21
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
02:25 PM
ფოტო პროექტი

ჩვენ ვრჩებით სვანეთში (ფოტოგამოფენა)

გამოქვეყნების თარიღი: 03.10.2014 ავტორი: ცისია ცერცვაძე

„ჩვენ ვრჩებით სვანეთში!“

მსჯელობა სვანეთში ხუდონჰესის აშენების შესახებ ჯერ კიდევ 35 წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში  ყველა  მცდელობა -აეშენებინათ ჰესი უშედეგო აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის ძირითადი თემა ეკონომიკური სარგებელი, ეკოლოგიური საფრთხე და ქვეყნის განვითარებისთვის ზრუნვაა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყურადღების მიღმა რჩება ყველაზე არსობრივი რამ- ადამიანი და მისი ღირებულებები.

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის „ფოტოჟურნალისტიკის სახელოსნოს“ ფარგლებში, მიმდინარე წლის მაისში ხიშის თემს ვსტუმრობდით. პრაქტიკული კურსის მიზანი იყო უკეთ წარმოგვეჩინა იქ მცხოვრები  ადამიანების  ყოველდღიური ცხოვრება, აგვესახა სოფელი, რომლის არსებობა  წლების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პროექტის ავტორი: ნათელა გრიგალაშვილი

 

გიორგი შავერდაშვილი, მარიანა ბაბაიანი, სალომე გორგოძე, სოფიო მაისურაძე, ცისია ცერცვაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1096 მომხმარებლის მიერ

კვირის საუკეთესო ფოტო
ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10008შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა