20
სექტემბერი, 2020 კვირა
08:21 AM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
თორნიკე სულუხია | 08 ივლისი 2020

მუსიკა პანდემიის დროს

რა შეიძლება იყოს მსოფლიო პანდემიის დროს უფრო შთამაგონებელი და გამამხნევებელი, ვიდრესიმღერა “smile”-ის პირდაპირ ეთერში მოსმენა ისეთი ლეგენდარული მომღერლისაგან, როგორიც ლეიდი გაგაა?! მითუმეტეს, რომ ამ სიმღერის ფესვები, თითქმის შვიდი ათეული წლის წინანდელ ეპოქაში უნდა ვეძიოთ; ამასთან, მას ასრულებდნენ მსოფლიოს გენიალური ხელოვანები: ავტორი- ჩარლი ჩაპლინი, მაიკლ ჯექსონი, ნატ კინგ კოლი და სხვები.

თვითიზოლაციამ, ჩაკეტილობამ, პანდემიის დამზაფვრელმა შედეგებმა ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იმოქმედა. აუცილებელია ნეგატიური ფაქტებისაგან ყურადღების გადატანა - რეალობისგან გაქცევა. ამ საქმეში აქტიურად ჩაერთვნენ მსოფლიოს გამორჩეული მუსიკოსები,რომლებსაც თავადაც სჭირდებოდათ შეცვლილ გარემოებასთან გამკლავება,რაც, მათი მხრიდან, მუსიკის გაზიარებით, მსმენელებისგან კი მისი მოსმენითა და განტვირთვითგამოიხატა.

ასეთ შემთხვევათაგან განსაკუთრებით მასშტაბური იყო ორგანიზაცია “გლობალ სითიზენის” ინიციატივით წარმოებული კამპანია, რომელმაცცნობილი ამერიკელი და ევროპელი მუსიკოსები გააერთიანა.

იმისათვის, რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში შესძლებოდათ მათი მოსმენა, მუსიკალური აქცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა “იუთუბის” გვერდზე. გარდა მომღერლების მიერ შესრულებული კომპოზიციებისა, მათმსმენელს გამამხნევებელი სიტყვებითაც მიმართეს. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გაჟღერდა ზემოხსენებული სიმღერაც, ლეიდი გაგას შესრულებით. მანვე, ანდრია ბოჩელთან, ჯონ ლეჯენდსა და სელენ დიონთან ერთად შეასრულა სიმღერა “prayer”.კლიპში ჩანს, როგორ მღერის თითოეული მათგანი თავის ნაწილს საკუთარი სახლებიდან, თუმცა კომპოზიცია ერთიანი და უხარვეზოა, როგორც საერთო სცენაზე შესრულებული.

მსოფლიოს სოციალურ, ეკონომიკურ, პულიტიკურ თუ სხვა სახის პრობლემებთან გასამკლავებლად მუსიკა არაერთხელ გაჟღერებულა. მომღერლების მიერ ერთი პრობლემის გარშემო გაერთიანების ერთ-ერთი პირველი და დღემდე ცნობილიფაქტი “ამერიკა აფრიკისთვის” იყო. მათ მიერ შესრულებული უკვდავი ჰიტი “We Are The World” მუსიკოსებისთვის ინსპირაციის, ზოგისთვის კი მიბაძვის საგანიც გამხდარა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპოზიციები განსაკუთრებულ საზოგადოებრივ მოვლენებსა და თემებს ეხმიანებოდა.

გავიხსენოთ საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი კომპოზიცია - “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”, რომელიც ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა შეასრულეს.

ახლაც, პანდემიის ჟამს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, რთული პერიოდი დაუდგა საქართველოსაც. განსაცდელის მუსიკით გამკლავების გზა უკვე ვიხილეთ დასავლური სამყაროს მაგალითზე. რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში?!

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსთა გაერთიანების პირველი და მასშტაბური ფაქტი სწორედ ამერიკას უკავშირდება, იქაურმა მუსიკოსებმა ახალი პრობლემისადმი ძველი სტილით გამოხმაურებაზე უარი თქვეს და უფრო ორიგინალურ, თანამედროვე ხერხებს მიმართეს, რაც, უპირველეს ყოვლისა, კომპოზიციათა შერჩევაში გამოიხატა. სიმღერების უმეტესობა გემოვნებიანი, გამამხნევებელი და გასართობი იყო. ამ დროს საქართველოშისაპირისპირო მაგალითი ვიხილეთ.სამწუხაროდ, მუსიკალურ კამპანიას აქ სახე არ უცვლია, შესაბამისად, ამ დროისთვის უკვეძველმოდურად - ბანალურად და ბუტაფორიულად გამოიყურებოდა; ამის დასტურია ხატების ფონზე შესრულებული სიმღერა, ზედმეტად დრამატიზებულიტექსტითა და თითქოსდა მრავალმნიშვნელოვანი აქცენტებით.

პანდემიის ჟამს ქართველი მომღერლების ფუჭი ძალისხმევა და ვერშემდგარიკამპანია პირდაპირ არის დაკავშირებული ქართული შოუბიზნესისათვის ნიშანდობლივ პრობლემებთან. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული მუსიკა ორიგინალურობითა და ძიებებით, დიდწილად, ვერ დაიკვეხნის.

ჩვენ ჯერ არ გვიპოვია პოპულარული მუსიკის ის ნიშა, რომლითაც მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს დავაინტერესებთ, თუმცა ,,იმედის მარცვლები“მაინც არსებობს. საზღვრებს გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი “კაიაკატა”, რომელიც შესრულების განსაკუთრებული, დამახასიათებელი და ორიგინალური მანერით გამოირჩევა. შესაძლოა, არც ეს ჯგუფი მოსწონდეს ყველას, თუმცა მუსიკის გამორჩეულობაზე, განსაკუთრებით მსოფლიო პანდემიის ჟამს,უთუოდ მეტყველებსშედეგი, რომელიც მუსიკოსების არაერთი კომპოზიციის მილიონობით ნახვებში გამოიხატება. გარდა ამისა, სწორედ მათ სახელს უკავშირდება ქვეყნის ისტორიაში პირველად,ქართული ალბომის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაცია “იმპალას” მიერწლის საუკეთესო ევროპული ალბომის ნომინაციაზე წარდგენის ფაქტი.

ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ეძებენ ხელჩასაჭიდ ბერკეტს, რათა ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი თავი ცოტათი მაინც იგრძნონ უკეთ. ამიტომაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ შორის დამყარებულ ურთიერთობებს, რომლებსაც ყველა თავისი შესაძლებლობისა თუ პროფესიის მეშვეობით გამოხატავს. მუსიკა გამოხატვისა და ურთიერთობის ის სფეროა, რომელიც ადვილად აღწევს ადამიანის შინაგან სამყაროში, მასზე ზემოქმედებს და დაკარგულ შინაგან სამყაროსაც აპოვნინებს.

უნებლიეთ მახსენდება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?!”. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ხომ სწორედ მუსიკის მეოხებით იბრუნებს მეხსიერებას -სამშობლოსა და ოჯახის სიყვარულს.არ ვიცი, იქნებ ეს ცოტა სხვა შემთხვევაა , თუმცა მუსიკის ძალმოსილებაზე ნამდვილად მეტყველებს.

ახლაც, ამ ვითარებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია კარგი მუსიკა -ბუნებრივი და წრფელი, ადამიანებისმოტივაციას რომ შეუწყობს ხელს და მათ დაეხმარება საყოველთაო ფსიქოლოგიური დაძაბულობის ჟამს.

საგანი ანალიზისა და მოსაზრების წერა

ხელმძღვანელი პროფესორი  მარი წერეთელი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 108 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10294შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა