სტუდენტებმა ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს

გამოქვეყნების თარიღი: 23 ოქტომბერი 2013

17 ოქტომბერს, თსუ-ის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში, ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომრე თამარ რუხაძე, ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე. შეხვედრაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელმა სტუდენტებს მონიტორინგის შედეგებიც გააცნო, რომელიც ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქებას ეხებოდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებსა შორის დისკუსია გაიმართა.

ნახეთ ვიდეო იგივე თემატიკიდან