25 დეკემბერი 2019

თსუ-ის პროფესორებისა და სტუდენტების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი მედიაგანათლების პროგრამა, რომელმაც ამა წლის გაზაფხულზე დაიწყო ფუნქციონირება, გრძელდება. საქართველოს აშშ-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი მომავალი ჟურნალისტების განათლების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პროექტის ბენეფიციარები, თსუ-ს პროფესორებთან ერთად, ქვეყნის კიდევ რამდენიმე მედიასკოლის წარმომადგენლები (პროგრამების ხელმძღვანელები) არიან. პროექტის პირველი ეტაპი მედიასკოლების ხელმძღვანელთა აშშ-ს მედიასკოლებში სტაჟირებას ისახავდა მიზნად და წარმატებით დასრულდა. ახალი საფეხური კი ახალ გამოწვევებს ითვალისწინებთ და მუშაობა უფრო დეტალური გეგმის ფორმირებაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. სწორედ მედიაგანათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა (26.11.19), რომელსაც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას საელჩოს გრანტების უფროსი მენეჯერი, სოფო ბზიშვილი და საქართველოს მედიასკოლების წარმომადგენლები ესტუმრენ. მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა სალუქვაძემ, პროფესორებმა ნათია კუპრაშვილმა და სხვ.სტუმრებს სასწავლო სივრცეები დაათვალიერებინეს, გააცნეს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები. უკვე 10 რიცხვში კი, ამავე პროექტის ფარგლებში, თსუ-ს (1-ლი კორპ. 115-ე აუდიტორია, 10:30 სთ.) პროფესორები: რეიჩელ როჯერსი და ჯოან მარტინი ეწვევიან. რექტორთან, ბ-ნ გ. შარვაშიძესა და ფაკულტეტის დეკანთან, ქ-ნ თ. დოლბაიასთან შეხვედრის შემდეგ, პროფესორები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. სტუდენტებთან დისკუსიის შემდეგ როჯერსი და მარტინი აკადემიურ პერსონალს შეხვდებიან ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის.

ახალი ამბები
  •  

    სატელევიზიო ჩართვების პრაქტიკა

    მომზადებულია სასწავლო კურს ტელემედია-ს ფარგლებში ხელმძღვანელი: ნინო ჭალაგანიძე პრაქტიკული კურსი : შოთა ფალავანდიშვილი, ბექა ხარებავა.

    იხილეთ ვრცლად 1:40
  •  

    სატელევიზიო ჩართვების პრაქტიკა

    მომზადებულია სასწავლო კურს ტელემედია-ს ფარგლებში ხელმძღვანელი: ნინო ჭალაგანიძე პრაქტიკული კურსი : შოთა ფალავანდიშვილი, ბექა ხარებავა.

    იხილეთ ვრცლად 1:50
  •  

    "ციანიდის საქმის" პირველი არსებითი განხილვა ჩაიშალა

    ჟურნალისტი: ქეთი გოგუაძე; მომზადებულია "სამაუწყებლო მედია - ტელევიზია 2-ის" ფარგლებში. ხელმძღვანელი: დავით ქაშიაშვილი

    იხილეთ ვრცლად 3:03
  •  

    თსუ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

    თსუ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

    იხილეთ ვრცლად 2:25
  •  

    საერთაშორისო სემინარი თსუ-ში

    საერთაშორისო სემინარი თსუ-ში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    იხილეთ ვრცლად 2:24
  •  

    საზაფხულო სკოლა თსუ-ში

    საზაფხულო სკოლა თსუ-ში თსუ-ის მულტიმედია ცენტრი www.multimedia.tsu.ge

    იხილეთ ვრცლად 1:28
  •  

    პირდაპირი ჩართვა "ფრონტლაინ ჯორჯიადან"

    ჩართვა განხორციელდა სასწავლო კურს "სამაუწყებლო მედიას" (ტელევიზია 1) ფარგლებში ხელმძღვანელი: დავით ქაშიაშვილი შოთა ფალავანდიშვილი

    იხილეთ ვრცლად 2:02
  •  

    პირდაპირი ჩართვა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან

    ჩართვა განხორციელდა სასწავლო კურს "სამაუწყებლო მედიას" (ტელევიზია 1) ფარგლებში ხელმძღვანელი: დავით ქაშიაშვილი შოთა ფალავანდიშვილი

    იხილეთ ვრცლად 2:50
  •  

    პირდაპირი ჩართვა "ბრავო რეკორდსიდან"

    ჩართვა განხორციელდა სასწავლო კურს "სამაუწყებლო მედიას" (ტელევიზია 1) ფარგლებში ხელმძღვანელი: დავით ქაშიაშვილი შოთა ფალავანდიშვილი

    იხილეთ ვრცლად 3:00
  •  

    პირდაპირი ჩართვა ლაშა ტუღუშის პრესკონფერენციიდან

    ჩართვა განხორციელდა სასწავლო კურს "სამაუწყებლო მედიას" (ტელევიზია 1) ფარგლებში ხელმძღვანელი: დავით ქაშიაშვილი შოთა ფალავანდიშვილი

    იხილეთ ვრცლად 2:34