თსუ-ს ლადო პაპავა უხელმძღვანელებს

გამოქვეყნების თარიღი: 04 ოქტომბერი 2013

უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ აკადემიურმა საბჭომ ლადო პაპავა აირჩია. მეორე ტურის ჩატარება საჭირო აღარ გახდა. საბჭოს წევრები აცხადებდნენ, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდა და ზეწოლა არ ყოფილა. კენჭისყრის პროცესი სტუდენტური აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს და ეკონომიკის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, პირველი სამუშაო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორშაბათს ექნება, ლადო პაპავა აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ცოტა დროა, საქმე კი ბევრი. რა გეგმებით მოდის ახალი, 28-ე რექტორი უნივერსიტეტში, - ქეთი ქარდავა მოგიყვებათ.

ნახეთ ვიდეო იგივე თემატიკიდან