბუშმა მეორედაც მოახერხა ამ უმაღლესი თანამდებობის დაკავება, თუმცა მისი პრეზიდენტობის ორივე ვადის განმავლობაში ამერიკის ისტორიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. ერთი 2001 წელს 11 სექტმებრის ტრაგედიას გულისხმობს, რომლის შემდეგაც საპასუხო რეაქცია ბუშის მხრიდან გამოიხატა ერაყში და ავღანეთში შეჭრით და მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული ომით. 2005 წელს კი ქარიშხალმა კატრინამ წალეკა მისი დიდი შრომით მოპოვებული რეპუტაცია. საინტერესია, როგორ დაიწყო მან? და იდგა იგი ამერიკელი ხალხის წინაშე, წესისამებრ იყო 20 იანვარი, სუსხვადა მას კი 20 წუთი უნდა მიემართა ხალხისთვის, ამავდროულად უნდა ეთქვა ბევრი ახალი და სწორი რაც მთავარია და არ უნდა ყოფილიყო მოსაბეზრებელი. ბუშის პირველ საინაუგურაციო სიტყვას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოყვა. ის საინტერესო სიტყვადაა შეფასებული ამერიკელი პრეზიდენტების გამოსვლათა ისტორიაში.

დაძაბულ საარჩევნო მარათონში გამარჯვებულმა ჯორჯ ბუშმა ინაუგურაციაზე წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც დამსწრე საზოგადოება მონუსხა და ბევრ საკითხზე დააფიქრა. ახალმა პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვა დაიწყო მადლობის გადახდით, მან მადლიერება გამოხატა მისი წინამორბედის მიმართ. ბუშმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო, მდგარიყო მისი ერის წინაშე მსგავსად ამერიკელთა მრავალი ლიდერისა და აღნიშნა, რომ სრული სისავსით გრძნობს პასუხისმგებლობას ისტორიის წინაშე. ახლადრჩეულმა პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლისა და ძველის საუკეთესო ნაზავი უწოდა; მისი თქმით, ამერიკელებმა მოახერხეს და მონათმფლობელური საზოგადოებიდან თავისუფლების ნამდვილ ჯარისკაცებად ჩამოყალიბდნენ; ქვეყანად, რომელიც იცავს ყველას, მაგრამ არ გააჩნია მესაკუთრული მიზნები. ბუშმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკელი ერი არაა გაერთიანებული მხოლოდ სისხლითა და ისტორიით, ისინი იზიარებენ უმაღლეს იდეალებს და პრინციპებს, რაც აძლიერებს ერს, როგორც ორგანიზმს. ბუშმა პირობა დადო, რომ სწორედ ამ იდეალების სამსახურში გაატარებდა მის ცხოვრებას და პრეზიდენტობის მოცემულ ვადას. პრეზიდენტის სიტყვა შეიცავდა ბევრ პოლიტიკუ მიზანს და მესიჯს . მისი ფრაზა რომ ამერიკა მხოლოდ ერი არაა რომელსაც საერთო სახელი და ისტორია აქვს, ის არის ქვეყანა , რომლის მოქალაქეებიც საერთო იდეალებსაც იზიარებენ, ერთგვარად მიუთითებდა მის ლოიალურ დამოკიდებულებაზე ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის მიმართ. მისი აზრით ამერიკელობა მხოლოდ მოქალაქეობა არაა, ეს საერთო მიზანია, რომლის სამსახურშიც ყოფნა ბუშის აზრით იყო უმთავრესი. მან პირობა დადო რომ არსებულ სუსტ საგანმანათლებლო სისტემას და ჯანდაცვას იგი დაუპირისპირდებოდა და გააძლიერებდა. თუმცა ბუში აცნობიერებდა იმ სირთულეებს რაც არსებობდა იმ დროს ქვეყანაში და რეალისტურად აფასებდა ამ მოვლენების სამომავლო პერსპექტივას, ამიტომაც ითხოვდა დროს. ზუსტად მსგავსი იდეებით გამოვიდა მისი მომდევნიო პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ამერიკელი პრეზიდენტების სიის გამორჩეულ წევრად შეიძლება ჩაითვალის. ის იყო პრეზიდენტი- პრეცენდენტი- პირველი აფროამერიკელი ადამიანი, რომელმაც მოახერხა ემართა ამერიკის შეერთებული შტატები ორი საპრეზიდენტო ვადით. ბარაკ ობამა 21 იანვრიდან მეორე ვადით ოფიციალურად შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ორშაბათს 800 ათასამდე ადამიანი დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას მეორე ვადით კურთხევის ცერემონიას. თავად ბარაკ ობამას 20 წუთიან საინაუგურაციო სიტყვა ისტორიკოსებმა შეაფასეს როგორც საკმაოდ თამამი და მწყობრი სიტყვა.

„ეს იყო გაბედული სიტყვა, რომელშიც პრეზიდენტმა ფუნდამენტურად და ლოგიკურად დაასაბუთა თავის მიერ შემოთავაზებული ყველა პროგრამის ლოგიკური არსი. „ამერიკა უფრო ძლიერია, როდესაც იგი კოლექტიურად მოქმედებს“, - ასეთია ეს ლოგიკური დასაბუთება. გაბედულება კი ისაა, რომ სიტყვა „კოლექტიურის“ უბრალო ხსენებაც კი სახიფათოა, რადგან ისტორიულად ამერიკაში ეს კომუნიზმთან და სოციალიზმთან ასოცირდება. ეს ლამის ისევე სახიფათოა, როგორც სიტყვა „ლიბერალიზმის“ ხმარება“ - განაცხადა ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰეზერ მაჰერმა. „ვიდრე სხვა ხალხების სახელმწიფოების განმტკიცებაზე ვიფიქრებდეთ, ჩვენ ამერიკის აღორძინება გვჭირდება „- ამ პოლიტიკური მესიჯით ობამამ გამოყო მის სამომავლო კურსში საშინაო პოლიტიკის უპირატესობა და ამ თემებზე აქცენტირება. პატრიოტი ობამა, რომელიც მზადაა ჯერ იზრუნოს ამერიკაზე და მხოლოდ ამის მერე მოაგვაროს საგარეო პრობლემები, რომელთა სიმრავლესაც არ უჩივის ამერიკა. გლობალურ აუდიტორიას ობამამ, შესაძლოა უფრო მკვეთრადაც, ვიდრე ელოდნენ, მიანიშნა, რომ ის თავისი წინამორბედისგან განსხვავებული გზის არჩევას აპირებს. "თავდაცვის სფეროში ყალბ არჩევანს დაცულობასა და ჩვენს იდეალებს შორს უარვყოფთ".- ობამამ ამ პასაჟით ხაზი გაუსვა ქვეყნის ერთ მთავარ პრობლემას, უსაფრთხოებას, რომელიც როგორ საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის დონეზე აწუხებდა ქვეყანას. სწორედ ამის წინააღმდეგ აპირებდა ბრძოლას ობამა და ამას ჰპირდებოდა ის მოსახლეობას.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რადგან ჩვენ შიშს იმედი ვარჩიეთ, ხოლო კონფლიქტს და უთანხმოებას კი ერთიანობა“- ობამას ეს სიტყვა ლოგიკურად წარმოადგენს ამერიკის ერთერთი პირველი პრეზიდენტისა ლინკოლნის სიტყვათა გამოძახილს საუკუნეების მერე, რომელიც მოსახლეობას მეტი სითამამისკენ მოუწოდებდა და ურჩევდა მათ რომ დრო არ იყო შიშის, შველა მხოლოდ მოქმედებაში იყო. სწორედ ამ პოლიტიკური მესიჯით მოუწონა ობამამ საზოგადოებას აქტიურობა და ამით ერთგვარად გაამხნევა კიდეც ისინი. ობამამ პირობა დადო, რომ მთავრობა საჯარო სივრცის სტიმულირებას სწრაფად დაიწყებს. მაგრამ მან ამერიკის მოსახლეობას მოთმინება მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ ყველაფერს ამას დრო დასჭირდება. 45 -ე პრეზიდენტმა წესისამებრ 20 იანვარს დადო ფიცი , დონალდ ტრამპის სიტყვაზე და მის ეფექტზე დღემდე მიდის მსჯელობა. გამოსვლაში მან ისაუბრა ქვეყნის საზღვრების დაცვაზე, ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაბრუნებაზე, სხვა ქვეყნების არმიების ნაცვლად ამერიკის არმიის გაძლიერებაზე და ა.შ. „ჩვენ, ამერიკის მოქალაქეები, ვუერთდებით დიად, ეროვნულ ძალისხმევას, ხელახლა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და აღვადგინოთ პერსპექტივა ჩვენი ხალხისთვის. ‘ „ერთად ჩვენ შევძლებთ განვსაზღვროთ ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოს კურსი ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში.“

„ ეს თქვენი დღეა, ეს თქვენი ზეიმია, ეს ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ქვეყანაა.“ ამ ცალკე გამოყოფილი ფრაზებით იმაზე აქცენტირება მინდოდა, რომ რომ დავთვალოთ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვაში ტერმინი ამერიკა ან ამერიკელი , ის ბევრად აღემატება ყველა მოსალოდნელ გეგმასა თუ სამომავლო ნაბიჯებზე საუბრის სხვა ნაწილს. რეალურად ტრამპმა ახსენა ამერიკა და ამერიკელი ჯამში უფრო მეტჯერ, ვიდრე საერთოდ შეაფასა არსებული მდგომარეობა და იმსჯელა სამომავლო გეგმებზე. ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა, რადგან წინა პრეზიდენტების საინაუგურაციო სიტყვების შესწავლამაც ცხადჰყო,რომ უფრო მომგებიანი საშინაო პოლიტიკაზე აქცენტირებაა, მაგრამ ტრამპის შემთხვევაში ეს სიტყვები და მასზე ასე ხშირად აპელირება ამ მესიჯებს ერთგვარად ნაციონალისტურ- შოვინისტურ ელფერსაც აძლევს, თან ამას ზურგს ტრამპის წინასაარჩევნოი პერიდოში გაკეთებული განცხადებები და მათი პათოსი უმაგრებს. რომ შევადაროთ ამ სამი პრეზიდენტის საინაუგურაციო გამოსვლა, დავინახავთ რომ ყველა მათგანის შემთხვევაში ლიდერები აქცენტს საშინაო პოლიტიკაზე და მის ისეთ დარგებზე ახდენენ, როგორიცაა ჯანდაცა, უსაფრთხოება და განათლება. გარდა ამისა ნაკლები მიმოხილვა შეგვხვდა მათ სიტყვებში საგარეო პოლიტიკური კურსისა და იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისა , რაც მსოფლიოში არსებობდა. ყველა მათგანი ითხოვს დროს და რეალისტურად აცნობიერებს იმას, რომ ყველა დაპირების შესრულება უახლოს მომავალში ვერ მოხდება, რაც საკმაოდ დასაფასებელიცაა. თუმცა განსხვავებით წინამორბედების სიტყვებისგან, ტრამპის სიტყვაში მეტად იგრძნობა აქცენტირება ამერიკაზე და ამერიკელებზე, რაც ერთგვარად აჩენს მოლოდინს რომ მისი სამომავლო პოლიტიკაც და გეგმებიც საკმაოდ ჩაკეტილი და საზღვრებში მოქცეულიც იქნება. ასევე საინტერესო დეტალია ინაუგურაციაზე პრეზიდენტების ჩაცმულობა და მათი არავერბალური კომუნიკაცია ანუ ჟესტები.

გარდა გათვალისწინებული „დრესკოდისა „ დავინახავთ რომ მხოლოდ ჯორჯ ბუშის ჰალსტუხის ფერი იყო განსხვავებული და ცისფერი, რაც შედარებით მშვიდ ფერად აღიქმება ფსიქოლოგიაში და შესაბამისად ეს ერთგვარად მისი სამშვიდობო პოლიტიკის აქცენტირებაც შეიძლება იყოს.


ტრამპი და ობამა კი წითელი ალისფერი ჰალსტუხით წარსდგა საზოგადოების წინაშე. წითელი ბრძოლის ფერა აღიქმება, თავისი რვა წელი იბრძოლა ობამა, ახლა ტრამპის დროა. ვნახოთ, როგორ შევა ამერიკის და მსოფლიო ისტორიაში წითელი საბრძოლო ფერით მოსული ტრამპი ან საერთოდაც მოახერხეს თუ არა ისტორიის ფურცლებზე დარჩენას , რომლის პირველი გადაწყვეტილებაც ამერიკის ერთ დიდ კედლად გადაქცევას უქადის.

სტატია მომზადებულია პროფესორ რუსუდან ვაშაკიძის ლექციის „პოლიტიკის საკითხების გაშუქება“ ფარგლებში

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2759 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა