16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
05:54 PM
მულტიმედია დ ბლოგი
გიროგი დვალიშვილი | 17 თებერვალი 2019

გაშვილება ციფრებსა და წლებში

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს სატისტიკა გვეუბნება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში (2014-2018წწ) გორში 5 ბავშვი გააშვილეს.

 

2014 წელს - 2 ბავშვი ( 1 გოგო და 1 ბიჭი) - ამ წელს გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა იყო 8.

 

2015 წელს - ასევე, 2 ბავშვი, ამ შემთხვევაშიც 1 გოგო და 1 ბიჭი. გასაშვილებლად შეთავაზებული ბავშვების რაოდენობა კი, 6-ია.

 

2016 წელს გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა ისევ 6 იყო, თუმცა წყვილი, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა ამ წელს არ გამოჩნდა, ასევე მოხდა 2017 წელსაც, გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა კი, ერთით გაიზარდა და შვიდს მიაღწია.

 

2018 წელს გორიდან 1 ბიჭი გააშვილეს, გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა კი, 7-ია.

 

ჯამში, გასაშვილებელი 39 ბავშვიდან, 34 ბავშვი კვლავ გასაშვილებელია, იმის ფონზე, რომ რიგ შემთხვევებში წყვილებს წლების განმავლობაში უწევთ ლოდინი,სანამ ბავშვს იშვილებენ. მაგალითისთვის, 2014 წელს გაშვილებული 2 ბავშვიდან ერთ შემთხვევაში, წყვილს 1 წელი მოუწია ლოდინი, მეორე შემთხვევაში კი 6 წელი.

 

სოციალური მომსახურების სააგენტო გვეუბნება იმ შეზღუდვების შესახებ, რაც კანონში არსებობს შვილად აყვანასთან დაკავშირებით.მაგალითისთვის,  აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე, ასევე მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, უმეტესწილად  მოთხოვნაა 1 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ბავშვებზე.

 

მომზადებულია საგან "მონაცემთა ანალიზსა და რეპროდუქცირების" ფარგლებში, 

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 295 მომხმარებლის მიერ

პარტნიორები
პრომო
მულტიმედია სტუდენტებისთვის

მულტიმედია ცენტრის ვებ-გვერდზე გაეცნობით თსუ-ის სტუდენტების მიერ, სასწავლო კურსების ფარგლებში მომზადებულ მასალებს

ღონისძიებების კალენდარი
ინტერაქტივი
ვისთან შეხვედრა გსურთ მულტიმედია ცენტრში?
  • ცნობილ ჟურნალისტთან
  • ცნობილ მწერალთან
  • ცნობილ პოლიტიკოსთან
  • სხვა
9563შეფასებაAjax Loader
მსოფლიო მედია
სიახლეების გამოწერა