14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
05:10 AM
ანალიზი და მოსაზრება - ეკონომიკა
გვანცა სილიკაშვილი | 20 იანვარი 2016

საჯარო პარკინგის „მმართველები“

უფლებამოსილია თუ არა ე.წ ,,სტაიანშიკი” საჯარო ადგილებში პარკირება აკონ-ტროლოს? ვალდებულია თუ არა საჯარო პარკინგით მოსარგებლე მძღოლი „სტაიან-შიკს“ ფული გადაუხადოს? როგორ დავიცვათ თავი „სტაინშიკისგან“, რა უფლებები გვაქვს, როცა იგი პარკირებისას პრობლემას გვიქმნის? 

თვითდასაქმებულ ადამიანთა ნაწილს ე.წ სტაიანშიკები წარმოადგენენ. სამუშაო გრაფიკი და წესები მათივე ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ხოლო გამომუშავებული თანხა - მძღოლების გულუხვობაზე. მათივე თქმით, მაკონტროლებელი არავინ ჰყავთ. თუმცა, კითხვაზე, თუ ვინ განსაზღვრავს მანქანების პარკირების ადგილების მათთვის ჩაბარებულ რაოდენობას, პასუხი არ აქვთ. 

50 წლის დავითი საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ საქმიანობით წლებია თავს ირჩენს და დღეში 10-15 ლარს გამოიმუშავებს: „ყველაზე დიდი თანხა, რაც ჩემთვის გადაუხდიათ 1 ლარია. ზოგი კი ისე მიდის, ფულს არც მიტოვებს“. პენსიონერი გიორგის თქმით, დღეში ის მხოლოდ 5 ლარს შოუ¬ლობს, საშუალოდ კი 50 თეთრს უხდიან. 

დილის საათებში ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატენის ქუჩასა და სხვა ადგილებზე, „სტაიანშიკებს“ რამდენ¬იმე საპარკინგე ადგილი სკამებით, ლენტებითა და ბარიერებით აქვთ გადატიხრული. „პატივი რომ დაგდოს და მანქანა დაგაყ-ენებინოს, დღეში 1-დან 2 ლარამდე უნდა გადაუხადო. მაგაზე კონფლიქტიც არაერთხელ მომსვლია. ცალკე ობიექტებს/მაღაზ¬იებს/რესტორნებს წინასწარ თხოვენ, რომ კლიენტებს ადგილი შეუნახონ“, - ამბობს მძღოლი ალექსი. მათ საქმიანობას არავინ აკონტროლებს, შესაბამისად, პასუხის მოთხოვნაც რთულია. თბილისის მერია ადასტურებს, რომ ამ ადამიანების საქმიანობა მერიის მიერ არ კონტროლდება. „სი-თი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ტაბიძე აღნიშნავს, რომ კომპანიას ჩარევისა და „სტაიანშიკებისთვის“ საქმიანობის აკრძალვის უფლება არ აქვთ. ეს უკანასკნელნი მსგავს ფაქტებს ან უარყოფენ, ან იმით ხსნიან, რომ ოჯახი ჰყავთ სარჩენი.

საჯარო ადგილებზე პარკინგის კონტროლს ექსკლუზიურად „სი-თი პარკი ახ-ორციელებს“. თუ მძღოლს შესაბიმისი ნებართვა აქვს ნაყიდი, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე არსებული საჯარო პარკინგით სარგებლობის უფლებას აძლევს, მას შეუძლია, „სტაიანშიკის“ დახმარებაზე უარი თქვას და ფული არ გადაუხადოს. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ სტაიანშიკი არ არის უფლებამოსილი საჯარო პარკირებით სარგებლობისთვის ანაზღაურება მოითხოვოს. მას შეუძლია ანაზღაურება მხოლოდ მის მიერ გაწეული დამხარებისთვის მოითხოვოს, აღნიშნული დახმარების გაწევა კი მძღოლის ნებაზეა დამოკიდებული. 

ხშირად, „სტაიანშიკები“ საჯარო პარკინგს კერძო პარკინგად ასაღებენ. მაშინ, როცა ქუჩაში კერძო პარკინგი ვერ იქნება, რადგან ქუჩა ქალაქის ნაწილია, ქალაქს კი მერია „განაგებს“. კერძო პარკინგი შეიძლება ცალკე გამოყოფილ ტერიტორიაზე იყოს, სადაც სპეციალური შესასვლელითა და პარკინგით სარგებლობისთვის ფულის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩეკსაც გაძლევენ. სწორედ ეს ადასტურებს, რომ ადგილი კერძო საკუთრებაა. 

შესაბამისად, თუ მანქანას “სითი-პარკის” ზონაში აყენებთ და „სტაიანშიკი“ მანქანის დაყენების უფლებას არ გაძლევთ, ამ შემთხვევაში, პოლიციის მიმართვისა და საზოგადოებრივი ადგილის თვითნებურად შეზღუდვისთვის შესაბამისი ზომების მიღება შეგიძლიათ. ამის მოთხოვნის უფლებას სამართალდაღვევათა კოდექსის 152-ე მუხლი განიჭებთ: “საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს, ფიზიკურ პირთა და¬ჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა - 2000 ლარით. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში ფიზიკურ პირებითვის - 3000 ლარიან, ხოლო იურიდიული პირებისთვის 4000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. აღნიშნული წესი მოქმედებს არა მხოლოდ „სტაიანშიკებთან“ დაკავშირებით, არამედ სხვა ნებისმიერ შემთხვევაშიც, როცა ხდება საჯარო პარკინგის ან საჯარო ადგილებზე გადაადგილებისთვის ხელის შეშლა”. 

რა უფლებით ზღუდავენ „სტაიანშიკები“ პარკინგს, უხდიან თუ არა ვინმეს თანხას ამაში, ვინ ანაწილებს ადგილებს - კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. თუმცა, თუ თქვენ „სი- თი პარკის“ თანხა გადახდილი გაქვთ და თქვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა იხადოთ დამატებით 20 თეთრი, გაითვალისწინეთ: ისარგებლებთ თუ არა მისი დახმარებით, მხოლოდ თქვენ სურვილზეა დამოკიდებული. თქვენ გაქვთ სრული უფლება, თავისუფლად დააპარკინგოთ მანქანა საჯარო პარკინგის ადგილებში, მიუხედავად გარეშე პირის ყოველგვარი აკრძალვისა.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1400 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა