ვახო კამკამიძის მოქარგული რითმები „აპლოდისმენტით ‘’

გამოქვეყნების თარიღი: 20 იანვარი 2014

27 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტის ვახო კამკამიძის პოეზიის საღამო გაიმართა. ახალგაზრდა პოეტმა სტუმრებს, თავისი შემოქმედება გააცნო. მან 20-მდე ლექსი წაიკითხა. ვახო კამკამიძის შემოქმედებამ, სტუდენტების მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. პოეზიის საღამოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. ახალგაზრდა პოეტი უახლოეს მომავალში, ლექსების პირველი კრებულის გამოცემას გეგმავს.

ნახეთ ვიდეო იგივე თემატიკიდან