27
ოქტომბერი, 2020 სამშაბათი
09:30 PM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
სოფო ივანიშვილი | 20 იანვარი 2016

სინდისთან “მოსაუბრე”

სახლში მისვლისთანავე ჩანთას სკამზე დებს, ქურთუკს იხდის და ჩაიდანს გაზზე დგამს, თავისი საყვარელი ჩაი რომ დალიოს.

მე დღეს პროფესიით „პიროვნებათაშორის ურთიერთოლოგს“ ვსტუმრობ. გამხდარი გოგონა, საშუალო სიმაღლის, გრძელი ქერა და სწორი თმით. ეს მომავალი ჟურნალისტი, ანა ვარდოსანიძეა.

როგორც თვითონ ამბობს, განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს, ვერც არაჩვეულებრივი სიმღერით იპყრობს სცენას და ვერც საცეკვაო ოსტატობით აოცებს ვინმეს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს „აღიარება“ მის თავმდაბლობას უნდა დავაბრალოთ. მართალია, ვერც მღერის და ვერც ცეკვავს, თუმცა წერს, როცა ამას აღნიშნავენ უარის ნიშნად, ყოველთვის თავს აქნევს და წითლდება. თუ დაჟინებით დაუწყებთ მტკიცებას, რომ მისი ჩანახატები მართლაც კარგია და ბევრ რამეს გამოხატავს, გაგიღიმებთ და მადლობასაც თავაზიანად გადაგიხდით.

ანას უყვარს აბსტრაქტული თვისებებისა თუ გრძნობებისათვის სულიერების მინიჭება და კარგადაც გამოსდის. ალბათ, რთული წარმოსადგენია, სინდისი რომ ადამიანი იყოს, როგორი იქნებოდა, ან ჩვენს პასუხისმგებლობის გრძნობას რომ შეეძლოს საუბარი ჩვენთან, რას გვეტყოდა. ამის შესახებ კი ანა თავისუფლად საუბრობს. მას „ულაპარაკია“ კიდეც საკუთარ სინდისთან, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობებთან, „საუბარი“ იმ ადამიანთანაც კი გაუბამს, რომელსაც ოჯახის შექმნის ვალდებულება „აბარია“. მისი ბლოგებიდან ადვილად შეიძლება გაგება, თუ რას გრძნობს და რა აწუხებს, თუ რას განიცდიდს,  ამა თუ იმ ბლოგის წერისას და რა მიზნით შექმნა ესა თუ ის ჩანახატი. ამბობს, რომ ხშირად ეძებს საკუთარ თავს და ფიქრობს, მართლაც იქ არის, სადაც უნდა იყოს.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად კითხვა უყვარს, საკუთარ სოფელში, აივანზე წამოწოლილს  წერის დაწყება უჭირს და სასურველია, რამდენიმე დღე მაინც გავიდეს, რომ ახალი ჩანახატი დაწეროს. „მიჭირს დაწყება, თუმცა მერე ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს კალამი თვითონ იწყებს წერას“, – გვითხრა ანამ.

ანას სახლში კარს მისი და, ნუცა აღებს, ღიმილით მხვდება და მეპატიჟება ოთახში, სადაც ორივე და ერთად ცხოვრობს. ნუცას თქმით, ანა მზრუნველია, მოსიყვარულე და, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ეხმარება.

ოთახში შესვლისთანავე მიხვდებით, რომ საქმე მოწესრიგებულ ადამიანთან გაქვს, ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ნუცა ამბობს, რომ ანას ყველაზე მეტად არ უყვარს, როცა მის ნივთებს ეხებიან და მით უმეტეს, ურევენ. არჩევანი არ უჭირს,  მალე ხვდებაა,რა  სჭირდება და რა მოსწონს. ხშირად არ წუწუნებს, თუმცა, როცა ძალიან ბევრი საქმე აქვს, მაშინ შეიძლება.

როგორც მეგობრები ახასიათებენ, ანა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით გამოირჩევა, ცოტას ლაპარაკობს, თუმცა ბევრს განიცდის. ამბობენ, რომ თუ ის ვინმეს რამეს დაჰპირდა, აუცილებლად შეასრულებს. მისი მეგობრის, ნინოს თქმით ანა ძალიან შრომისმოყვარეა და უყვარს, როცა საკუთარ საქმეს აკეთებს და შემდეგ წარმატებას აღწევს. „ის კარგი მეგობარია, შემიძლია ყოველთვის ვენდო, ნებისმიერ თემაზე ვესაუბრო, ვიყო ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ. უარყოფით თვისებაზე ალბათ იმას გეტყოდით, რომ ცოტათი უყურადღებოა, ზოგჯერ ავიწყდება დარეკვა და ხშირად შეიძლება არ მოგიკითხოს. ჰო, მართლა, შენს ნათქვამს ჯერ გაიმეორებს და შემდეგ ისე მიამატებს თავის აზრს, მაშინვე არ გეტყვის, რას ფიქრობს, ჯერ შენი  ბოლო წინადადება უნდა გაიმეოროს“,– გვითხრა ნინომ.

ამ ყველაფერს სატელეფონო ზარიც ადასტურებს, ანას მეგობარი ურეკავს.

„მე– კარგად შენ?

არც არაფერს…

ბეჭდურის დავალებას რა დაწერს, ჰო მართლა ძნელია რა…

დავიღალე, ჰო, მეც ძალიან დავიღალე“.

ჟურნალისტიკის შესახებ ამბობს, რომ ეს პროფესია მასთან ყველაზე ახლოსაა, მოსწონს, როცა ბევრი ინფორმაციაა მის ხელში და შეუძლია ეს სხვებსაც გადასცეს. სხვა პროფესიაზე არც უფიქრია და მის ჩამონათვალში პირველ ადგილს ყოველთვის ჟურნალისტიკა იკავეებდა.

როგორც ანა აღნიშნავს, იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიო, მთავარი შრომისმოყვარეობაა და სურვილი, მონდომება, რომელსაც ვერაფერი დაუდგება წინ. მისი თქმით, ხუთი  წლის შემდეგ უნდა რომ წარმატებული იყოს იმ სფეროში, რომელშიც მუშაობა მოუწევს. გადაჭრით ვერ ამბობს, სად ხედავს საკუთარ მომავალს რამდენიმე წლის შემდეგ, თუმცა ზუსტად იცის, რომ თავს არ დაზოგავს და ბოლომდე იშრომებს იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს.

 

მომზადებულია კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში

ხელმძღვანელი: მარიამ გერსამია, დალი სინჯარაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1682 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10300შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა