27
ნოემბერი, 2020 პარასკევი
11:01 PM
ცენტრის შესახებ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მულტიმედია ცენტრი, როგორც ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული წარმოადგენს პრაქტიკულ სამუშაოზე მორგებულ მრავალფუნქციურ სასწავლო ცენტრს.  ცენტრის  მიზანია,   აკადემიური ცოდნისა და უახლესი სტანდარტების პრაქტიკული გამოცდილების შერწყმა,  სტუდენტებში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება და მისი განვითარების ხელშეწყობა.

მულტიმედია ცენტრის ბაზაზე არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის კომპილაცია შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, დაეუფლონ თანამედროვე მულტიმედიურ ტექნოლოგიებს. მომზადებული შევიდნენ ქართულ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

მიზანი:

ევროპული სტანდარტების პრაქტიკულ ელემენტზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და განვითარება.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და უნივერსიტეტის პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველყოფა.

სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის აუცილებელი მასალების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საქმიანობის პოპულარიზაცია მულტიმედიურ პლატფორმაზე.

 ამოცანები:

 ცენტრის რესურსის ჩართვა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესში სწავლების თანამედროვე და ეფექტური შესაძლებლობების გამოყენებისთვის.

 ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის ხელშეწყობა - სალექციო კურსზე დაფუძნებული მედიაპროდუქციის შექმნა, სამეცნიერო და კვლევითი პროცესების ვიზუალიზება და სხვა.

 სტუდენტთა ჩართვა ცენტრის საქმიანობაში.

 მედიაარქივის შექმნა, განახლება, განვითარება.

 საგანმანათლებლო - პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება.

 

სტრუქტურა

ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი.

ცენტრის მუშაობა წარიმართება  სექტორებში: 

  ტელე-რადიო სექტორი;

  ვიზუალური დოკუმენტალისტიკის სექტორი;

 პრეპრინტის სექტორი.

 

 

ცენტრის დირექტორი
მარინა სალუქვაძე


საკონტაქტო ინფორმაცია:
marina.salukvadze@tsu.ge

 საკონტაქტო პირი:
თამარ ბელქანია

 

tamar.belkania@tsu.ge,
+(995)  577  50 99 74

 


 

 

 

 

პარტნიორები
პრომო
მულტიმედია სტუდენტებისთვის

მულტიმედია ცენტრის ვებ-გვერდზე გაეცნობით თსუ-ის სტუდენტების მიერ, სასწავლო კურსების ფარგლებში მომზადებულ მასალებს

ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
10779შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა