25 დეკემბერი 2019

თსუ-ის პროფესორებისა და სტუდენტების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი მედიაგანათლების პროგრამა, რომელმაც ამა წლის გაზაფხულზე დაიწყო ფუნქციონირება, გრძელდება. საქართველოს აშშ-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი მომავალი ჟურნალისტების განათლების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პროექტის ბენეფიციარები, თსუ-ს პროფესორებთან ერთად, ქვეყნის კიდევ რამდენიმე მედიასკოლის წარმომადგენლები (პროგრამების ხელმძღვანელები) არიან. პროექტის პირველი ეტაპი მედიასკოლების ხელმძღვანელთა აშშ-ს მედიასკოლებში სტაჟირებას ისახავდა მიზნად და წარმატებით დასრულდა. ახალი საფეხური კი ახალ გამოწვევებს ითვალისწინებთ და მუშაობა უფრო დეტალური გეგმის ფორმირებაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. სწორედ მედიაგანათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა (26.11.19), რომელსაც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას საელჩოს გრანტების უფროსი მენეჯერი, სოფო ბზიშვილი და საქართველოს მედიასკოლების წარმომადგენლები ესტუმრენ. მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა სალუქვაძემ, პროფესორებმა ნათია კუპრაშვილმა და სხვ.სტუმრებს სასწავლო სივრცეები დაათვალიერებინეს, გააცნეს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები. უკვე 10 რიცხვში კი, ამავე პროექტის ფარგლებში, თსუ-ს (1-ლი კორპ. 115-ე აუდიტორია, 10:30 სთ.) პროფესორები: რეიჩელ როჯერსი და ჯოან მარტინი ეწვევიან. რექტორთან, ბ-ნ გ. შარვაშიძესა და ფაკულტეტის დეკანთან, ქ-ნ თ. დოლბაიასთან შეხვედრის შემდეგ, პროფესორები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. სტუდენტებთან დისკუსიის შემდეგ როჯერსი და მარტინი აკადემიურ პერსონალს შეხვდებიან ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის.

ახალი ამბები
  •  

    ფაქტ-მეტრ TV: ირაკლი ღარიბაშვილი სიღარიბის შესახებ

    იხილეთ ვრცლად 2:24
  •  

    ფაქტ-მეტრ TV: ირაკლი ღარიბაშვილი ბრალდებულთა რაოდენობის შესახებ

    იხილეთ ვრცლად 2:01
  •  

    ფაქტ-მეტრ TV: ზვიად ძიძიგური სასამართლოების შესახებ

    იხილეთ ვრცლად 2:34
  •  

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რადიო "ფორტუნას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

    იხილეთ ვრცლად 02:15
  •  

    უნივერსიტეტმა ეთიკის ქარტიას მოაწერა ხელი

    იხილეთ ვრცლად 1:59
  •  

    ''ნაბიჯ- ნაბიჯ ცოდნისკენ''

    იხილეთ ვრცლად 03:32
  •  

    ვახო კამკამიძის მოქარგული რითმები „აპლოდისმენტით ‘’

    27 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტის ვახო კამკამიძის პოეზიის საღამო გაიმართა. ახალგაზრდა პოეტმა სტუმრებს, თავისი შემოქმედება გააცნო. მან 20-მდე ლექსი წაიკითხა. ვახო კამკამიძის შემოქმედებამ, სტუდენტების მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. პოეზიის საღამოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. ახალგაზრდა პოეტი უახლოეს მომავალში, ლექსების პირველი კრებულის გამოცემას გეგმავს.

    იხილეთ ვრცლად
  •  

    ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორმა დოქტორანტებისთვის ლექციები წაიკითხა

    ამერიკელმა მეცნიერმა ლი ბეკერმა ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციის მიმართულების დოქტორანტებისთვის ლექციები წაიკითხა.

    იხილეთ ვრცლად
  •  

    თსუ-ში მულტიმედია ცენტრი გაიხსნა

    იხილეთ ვრცლად 02:07
  •  

    შშმპ-ის უფლებები და გაეროს კონვენცია

    იხილეთ ვრცლად 2:02