27
ოქტომბერი, 2020 სამშაბათი
08:46 PM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
გერგედავა თეკო | 20 იანვარი 2014

”მოხალისე ვარ”

 

ის გმირია. ჩვენგან განსხვავებით ცდილობს სხვებს დაეხმაროს... ის მოხალისეა.

 

მოხალისეობა 3 წლის წინ. ავთანდილ მამალაშვილი სათნოების სახლში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დადის და ცდილობს თავისუფალი დრო მათ კეთილდღეობას მოახმაროს.

 

„მე მოხალისე ვარ, გახდი შენც“ ამ წინადადებით მიმართავს ის ყველა ახალგაზრდას , რომელსაც შეუძლია დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლოების მქონე ადამიანებს. 

 

„მოხალისეობა საკუთარი დროის და ენერგიის სასიკეთოდ გამოყენებაა. მართალია, სტუდენტი ვარ, 21 წლის, მაგრამ მაინც მაქვს თავისუფალი დრო და ამიტომ, სხვებს ვეხმარები. ეს ჩემი არჩევანია. ამ ადამიანებისგან ვგრძნობ ძალიან დიდ სითბოს, როდესაც მათთან ვარ წამოსვლა აღარ მინდა. იქ, სადაც საჭირო ვარ, მშვიდი გარემოა, აქ არ არის კონკურენცია, შური,  ბოღმა. სწორედ ამ ადამიანებმა  დამარწმუნეს იმაში,  რომ მოხალისეობა კარგი საქმეა და ის არიც რაც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო. მივხვდი, რომ ჩემი საქმით მცირე სიხარულის მინიჭება მაინც შემიძლია მათთვის” - ამბობს ავთო.  

 

image

სათნოების სახლში, მოხალისედ სამზარეულოში მუშაობს.  „კათარზისი ეს არის სახლი, სადაც გასცემენ საკვებს ამ ადამიანებისთვის და მე მიხარია, რომ ვმონაწილეობ და თანაზიარი ვარ ამ დიდი სიკეთის.  ძალიან სასიამოვნოა,  როცა შენ მიგაქვს უშუალოდ საკვები და ხედავ როგორ გამოხატავენ შენ მიმართ ხანდაზმულები დიდ სიყვარულს, გეფერებიან და მადლობას გიხდიან“

 

სამწუხაროდ, საქართველოში მოხალისეობა პოპულარული არ არის და ძალიან ბევრმა არც იცის მისი მნიშვნელობა.  ავთომ  რამდენიმე მეგობარიც აიყოლია ამ სასიკეთო საქმეში. 

 

ავთოს უნივერსიტეტში შევხვდი.  საუბრისას, ყველა გულთბილად ესალმებოდა. „ პირველად მოხალისეობის შესახებ მისგან გავიგე.  მიკვირს საიდან აქვს ამ ადამიანს ამხელა ენერგია და ასეთი სულიერი სამყარო, რითაც  შეუძლია სითბო ყველას თანაბრად გაუნაწილოს“- ამბობს მისი მეგობარი.

 

 „თუ ერთხელ გახდები მოხალისე, მთელი ცხოვრება გექნება იმის სურვილი რომ აკეთო ეს კეთილი საქმე.  ღიმილი , რომლითაც ისინი ყოველთვის მხვდებიან , მეუბნება რომ მალე მივიდე მათთან“ - ამბობს ავთო.

 

 

მომზადებულია სასწავლო კურსის ”ანალიზის და მოსაზრების წერა” ფარგლებში.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2092 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10300შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა