22
აგვისტო, 2019 ხუთშაბათი
06:45 AM
ანალიზი და მოსაზრება - ლიტერატურა
მარიამ ოღიაშვილი | 22 იანვარი 2018

„ არ შემეძლო წარმოდგენა, რომ როდესმე შეჩერდებოდა გულისცემა, რომელიც მუდამ თან მდევდა“ - ადამიანი, რომელიც საზოგადოებამ გაწირა.

 მერსოს დედა რომ უყვარდა, ეს პირველივე ფრაზიდან აშკარაა (“დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ.”). გმირი  სიახლოვეს გრძნობს ქვეყნიერებასთან, რომელიც კაცისკვლით შეურაცხყო, თუმცა  ხვდება რომ სამყარომ აპატია. 

ალბერ კამიუს რომანი  “უცხო” პირველ პირშია დაწერილი.  მზის მცხუნვარებისაგან მიღებული რეფლექსით კლავს არაბს მთავარი გმირი მერსო. ეს მკველობაა, სადაც კაცი საბოლოოდ უდანაშაულოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოება სწორედ მერსოს განიკითხავს და სიკვდილით სჯის, მაშინ როცა მას თავისი  დანაშაული საერთოდ არ აწუხებს. 

 გმირი რაღაც სიმართლეს მალავს. ეს ადამიანი უცნაურია, რაზეც რომანის სათაურიც მიგვანიშნებს “უცხო’’ და  სწორედ  მისი  უცნაურობის გამო  ბევრისთვის მერსო ხან მოწამეა, ხან ქრისტე, ხანაც აბსურდის ფილოსოფიის მიმდევარი.

ნაწარმოები რამდენიმე თვალსაზრისით იკითხება : როგორც ეგზისტენციალისტური, ფსიქოანალიტიკური, სოციალური. თავად ავტორმა არჩევანი გააკეთა სინამდვილის მითოლოგიურ ხედვაზე. “უცხო” მისთვის არც რეალობაა და არც ფანტაზია.

მერსომ ჩაიდინა ის , რასაც საზოგადოება ბოროტმოქმედებად, დანაშაულად აფასებს, მაგრამ მერსო ავტორისათვის ძვირფასია. ამიტომაც  არაბის მკვლელობა რომანში წარმოდგენილია, როგორც უანგარო ქმედება. შეიძლება თუ არა გამართლდეს მკვლელობა მხოლოდ იმიტომ,  რომ ის შემთხვევით მოხდა ? ეს აბსურდის კონცეფციაა.  თუ არაფრის არ გჯერა, თუ არაფერს აზრი არ აქვს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია და აღარც მნიშვნელობა აქვს რაიმეს. მკვლელი არც მართალია, არც დამნაშავე.

“უცხო” არის ადამიანი, რომელმაც შეიგრძნო სამყაროს დისჰარმონიულობა და ამიტომაც ყველაფერს გულგრილად უყურებს: სიყვარულს, ქორწინებას, მეგობრობას, მან უბრალოდ დაკარგა ამ სიტყვების გაგების უნარი და ამას თვითონვე აღიარებს. ჩუმად და  მექანიკურად მიედინება ახალგაზრდა გმირის ცხოვრება ალჟირის ერთ-ერთ  უბანში. 

აღსანიშნავია, რომ სიკვდილთან სამჯერ შეხვედრა განსაზღვრავს წიგნის სტრუქტურას. იგი შედგება სამი ნაწილისგან - თითოეულს სიკვდილის თემა განსაზღვრავს. დედის სიკვდილით იწყება და ვაჟიშვილის სიკვდილით მთავრდება. მოთხრობის ცენტრალური მოვლენა არის არაბის სიკვდილის ფაქტი. სიკვდილი აქ ათვლის წერტილია. ის აერთიანებს ტექსტის ორივე ნაწილს და წამყვან თემას წარმოადგნს.

უცხო მკითხველში უცნაურ განცდას იწვევს ერთდროულად.ზოგისთვის უცხო და ზოგისთვის კი უცნობი ადამიანი, რომელიც თითქოს მკვითხველთან ერთდროულად ახლოსაა და ამავედროს ძალიან შორს მისი გარეგნული უემოციობის გამო.

როგორც კამიუ წერდა 1942 წელს, მას სურდა თავისი პერსონაჟი ბუნებრივი გზით მისულიყო ერთადერთ დიდ პრობლემამდე, ეს პრობლემა არის აბსურდი.

მთავარი გმირი  მგრძნობიარეა ბუნების მოვლენების მიმართ. სამყაროს ის პოეტის თვალით უყურებს, გმირისთვის გადარჩენა ცნობიერების “ჩახშობაშია”, არ შეიცნოს საკუთარი თავი, ის  განუდგება საზოგადოებას და ხდება “უცხო”.  ამიტომაცაა რომ რომანის კითხვისას შთაბეჭდილება გვრჩება თითქოს გმირი ბურუსშია მოცული.

რომანის ბოლოს კამიუს უნდოდა, რომ მკითხველი დაეჯერებინა მერსოს უდანაშაულობაში, თუმცა მან მოკლა უცნობი ადამიანი, რისთვისაც საზოგადოებამ ის გილიოტინაზე გაგზავნა. კამიუ ცდილობს, თავისი გმირის სიმართლის მიმართ ნდობა აღძრას. მერსო არის ამბოხებული ადამიანის განსახირება, თავისუფლება, რომელმაც საკუთარ თავში მოაქცია მთელი სამყარო.

მერსო ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ერთდროულად არის ახლობელი ადამიანი, რომელსაც  უსიტყვოდ ესმის მეგობრის სევდა, თუმცა არის მომენტები, როდესაც მისი შინაგანი სამყარო და აზრები ყველასგან შორს დგას. ნაწამოებში ავტორი არ გვთავაზობს გმირების გარეგნულ დახასიათებას, არც მათ წარსულსა თუ მოგონებებს. მხოლოდ გმირის გულწრფელობა ჩანს, დანარჩენი კი მკითხველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.  ყველაფერი კი ფილოსოფიამდე და ეგზისტენციალობამდეა დაყვანილი. საზოგადოებას არ სურს აღიაროს გმირის უდანაშაულობა, პირიქით მერსოს დასჯის დიდი სურვილი აქვს, რადგან მერსო ყველსგან განსხავდება. მან ხომ ცხოვრების აბსურდულობა შეიგრნო. მისთვის კარიერასა და ოჯახს მნიშვნელობა არ აქვს, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, რადგან ცხოვრებაში საბოლოოდ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. 

 

მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში. 

ლექტორები: მარიამ გერსამია, მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 571 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9561შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა