
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ამჟამად შვიდი მიმართულებაა: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, სოციოლოგია, სოციალური მუშაობა, პოლიტიკური მეცნიერება, საზოგადოებრივი გეოგრაფია და საერთაშორისო ურთიერთობები.
ფაკულტეტის დეკანი: საზოგადოებრივი გეორგრაფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სასწავლო პროგრამების მოდერნიზება, შეიქმნა ახალი სასწავლო კურსები. მიმართულება აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო მკვლევარებთან. სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.