19
სექტემბერი, 2019 ხუთშაბათი
11:20 PM
რეცენზია - ლიტერატურა
ნინო ოთარაშვილი | 20 დეკემბერი 2018

,,ცოდნის კაფე’’- განათლების მიღების წყარო

 

“ცოდნის კაფე” - საქართველოს ტერიტორიაზე პირველი თვითმობილიზებადი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ახალგაზრდების ინიციატივით შეიქმნა. ნანა ბაგალიშვილი და ქეთი მოლაშვილი ის ორი გოგონაა, რომლებმაც რეალურად შეძლეს წნორში სრულიად ახალი და, შეიძლება ითქვას, რეგიონული მასშტაბით ინოვაციური პროექტის განხორციელება. 

სოციალური საწარმო მისულ სტუმრებს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ და ფუნქციურად განსხვავებულ სივრცეებს სთავაზობს: მულტიმედია ბიბლიოთეკა, წიგნის მაღაზია, არაფორმალური განათლების ცენტრი პატარა კაფეთი და არტ-საგანმანათლებლო რეზიდენცია. საწყის ეტაპზე ახალგაზრდებისთვის მოწყობილმა ტერიტორიამ, სადაც მათ სრულად ახალი და საჭირო ცოდნის მიღება შეეძლოთ, ეტაპობრივად ყველა ასკობრივი ჯგუფი მოიცვა. როგორც თავად ,,ცოდნის კაფეს’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილი, ამბობს, ეს არის სივრცე, რომლის მთავარი მისიაა გამოცდილებებისა და შეხედულებების გაცვლა. მისი აზრით, თაობებს შორის კომუნიკაცია ორივე მხარესათვის სასარგელო და აუცილებელიც კია, რადგან სწორედ მსგავსი ერთობლივი მუშაობით მიიღწევა სასურველი შედეგი.

,,ცოდნის კაფეს’’ არსებობამ წნორის ბევრ მცხოვრებს ინოვაციური და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასარგებლო აქტივობებისკენ უბიძგა. 68 წლის ჯულიეტა ჩხეტიანი ერთ-ერთია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პენსიონერთა ასოციაციას. ამ ორგანიზაციის ფარგლებში, საკუთარი სახსრებითა და ცოტაოდენი დახმარებებით წნორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებითა და ტანსაცმლით ეხმარება. როგორც თვითონ ამბობს, აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წლის 7 ოქტომბერს, ხუთ შვილთან ერთად მარტო დარჩა და ქალაქ წნორში დასახლდა. ფიქრობს, რომ ასოციაციის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი იმ სიკეთისა და სითბოს გადასახდელად, რომელიც მის მიმართ აქ მცხოვრებმა ხალხმა ომის შემდეგ გამოავლინა.

იდეა, რომელიც თავდაპირველად ცოტა უცნაურად და ზოგჯერ არარეალურადაც კი ჟღერდა, ორმა ძალიან მონდომებულმა და მიზანდასახულმა გოგონამ  რეალობად აქცია. ,, ჩვენი ჩანაფიქრის ასრულება არავის წარმოედგინა და ბევრს საგანმანათლებლო სივრცის შექმნის პროექტზე მუშაობა ხშირად უაზრო და დროის ფუჭ დაკარგვად მიაჩნდა.  შედეგის ნახვის შემდეგ კი წნორის მოსახლეობის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. თავდაპირველად სოციალური საწარმო ნაქირავებ ტერიტორიაზე დავაარსეთ, ხოლო რამდენიმე თვეში დიდი ძალისხმევითა და უამრავი ხალხის მცირედი შემოწირულობებით ორსართულიანი სახლიც შევიძინეთ’’,- ამბობს, ,,ცოდნის კაფეს’’ თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი. 

წიგნები, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია, რეგიონული მასშტაბით მათი მოძიება და წაკითხვა ხშირად აუხდენელ ოცნებად რჩება. 20 წლის გოგა მამუკაშვილმა, რომელიც ქალაქ წნორში ცხოვრობს, დიდი ხნის ოცნება აისრულა და  დოსტოევსკის გახმაურებული წიგნის,-,,იდიოტის’’ წაკითხვა შეძლო.  ,,ჩვენთვის, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სასურველი წიგნების მოძიება საკმაოდ რთულია. ,,ცოდნის კაფეს’’ გახსნით კი ბევრი ისეთი წიგნი წავიკითხე, რომლებზეც ალბათ ვერც ვერასოდეს ვიოცნებებდი’’,- ამბობს, გოგა მამუკაშვილი.

ცოდნის მიღების წყარო და ბევრისთვის უბრალოდ სასიამოვნო გარემო მრავალ საინტერესო და ფუნქციურად დატვირთულ ღონისძიებას გეგმავს. ენთუზიაზმით დაწყებული პროექტი ხშირად წარმატებულ და თავის საქმეში პროფესიონალ ადამიანებს სტუმრობს, რათა წნორის მოსახლეობას საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ,,ცოდნის კაფე’’ ადგილობრივ მოსახლეობას მსგავს და კიდევ უფრო საინტერესო ღონისძიებებს ჰპირდება. ნანასა და ქეთის კი სჯერათ, რომ ღია სივრცე, რომელიც მათი თავდაუზოგავი შრომით შექმნეს სამომავლოდ რეგიონისთვის სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 174 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
737შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა