25 დეკემბერი 2019

თსუ-ის პროფესორებისა და სტუდენტების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი მედიაგანათლების პროგრამა, რომელმაც ამა წლის გაზაფხულზე დაიწყო ფუნქციონირება, გრძელდება. საქართველოს აშშ-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი მომავალი ჟურნალისტების განათლების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პროექტის ბენეფიციარები, თსუ-ს პროფესორებთან ერთად, ქვეყნის კიდევ რამდენიმე მედიასკოლის წარმომადგენლები (პროგრამების ხელმძღვანელები) არიან. პროექტის პირველი ეტაპი მედიასკოლების ხელმძღვანელთა აშშ-ს მედიასკოლებში სტაჟირებას ისახავდა მიზნად და წარმატებით დასრულდა. ახალი საფეხური კი ახალ გამოწვევებს ითვალისწინებთ და მუშაობა უფრო დეტალური გეგმის ფორმირებაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. სწორედ მედიაგანათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა (26.11.19), რომელსაც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას საელჩოს გრანტების უფროსი მენეჯერი, სოფო ბზიშვილი და საქართველოს მედიასკოლების წარმომადგენლები ესტუმრენ. მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა სალუქვაძემ, პროფესორებმა ნათია კუპრაშვილმა და სხვ.სტუმრებს სასწავლო სივრცეები დაათვალიერებინეს, გააცნეს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები. უკვე 10 რიცხვში კი, ამავე პროექტის ფარგლებში, თსუ-ს (1-ლი კორპ. 115-ე აუდიტორია, 10:30 სთ.) პროფესორები: რეიჩელ როჯერსი და ჯოან მარტინი ეწვევიან. რექტორთან, ბ-ნ გ. შარვაშიძესა და ფაკულტეტის დეკანთან, ქ-ნ თ. დოლბაიასთან შეხვედრის შემდეგ, პროფესორები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. სტუდენტებთან დისკუსიის შემდეგ როჯერსი და მარტინი აკადემიურ პერსონალს შეხვდებიან ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის.

ახალი ამბები
  •  

    მცხეთა-მეორე იერუსალიმი

    იხილეთ ვრცლად 44:53
  •  

    სივრცე,საზოგადოება და პოლიტიკა საერთაშორისო სამეცნიურო კომფერენცია თსუ-ში

    იხილეთ ვრცლად 4:33
  •  

    ახალი პროექტი თსუ-ის სტუდენტებისთვის

    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის „მეგობართა კლუბში“ პირველი სემინარი საქართველოს თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ ჩაატარა.

    იხილეთ ვრცლად 1:00
  •  

    მარინა ლომიძის წიგნის პრეზენტაცია

    იხილეთ ვრცლად 4:27
  •  

    ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის პრეზენტაცია

    იხილეთ ვრცლად 4:18
  •  

    ნუ გაცვლი რეალურ ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროზე!!!

    ავტორი: ხატია სამხარაძე; სამაგისტრო პროგრამა: ,,მედია და ახალი ტექნოლოგიები''; საგანი: ,,რეკლამა მედიაში''; ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე.

    იხილეთ ვრცლად 0:57
  •  

    არტ-ფაქტორი

    პროდიუსერი: თამუნა ზარანდია, წამყვანი: მარიამ წულაია; ოპერატორები: რუსლან ახმედოვი, გიორგი ონეზაშვილი, ზურა მანჯგალაძე; გადაცემა მომზადებულია საგან "ტელემედია 1"- ის ფარგლებში, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე

    იხილეთ ვრცლად 25:00
  •  

    სიცოცხლემისჯილნი

    ავტორი: ბონდო მძინარაშვილი; სამაგისტრო პროგრამა: ,,მედია და ახალი ტექნოლოგიები''; საგანი: ,,რეკლამა მედიაში''; ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე.

    იხილეთ ვრცლად 1:36
  •  

    სიცოცხლემისჯილნი

    ავტორი: ბონდო მძინარაშვილი საგაგისტრო პროგრამა: ,,მედია და ახალი ტექნოლოგიები''; საგანი: ,,რეკლამა მედიაში'' ფარგლებში ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე

    იხილეთ ვრცლად 1:36
  •  

    თბილისი-ძრავების ქალაქი

    ავტორი: ნინო წვერავა მომზადებულია საგან "რადიომედიის" ფარგლებში ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანული ტალახაძე

    იხილეთ ვრცლად 6:21