15
ოქტომბერი, 2019 სამშაბათი
03:14 AM
საავტორო სვეტი - სხვა
ანა ბუავა | 20 იანვარი 2016

ნაადრევი ქორწინება

ნაადრევი ქორწინება არსებული განმარტებების მიხედვით აღწერს ორ ადამიანს შორის იყრიდიული ქორწინების ან ჩვეულებრივი კავშირის შემთხვევებს,როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია . ადრეულ ქორწინებას ხშირად მოიხსენიებენ,როგორც ‘’ბავშვთა ქორწინებას’’ ან ‘’იძულებით ქორწინებას’’.

აღსანიშნავია,რომ საართველოში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგას .ჩვენ გარშემო მრავალი პრეცედენტია ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგისა. მე ბევრჯერ მინახავს პრობლემები,რომლებიც თან სდევს მსგავს გადაწყვეტილებას,ესენია : ძალადობის დიდი რისკი,ორსულობის გართულება ,განათლების შეწყვეტა და მრავალი სხვა.  ვფიქრობ ,ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ,რასაც საზოგადოებამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ,რადგან სწორედ პატარა ასაკში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ამ მოზარდების მომავალს. ხშირ შემთხვევაში მოზარდები ვერ აცნობიერებენ ,რას ნიშნავს ოჯახური ვალდებულებები ,მათ უბრალოდ უყვართ და არ სურთ სხვა დანარჩენზე ფიქრი . ჩემი აზრით, ზოგჯერ ის რაც სიყვარული ჰგონიათ ,ხშირად უბრალო გატაცება აღმოჩნდება ხოლმე და მით უარესი ,თუ ეს ქორწინების შემდეგ იჩენს თავს . როგორც ნაადრევად ,ასევე ნაჩქარევად შექმნილი ბევრი ოჯახი დაბრკოლებას ვერ უძლებს და მალევე ინგრევა. ოჯახის შესაქმნელად ყველაზე დაბალი ზღვარი 18 წელია თუმცა,იმ შემთხვევებში ,როდესაც ამ ზღვარს დაბლა მყოფი ახალგაზრდები ქორწინდებიან  პრობლემებიც უფრო მეტი და რეალურია ,რადგან არცერთი მათგანი არ არის ჩამოყალიბებული ,არ აქვს თავისი შემოსავლის წყარო ,ხშირ შემთხვევაში ეს ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზიც ხდება. ვფიქრობ რამდენიმე მიზეზი არსებობს  ,რის გამოც შეიძლება მოზარდებმა მსგავსი ნაბიჯი გადადგან : არ იციან ქორწინების არსი , სურთ დამოუკიდებლად ცხოვრება , გაურბიან ოჯახურ პრობლემებ ან ფიზიკური ლტოლვის გამო .   თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ ,რომ გამონაკლის შემთხვევებში ნარჩუნდება  ასე შექმნილი ოჯახები ,რადგან იცვლება ფასეულობები , რეალობა უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს ,მოთხოვნები იზრდება და ასე შემდეგ . გამომდინარე აქედან ჩემი აზრით ,ყოვლად დაუშვებელია ნაადრევი ქორწინება ,რადგან ნაკლები ძალადობის ,გაჭირვების , პრობლემების , გართლებული მშობიარობისა ,თუ  დანრეული ოჯახების მაგალითები არსებობდეს . ამისთვის კი საჭიროა მკაცრი რეგულაციების დაწესება ,რათა ეს სტატისტიკა და მათ შორის დანაშაული შემცირდეს .

მომზადებულია სასწავლო კურსის "ანალიზისა და მოსაზრების წერა" ფარგლებში

ლექტორები: მარიამ გერსამია, დალი სინჯარაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1019 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა