22
აგვისტო, 2019 ხუთშაბათი
06:21 AM
ანალიზი და მოსაზრება - მსოფლიო
გიორგი სამყურაშვილი | 08 ივლისი 2015

საერთაშორისო მედიის თვალით დანახული 13 ივნისის ტრაგედია

 BBC, CNN, NBC, Sky News, The Washington Post - ეს იმ საერთაშორისო მედისაშუალებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თბილისში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურნენ. საქართველოში დატრიალებული სტიქიის „სახე“, უცხოურ მედიაში, გმირთა მოედანზე თავისუფლად მოსეირნე, ზოოპარკიდან „გაქცეული“ ბეჰემოტი გახდა. 

 „სტიქია თბილისში -12 გარდაცვლილი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში“ - ამ სათაურით ეხმაურებოდა ბრიტანული გამოცემა Mirror მომხდარს და სტატიას ზოოპარკის სამი გარდაცვლილი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციით იწყებს.

 „ძლიერი წყალდიდობის შედეგად საქართველოს დედაქალაქში გარდაცვლილია 12 ადამიანი, ოფიციალური უწყებები მოუწოდებენ მოსახლეობას, დარჩნენ შინ, რათა არ გადაეყარონ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს“ - იუწყება BBC, სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, BBC-ის ფოტოობიექტივში, ძირითადად, მოხვდნენ ზოოპარკიდან გაქცეული დათვები, ბეჰემოტი.

 გაქცეული ცხოველების შესახებ ინფორმაციით იწყებდა სტატიას  CNN International-იც, მედიასაშუალება ყურადღებას ამახვილებს სტიქიის შედეგად განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე. 

 მომხდარის საილუსტრაციოდ საკმაოდ ვრცელ ფოტოგალერეა შესთავაზა  მკითხველსEurope News. სურათებში ნათლად ჩანს განადგურებული გზები, მანქანები და დანგრეული საცხოვრებელი სახლები.

 წყალდიდობას ვრცელ სტატიას მიუძღვნა Sky News-მა. ვიდეომასალაში, რომელსაც მედიასაშუალება გაავრცელა, ნაჩვენებია ზოოპარკიდან დაკარგული ნიანგის შეპყრობის, კორპუსის მეორე სართულზე აცოცებული დათვისა და ჰიპოპოტამის კადრები, ასევე მდინარე ვერეს ხეობა, კალაპოტიდან გადმოსული მდინარის შედეგად განადგურებული გზები.

 Sky News -მა სტატია საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ქადაგებით დაასრიულა, რომლის მიხედვითაც ტრაგედიის მიზეზი - კომუნისტების მმართველობის დროინდელი ცოდვებია.

 „როცა მტაცებელი ადამიანს ესხმის, მისი მოკვლა გამართლებულია, მაგრამ ბევრი რამე უნდა იყოს ახსნილი, ზუსტად ვიცი, არ არსებობდა ცხოველთა ლიკვიდაციის ბრძანება, როგორც ჩანს ზოგიერთმა ადამიანმა უფლებამოსილებას გადააჭარბა“ - განუცხადა ზოოფარკის დირეკტორმა -ზურაბ  გურიელიძემ RIA Novosti-ს.

 The Washington Post- ის ვრცელი სტატიაც სწორედ ჰიპოპოტამის ზოოპარკში დაბრუნების კადრებით დაიწყო, ფოტოზე ასახულია, თუ როგორ მიჰყავთ ცხოველი მომვლელებსა და მაშველებს დატბორილ ქუჩაში.

 გამოცემა ვრცლად მიმოიხილა ტრაგედია, მასალის უკეთ აღსაქმელად სტატიას თან ახლდა რუკაც, რომელზეც განსაზღვრულია ზოოპარკის ადგილმდებარეობა და სტიქიის მასშტაბები.

 The Washington Post-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც პატრიარქის სიტყვები.

 „დატბორილი თბილისის ზოოპარკის ცხოველების ტრაგიკული აღსასრული: მგლების, დათვების და ვეფხვების გაქცევა ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა დაძინებული ჰიპოპოტამი უსაფრთხოდაა“ - ამ სათაურის ქვეშ Daily Mail-მა თბილისის ზოოპარკში დახოცილი ცხოველების სურათები გამოაქვეყნა.

 მომხდარს საკუთარი გაზეთების პირველი გვერდები დაუთმეს ისეთმა ბეჭდურმა გამოცემებმა, როგორიცაა: The Sun, Indian Express, The Merkuri, Der Tagesspiegel, BadischesTaggblat, FranfturterAllgemeine.

 მომზადებულია "პოლიტიკის საკითხების გაშუქების" კურსის ფარგლებში, ასოცირებული პროფესორის რუსუდან ვაშაკიძის ხელმძღვანელობით.

 
მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1403 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა