14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
04:42 AM
ანალიზი და მოსაზრება - განათლება
ანა კაცაძე | 17 იანვარი 2014

ნიკა აგლაძე - წარმატებული სტუდენტის CV-ით

23 წლის ნიკა აგლაძე ინტელექტუალია. ის თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურაში სწავლობს. 

სატელევიზიო ინტელექტკლუბის მონაწილე, ასევე არის თბილისის, საქართველოს და ამიერკავკასიის ჩემპიონი თამაშში „რა? სად? როდის?“ და მსოფლიო  „ზნატოკაიდის“  საქართველოს ნაკრების წევრი.

ინტელექტუალურ თამაშში  ‘’რა? სად? როდის?’’ მე-9 კლასიდან თამაშობს. ამჟამად გუნდის ‘’პენტიუმი’’ წევრია, რომელსაც დავით რაფავა ხელმძღვანელობს:

"არ მყავს მუდმივი სატელევიზიო გუნდი, თუმცა, ბოლო რამდენი მე თამაში რაფავას გუნდთან ვითამაშე და ვინაიდან არასატელევიზიო თამაშშიც ჩემი კაპიტანი ის არის, რაფავას ექვსეულში ვითვლები. „პენტიუმი“კარგი გუნდია;  ჩვენს წევრებს რამდენიმე ბროლის ბუ აქვთ, სამჯერ გავხდით საქართველოს ჩემპიონები, რამდენიმეჯერ კი - თბილისის; მოგებული გვაქვს რუსული ლიგა და სხვადასხვა ტურნირების და მარათონების გარკვეული რაოდენობა. განსაკუთრებული გამარჯვება იყო ტურნირი  „საიუბილეოისრაელი“, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში საგრძნობლად წინწაგვწია’’.

2011 წელს  თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა მაგისტრატურაში ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამა „ძველი ენები და ცივილიზაციები“ აირჩია. 

"თავიდანვე ჩემი იურიდულ ფაკულტეტზე ჩაბარება ალბათ,გამართლებულიარ იყო, რადგან ცოცხალ სამართალთან დიდ იკავშირი არ მაქვს. მირჩევნია მეცნიერებასთან ახლოს ყოფნა, რაღაცის დადგენა, ძებნა, დამტკიცება, ჭეშმარიტებისძიება. სამართალი ისეთი სფეროა, სადაც სწორი და არასწორი არ არსებობს, რასაც უკეთ დაამტკიცებ, ის იქნება სწორი; მკვლელი შეიძლება მამააბრაამის ბატკანი გამოიყვანო ან პირიქით. გარდა ამისა, ბევრად უფრო მეტად მიყვარს ისტორია და სხვა ჰუმანიტარული დარგები, განსაკუთრებით ლიტერატურა, ვიდრე კანონები; ახლა ვმუშაობ შუამდინარულ, შუმერულენოვანსამართლებრივძეგლებზე’’

იგი კმაყოფოლია განათლების იმ ხარისხით, რომელსაც ახლა იღებს. მისი თქმით, თსუ-ში პროფესორები გასწავლიან საკითხისადმი სწორად მიდგომას, გასწავლიან თუ როგორ იაზროვნო და არ დაიზუთხო. მისი უახლოესი გეგმაა დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი და ჩააბაროს დოქტორანტურაში ამავე მიმართულებით.

ნიკა 2011 წელს სტუდენტური ლიტერატურული პრემიის „ალერდი“ მფლობელი გახდა. ამასთან, ავტორია არაერთი თარგმანისა. გახლდათ ჟურნალ „ლიტერატურული სალონის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, ინტერნეტ – მაღაზია ლიტ.გე-ს ბლოგერი, საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის ტრენერი და უამრავი სხვა ტრენინგ-კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. გარდა ამისა, წერს კრიტიკულ წერილებს  თანამედროვე ლიტერატურული პროცესების შესახებ.

ნიკოლოზ აგლაძე კრიტიკულ წერილებსაც წერს. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ‘’2012 წლის 15 საუკეთესო მოთხრობა’’, ‘’შემოდგომის ლეგენდა’’, გამოქვეყნდა მისი რეცენზია  გრიგოლ ჯოხაძის მიერ ნათარგმნ ბროდსკის ლექსებზე. 

 

მისი აზრით თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში ბევრი  კარგი მოვლენაა:

"თანამედროვე მწერლებიდან მომწონს ზვიად რატიანის, მარი ბექაურის, ზურაბ ლეჟავას, ზურა ქარუმიძის შემოქმედება.  ძალიან გადაჭარბებულად მიმაჩნია ის პოპულარობა, რომელიც აქვს დათო ტურაშვილს. დაინტერესებული მკითხველის წყენა მქონდა „ჯინსებისთაობასთან“დაკაშირებით; ჩემი აზრით, მან აიღო ყველასთვის კარგად ცნობილი პოპულარული ამბავი და ძალიან გააფუჭა.  იგი დაწერილია არცთუ კარგი ენით, არის ძალიან „გაპაპსავებული“ და გათვლილი თინეიჯერებზე. ვინაიდან იგი ბესტსელერია, მასთან ასოცირდება თანამედროვე ქართული ლიტერატურა, მაგრამ მგონია, რომ  ამ  პროცესიდან სულ სხვა სახელები დარჩება.’’

აგლაძე

ნიკა უამრავ პროფესორ-მასწავლებელთან და პოლიტიკოსთან ერთად წარმატებული თსუ-ელების სიაში მოხვდა. „ეს ტელევიზიის დამსახურება უფროა“ - ამბობს ნიკა. 

პროფაილი მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზის და მოსაზრების წერა" ფარგლებში

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2451 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა