10
დეკემბერი, 2019 სამშაბათი
04:21 AM
საავტორო სვეტი - სხვა
ელენე ნაკაშიძე | 20 იანვარი 2016

ცოლი, დედა და სტუდენტი.

     მე ვარ დედა და ვარ სტუდენტი.  შეიძლება ითქვას, რომ რამდენი ხანიც სტუდენტი ვარ, იმდენი ხანი ვარ დედაც. გავიარე ბევრი სირთულე და მოვაღწიე ფინიშამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ სჯეროდა ჩემი მაინც მიზანს ბოლომდე მივჰყევი. მეტიც, გაორმაგებუილი პასუხისგებლობით მოვეკიდე სტუდენტობას, რადგან ჩემი შვილის მომავალი ჩემზეა დამოკიდებული. ხშირად მეკითხებიან თუ როგორ ვართმევ თავს დედობასაც და სტუდენტობასაც, რადგან საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, დედები, ხშირ შემთხვევაში,  სწალას თავს ანებებენ და მხოლოდ დიასახლისებად რჩებიან. 

     მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა დედებსა და მომავალ დედებს თუ, როგორ გავაგრძელოთ სწავლა როდესაც ხარ დედა. 

ნუ დანებდები! 

შენ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება,როდესაც ხდები დედა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ბავშვს სჭირდება არა მხოლოდ დედა სამზარეულოში. და არ უნდა ჩაახრშო საკუთარი თავი, შენი მიზნები და მისწრაფებები. დაისახე მიზანი და გააკეთე ის რაც მოგცემს მომავალს, როგორც შენ ისე შენს შვილს. 

აიღე აკადემიური! 

არსებობს აკადემიური შვებულება, ისარგებლე ამით სანამ ბაშვი ბაღში  წავა, ეს 2 წელი მოგცემს საშუალებას მაქსიმალურად გაატარო შვილთან დრო, ნახო მისი პირველი ნაბიჯები, სიტყვები და ა.შ. თანაც 2 წელიწადში მეტად მიხვდები, რომ სახლში ჯდომა ხდება მოსაწყენი და რუტინული. გადააფასებ ბევრ რამეს ცხოვრებაში, შეიძლება პროფესიის შეცვლაზეც დაფიქრდე (ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში). 

•სასწავლებელში ყოველთვის დაგეხმარებიან.

როდესაც ბავშვი წავა ბაღში, სასწავლებელში სრული შემართებით დაბრუნებას შეძლებ. თუ ბაღზე ადრე გაქვს ლექცია ან პირიქით გვიან გიმთავრდება სთხოვე ლექტორს,რომ შევიდეს შენს მდგომარეობაში. ის აუცილებლად დაგეხმარება. ლექტორებიც ადამიანები არიან, არ შეგეშინდეს! თუ რამე ვერ გაიგე ან ჩამორჩი ყოველთვის დაუსვი კითხვები, ლექტორებს უყვართ როდესაც სტუდენტი დაინტერესებულია მათი საგნით. 

მაქსიმალურად დაესწარი ყველა ლექციას! 

ლექციებზე იღებ ცოდნას, რომელიც შემდგომ, გაგიადვილებს მასალის ათვისებას. სასწავლებლის მერე ბაღი და სახლის საქმეები, ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია და ხშირად 9 საათზე ბავშვთან ერთად გეძინება. სახლში სწავლისთვის არც დრო გრჩება და არც ძალა, ამიტომაც არის ლექციები უმნიშვნელოვანესია! 

დაგეგმე წინასწარ! 

ყოველი საგანი მოითხოვს გარკვეულ დროს. ზოგიერთი მეტს, ზოგი კი ნაკლებს. შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი ყოველდღიური საქმეების განრიგი და მიუწეროთ მითითებები. მაგ: "მე დავალებებს არ გავაკეთებ სანამ ბავშვები არ წავა დასაძინებლად." ... "მე ვისწავლი ღამით კვირაში ერთხელ ... "მე არ გამოვტოვებ ჩემი შვილის ზეიმს" ... "მე უნდა გამოვყო კვირაში ერთი დღე მხოლოდ ოჯახისთვის "

არ დაგავიწყდეს საკუთარი თავი!

გახსოვდეს, რომ ზოგჯერ შენც  გჭირდება განტვირთვა. გამოყავი დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. 

იფიქრე პოზიტიურად და გჯეროდეს საკუთარი თავის.

ნუ იჩქარებ, გააკეთე ყველაფერი ეტაპობრივად და ყველაფეროი გამოგივა. ასეა აგებული მთელი ჩვენი ცხოვრება. ნაბიჯნაბიჯ მიჰყევი შენს ჩანაფიქრს და არ დაყარო ფარ-ხმალი!

2008 წლიდან ვარ სტუდენტი, ახლა კი 2015 წლის ბოლოა და კვლავ ბაკალავრიატის სტუდენტი ვარ, თუმცა ის ფაქტი, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერ მივიღე ბაკალავრიატის ხარისხი არ იწვევს ჩემში ნეგატიურ განწყობას. ამ ხნის განმავლობაში ვსწავლობდი ორ ქვეყანაში, შევიცვალე პროფესია, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, შევიძინე მეგობრები და შევისწავლე საყვარელი პროფესია. სტუდენტური წლები ერთერთი ყველაზე საინტერესო და კარგი წლებია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დამრჩება ტკბილ მოგონებად.

 

მასალა მომზადებულია სასწავლო კურსის ანალიზის და მოსაზრების წერის ფარგლებში

პედაგოგები: მარიამ გერსამია; დალი სინჯარაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1016 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა