14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
05:39 AM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
მარიამ კოზოლაშვილი | 22 იანვარი 2018

გოგონა სარკეში

 

 ‘’მინდა ვიცხოვრო სანამ მოვკვდები’’-ეს ფრაზა ფილმში აღმოვაჩინე , რომელიც ლეიკეიმიით დაავადებულ გოგონაზე იყო. მისი ყურების შემდეგ გაავაანალიზე რომ შეიძლება ასი წლის ასაკში მოკვდე, მაგრამ მხოლოდ იარსებო და არა იცხოვრო’’ - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში 20 წლის სტუდენტი ლია ბაღდოშვილი, რომელიც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტია და ამასთანავე ხატვით არის გატაცებული. ხატვა მისთვის მხოლოდ ჰობი და განტვირთვის საშუალებაა. მასზე,როგორც პროფესიაზე, სერიოზულად არასდროს უფიქრია.სხვა ხატვის მოყვარულებისგან მას განსაკუთრებული სტილი გამოარჩევს. მისი შემოქმედება არა ფურცელზე ან მოლბერტზე გაჭიმულ ტილოზე,არამედ სარკეზე ჰპოვებს ადგილს.

‘’დაახლოებით ორი წელია ვხატავ . ‘’ინსტაგრამზე’’ შემთხვევით წავაწყდი გოგონას, რომელიც სარკეზე საოცარ ნამუშევრებს ქმნიდა , ისე მომეწონა გადავწყვიტე მეც მეცადა და ასე დაიწყო’’

თავისი ნახატების მთავარი პერსონაჟი ყოველთვის თავად არის. ხშირად სხვადასხვა როლის მორგება უწევს. მისი ნახატები მხოლოდ ფოტოსურათებზე არის შემორჩენილი,ვინაიდან,ერთ სარკეზე ხატავს და ახალი ‘’მუზის მოფრენისთანავე’’  წინა ნამუშევარს ყოველთვის შლის.საყვარელი ნახატი საუკეთესო მეგობრისთვის შექმნა.დახატა მისი კარიკატურა და ასე ორიგინალურად მიულოცა დაბადების დღე.

ნახატები ძირითადად კომიკური შინაარსისაა.ხან ანგელოზის ფრთებს ირგებს,ხან კი ბოქსის ხელთათმანს და კარზე მომდგარ  ფინალურ გამოცდებს  ‘’ერკინება.’’

მუქი ფერის კანისა და ხვეული თმის გამო მეგობრები ‘’პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის’’  მთავარ პერსონაჟს  ‘’ესმერალდას’’ ადარებენ.

მისი მეგობარი, მაგდა აღნიშნავს,რომ ლიკა ძალიან პოზიტიური, მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანია. მასთან ერთად,ფაქტობრივად, არ გაქვს მოდუნების საშუალება და არც იმის უფლება, რომ ცუდ ხასიათზე იყო.  

‘’ერთი შეხედვით ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ გაუძლო ჩვენმა მეგობრობამ ამდენ ხანს. როგორც თვითონ ამბობს, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც მისი ექსცენტრიული იდეები არც ისე ექსცენტრიულად ეჩვენება .’’

ლიკას დედას ძალიან მოსწონს მისი ჰობი და დიდი სიამოვნებით ადევნებს ხოლმე თვალს ახალი ნახატის შექმნის პროცესს.თვლის,რომ ლიკა ძალიან ერთგული და მზრუნველი ადამიანია და ყველაზე მეტად მოსწონს ის,რომ მოწესრიგებულია და დროს კარგად ანაწილებს.

უყვარს წიგნების კითხვა და თვლის,რომ რამდენიმე წიგნმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე.განსაკუთრებით უყვარს "გრაფი მონტე ქრისტო" და ‘’სიამაყე და ცრურწმენა’’.ბოლოს ‘’სიყვარულის 40 წესი’’ წაიკითხა.ასევე ხშირად ინტერნეტში ახალგაზრდა მოყვარული მწერლების ჩანახატებს და მოთხრობებსაც ეცნობა.მელომანი არ არის და,შესაბამისად,საყვარელი მუსიკალური ჟანრი ან მომღერალი არ ჰყავს.ყველა მიმდინარეობას უსმენს, ხასიათიდან გამომდინარე.მისი აზრით ,როგორც ყველა ადამიანი ისიც თავისებურად საინტერესოა.ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები და მმართველი პლანეტა მერკური.შესაძლოა მისი თანავარსკვლავედის ბრალია  ცვალებადი ხასიათი,მაგრამ ეს ყოველივე მას ძალიან აღიზიანებს,არ მოსწონს, რომ გადაწყვეტილების მიღება ხშირად ძალიან უჭირს.

თუ გინდა,რომ ლიკას მეგობარი გახდე აუცილებელია იყო ერთგული. 

‘’ ადამიანში ერთგულებას ვაფასებ ასევე გაგების უნარს .. ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველასთან ერთნაირად ვერ მოიქცევი, ვაფასებ ადამიანებს რომლებსაც ეს კარგად ესმით’’

ყველაზე უჩვეულო თვისება რაც აქვს ეს არის წვრილმანი ნივთების შეგროვება,ეს ყოველივე მის ოთახში ძალიან კარგად ჩანს.ლიკას ოთახის კედლებზე უამრავ ნივთს  შეხვდებით.კინოს და თეატრის ბილეთები,მობილურის ე.წ ‘’ქეისები’’ ,რომლებიც მოხატა და ინტერიერის დიზაინის ელემენტად აქცია,ოთახის კედლები მისი საყვარელი ფრაზებით არის სავსე.ცდილობს ყველა ადგილიდან,რომელსაც სტუმრობს რამე სიმბოლო წამოიღოს და მისი ოთახის კედლებს ახალი აქსესუარები შემატოს.ზაფხული გერმანიაში გაატარა მის ოთახს ეს ყოველივეც ძალიან კარგად ეტყობა,ვინაიდან,აქ შეხვდებით გერმანული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებს,მაღაზიაში ნაყიდი ნივთების ჩეკებს.შეიძლება ითქვას,რომ ოთახში მოგონებების სრული პალიტრა გხვდება და რაც მთავარია,არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი სარკე,რომელზეც იგი ახალ-ახალ და მისთვის საინტერესო იდეებს ‘’ხორცს ასხამს’’.ყველა ნივთი,რომელიც იქ არის ერთნაირად საყვარელია მისთვის.

ლიკას თქმით,მისი გაბრაზება მარტივი არ არის,მაგრამ ყველაზე მეტად იმედგაცრუება აბრაზებს.იმედგაცრუება,რომელიც ტყუილით ან უყრურადღებობით არის გამოწვეული.აგრესიას არასდროს გამოხატავს ,მაშინაც კი,როცა ძალიან გაბრაზებულია. დარდის გასაქარვებლად კი იოგას მიმართავს ხოლმე.

როგორც უკვე აღვნიშნე,თავად მუქი ფერის კანი აქვს,მაგრამ მისი გარეგნობისგან სრულიად განსხვარებული ე.წ ‘’თეთრი ბიჭები’’ მოსწონს,საინტერესო,სერიოზული და კარგი იუმორის მქონე :დ .

ხვალ რომ მისი უკანასკნელი დღე იყოს მთელს დღეს ძილში გაატარებდა,ვინაიდან,ბოლო პერიოდში თავზე დამტყდარმა ‘’დედლაინებმა’’, რეფერატებმა და პრეზენტაციებმა ძილი ყველაზე მეტად მოანატრა.ეს,რა თქმა უნდა,ხუმრობით.

‘’ ჩემს საყვარელ ადამიანებს შევკრებდი ტკბილეულს , საყვარელ ფილმებს ,საყვარელ სააჭმლებს მოვიმარაგებდი და მათთან ერთად საუბარში დაველოდებოდი ბოლო წუთებს’’- აღნიშნავს იგი

ლიკა არის გოგო,რომელიც სარკეში ‘’გასაპრანჭად’’ იშვიათად იხედება,როცა სარკესთან მიდის ცდილობს იფიქროს რაიმე ახალი შექმნას.თავდაპირველად სიუჟეტებსაც სხვა მხატვრებისგან(კონკრეტულად ‘’ინსტაგრამზე’’ საკმაოდ ცნობილი ილუსტრატორის ელენ მელდაჰისგან)იღებდა ახლა კი საკუთარი ფანტაზიით ქმნის ნამუშევრებს.

ხშირად აღარ ხატავს,ეს რა თქმა უნდა დროის უქონლობის გამო.უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად გერმანულ ენას ეუფლება და ხატვისთვის ხშირად ვერ იცლის,მაგრამ ამ პროცესს მაინც დიდიმნიშვნელობა აქვს მის ცხოვებაში. დარწმუნებულია,რომ ამ კუთხით მეტად განვითარდება მომავალში. ხშირად ემოციებისგან დაღლილი სწორედ ხატვის დროს იცლება ნეგატიური ენერგიისგან: “ხატვა ჩემთვის არის ემოციებისგან დაცლის ყველაზე კარგი საშუალება, რაც არ უნდა გაბრაზებული ან ნაწყენი ვიყო ხატვის პროცესში ყველაფერს ვივიწყებ და ვერთვები ნამუშევრის დეტალებზე“.

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 413 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა