14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
08:18 AM
მიმოხილვა - სხვა
ანა მებურიშვილი | 17 ივნისი 2014

რეგიონული მედია - გამოწვევები და პერსპექტივები

რეგიონებში  არაერთი  საინტერესო  ამბავი  ხდება. რა  არის  საჭირო,რომ   საზოგადოებამ  ამის  შესახებ  გაიგოს? დამოუკიდებელი, ძლიერი  რეგიონული  მედია, რომელიც მაყურებელს, მსმენელსა  თუ  მკითხველს ინფორმაციას  ოპერატიულად,ობიექტურად  და  მიუკერძოებლად  მიაწვდის. ადგილობრივი  მედიის  საკითხის  აქტუალურობა  ერთი-ორად  გაიზარდა  კარს  მომდგარი  თვითმართველობის  არჩევნებისა   და  ასევე ციფრულ  მაუწყებლობაზე  გადასვლის  გამო. რამდენად  მზად  არიან  რეგიონული  ტელევიზიები არჩევნების  გასაშუქებლად,რა  ეტაპები  უნდა  გაიარონ, სანამ  ციფრულ  მაუწყებლობაზე  გადავლენ და  ზოგადად,რა  გამოწვევების  წინაშე  დგას  ადგილობრივი  მედია,ამ თემებზე  ვესაუბრეთ საქართველოს  რეგიონულ  მაუწყებელთა  ასოციაციის  (GARB-ის)  აღმასრულებელ  დირექტორს ქალბატონ ნათია  კუპრაშვილს.

 

 -საქართველოს  რეგიონულ  მაუწყებელთა  ასოციაცია  2005  წლიდან  ფუნქციონირებს.თქვენ  აქტიურად  თანამშრომლობთ  რეგიონულ  მედიასაშუალებებთან.რა  სურათი  გამოიკვეთა  ამ  ხნის  განმავლობაში?რა  გამოწვევების  წინაშე  დგას რეგიონული  მედია

- რეგიონულ  მაუწყებელთა  ასოციაცია   არასამთავრობო  ორგანიზაციაა,რომლის მთავარი  მიზანია ადგილობრივი  მედიის  განვითარებაზე ზრუნვა. დღესდღეობით ჩვენ  20  რეგიონულ  ტელეკომპანიას  ვაერთიანებთ. აღსანიშნავია,რომ რეგიონულ  ტელეკომპანიათა  უმრავლესობა  20  წელია  მაუწყებლობს,რაც    მედიაბაზარზე  მათ  მდგრადობაზე  მიუთითებს. პრობლემების  მიუხედავად,  ისინი  არ  წყვეტდნენ  მუშაობას  და  ყოველთვის  ახერხებდნენ, ადგილობრივ  მოსახლეობისთვის  ინფორმაციის  მიწოდებას. უშუალოდ  2005  წლიდან  რეგიონულ  ტელეკომპანიებში ბევრი რამ  შეიცვალა.საინფორმაციო  გამოშვებების  გარდა, ასოციაციის  წევრებს  აქვთ  ტოქშოუები, სხვადასხვა  ტიპის  გასართობი  გადაცემები.ჩვენ  უფრო  მეტი  მრავალფეროვნება  გვინდა,რაზეც  აქტიურად  ვმუშაობთ.

-ციფრულ  მაუწყებლობაზე  გადასვლას  შესაბამისი  ტექნიკა  სჭირდება. ა  პროექტებს  განახორციელებს  GARB-ი  ამ  კუთხით?

- არა  მარტო ტექნიკით  ვეხმარებით, ასევე ვცდილობთ   წევრ  ორგანიზაციებს სხვა  საკითხებშიც  გავუწიოთ  რეკომენდაცია. მაგალითად, მოვიწვიეთ  ექსპერტები, რომლებიც   რჩევას  აძლევენ ადგილობრივ   ტელეკომპანიებს,როგორ  გაატარონ  რეფორმა და გადავიდნენ  ციფრულ  მაუწყებლობაზე.ამის გარდა,ვცდილობთ, შევიძინოთ  მხოლოდ  ის  ტექნიკა,რომელიც  ციფრულ  ფორმატს  შეესაბამება.მაგალითად,შევიძინეთ  ვიდეოგადამღები  განათება,კამერები,მაგრამ  ის  ზღვაში  წვეთია  იმ  საჭიროებებთან, რომლებიც  რეგიონულ  მედიას  აქვს.

 

-რეგიონულ  მედიასაშუალებათა  უმრავლესობა  დონორი  ორგანიზაციებისგან  ფინანსდება,თუმცა მაინც  არ  იყიდება.ექსპერტების  აზრით, ეს  გრანტები  მხოლოდ გარკვეული  ტიპის  გადაცემებისთვისაა  მიმართული,რის გამოც  მედია,როგორც  ბიზნესი,არ  ვითარდება.  როგორ ფიქრობთ,დონორებმა  უნდა  შეცვალონ  მიდგომა  რეგიონული  მედიის  მიმართ?

- საქმე რაშია, ის პროექტები,რომლებსაც  დონნორები  აფინანსებენ,  იგივე  საინფორმაციო  გამოშვებები, მათი დახმარების  გარეშე  უბრალოდ  ვერ  იქნებოდა,რადგან  ტელევიზიებს  ჯერჯერობით  არ  შეუძლიათ  ეს  სერვისი თავიანთი  სახსრებით  უზრუნველყონ. პრობლემა  ის  არაა, რომ  კომპანიები  დონორთა  დახმარებით  არსებობენ, არამედ  ის, რომ  წლების  განმავლობაში  ვერ  ხერხდებოდა  მათი  რეიტინგების  დათვლა. საქართველოს  სარეკლამო  ბაზრის  70%  რეიტინგების  მაჩვენებლებით  იყიდება, შესაბამისად  რეგიონული  არხები  რეალურად  ამოვარდნილები  იყვნენ  სარეკლამო  გაყიდვებიდან. ეს  აფერხებდა  მათ  განვითარებას.ამიტომ ჩვენი  ერთ-ერთი  მთავარი  პრიორიტეტია  მათი  რეტინგების  დათვლა და შემდგომ მათი  გაყიდვა, რაც  დაეხმარებათ,უფრო  ახლოს  მივიდნენ  სარეკლამო  დამკვეთებთან.შემოსავალიც გაიზრდება  და  რეგიონული  ტელეკომპანიები  შეძლებენ  აწარმოონ  ახალი  კონტენტები.

-ტელეკომპანიების  არასახარბიელო  ფინანსური  მდგომარეობა  იმითაც  ხომ  არაა  გამოწვეული,რომ  მათ  არ  ჰქონდათ  შემუსავებული  მარკეტინგული  სტრატეგია?

- მარკეტინგული კონცეფციის  შემუშავებას  აზრი  არ  ჰქონდა,რადგან  ვერაფერს  გადაწყვეტდა. ერთი  მხრივ, ჩვენ  სახეზე  გვქონდა  მონოპოლიზირებული  სარეკლამო  გარემო,სადაც 1-2  პოლიტიკოსი  წყვეტდა, იქიდან  მიღებული  თანხა  სად  წასულიყო. იყო  თბილისში  ბაზირებული ტელეკომპანიები, რომლებსაც  ჰქონდათ  ნულოვანი  რეტინგი, მაგრამ  მათზე  მოდიოდა  სარეკლამო  ბაზრის  30  %-ს.ასეთი  იყო, მაგალითად,რეალ  TV. ახლა,როცა  სარეკლამო ბაზარი  აღარაა  მონოპოლიზირებული, მედია  ამ  ამბავს  მოუმზადებელი  შეხვდა. მარკეტინგის  სამსახური  შესაქმნელია, მისი  გაწვრთნაც  საჭიროა. ამიტომ  აუცილებელია  რეიტინგების  დათვლა,რომ  გასაგები  გახდეს, სად  ჯობია  რეკლამის  განთავსება, რათა  ის  ეფექტური  იყოს. მაგ., რეგიონულ  ტელევიზიებში  განთავსებულ რეკლამებს მოაქვთ  ეფექტი, მაგრამ  ამას  დამტკიცება  სჭირდება  რაღაც  ტიპის  დათვლებით, რომლებისთვიც  გარკვეული  მექანიზმების  შემუშავებაა  საჭირო.

 

 

- რომელიმე  რეიტინგის  დამთვლელ  ორგანიზაციასთან  თუ  აწარმოებთ  მოლაპარაკებებს?

- ერთ-ერთ   კომპანიასთან  ვაწარმოებთ მოლაპარაკებას,პანელის  გაფართოებაზე  ვმუშაობთ. საქმე  ისაა,რომ  ეს  პანელი  ძალიან  პატარაა,რადგან  რეიტინგების  დათვლა   ქვეყნის  რეპრეზენტატული  ვერაა. ის შემოიფარგლება  თბილისით  და  რამდენიმე  ერთად  აღებული  ქალაქით (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, გორი  და  ა.შ.).ცალ-ცალკე  მათი  დაშლა  არ  ხდება. შესაბამისად, მის  გასაფართოებლად ახალი  ტექნიკა  უნდა  შევიძინოთ,რაც  დიდ  თანხებთანაა  დაკავშირებული.  ვმსჯელობთ  მეთოდოლოგიაზეც, რომლითაც  შედეგები  გაიზომება.

-დაახლოებით  თვენახევარში  თვითმართველობის  არჩევნები  ჩატარდება.რამდენად  მზად  არის  ადგილობრივი  მედია  მის  გასაშუქებლად?

- ჩვენი  ასოციაცია  ზრუნავს, რომ  მისმა  წევრებმა  შეასრულონ  კანონით  ნაკისრი  ვალდებულებები. ეს  არჩევნებსაც  ეხება. გარდა  ამისა, საჭიროა  მათი უფრო  სიღრმისეული  გაშუქება. ვგეგმავთ  ყველა  თვითმართველ  ქალაქში და  არა  მარტო  იქ, გაიმართოს  წინასაარევნო  დებატები, სადაც  პოლიტიკურ  სუბიექტებს  საშუალება  ექნებათ, თავიანთი  პროგრამები  წარადგინონ და აუხსნან  აუდიტორიას, სწორედ  მას  რატომ  უნდა  მისცენ  ხმა.

 

-თქვენმა  კოლეგამ ქალბატონმა  ია  ანთაძემ განაცხადა, რომ  თვითმართველობაზე  საუბარს  აზრი  არ  აქვს, თუკი  რეგიონებში  არ  იქნება   ძლიერი  და  დამოუკიდებელი  მედია. რა როლი  შეიძლება  შეასრულოს  ადგილობრივმა  მედიამ თვითმართველობის  განვითარებასა  და  გაძლიერებაში?

- აბსოლუტურად   ვეთანხმები  ამ  მოსაზრებას. წარმოიდგინეთ, თუკი  მედია არის  შეზღუდული, არ  აქვს  მატერიალური  და  ინტელექტუალური  რესურსები, იმისი  საშუალებაც  კი, რომ     ბენზინი  ჩაასხას  მანქანაში  და ჟურნალისტი  გაუშვას მოვლენების    გასაშუქებლად , მოსახლეობა  ვერ  იქნება  ინფორმირებული .ეს   არჩევნების  ხარისხზეც აისახება. მაგ.,2010  წელს ტელევიზიებში  სულ  ატრიალებდნენ  გიგი  უგულავას  სარეკლამო  კლიპებს, რეგიონული  მედია  იმდენად  სუსტი  იყო,რომ  სათანადოდ  ვერ  აშუქებდა,რა  ხდებოდა  მუნიციპალიტეტებში. მთლიანად  ამბები  ძირითადად  თბილისზე  იყო  ფოკუსირებული, რეგიონებში  მცხოვრებმა  მოსახლეობამ კი  არ  იცოდა, ვისთვის  უნდა  მიეცა  ხმა.მაშინ  რომ  გეკითხათ, ვისი  არჩევნებია, გიპასუხებდნენ, თბილისის  მერისო. ასეთ  ვითარებაში, როცა  მედია  სათანადოდ  ვერ  აშუქებს  მოვლენებს, არჩევნებსაც  აზრი  ეკარგება.

-ადგილობრივი  მოსახლეობა  რამდენად  ინფორმირებული  რეგიონული  მედიის  პრობლემებზე?

- ადგილობრივი  მედია  ზოგადად  არ  წუწუნებს  თავის  პრობლემებზე. ეს  არც  კარგია, არც  ცუდი. რეგიონებში  მცხოვრებ  მოსახლეობას  აქვს  ბუნებრივი  მოთხოვნილება, ჰქონდეს საკუთარი  ტელევიზია, გაზეთი  თუ  რადიო.შესაბამისად, მოსახლეობა  ცდილობს  გვერდში  ამოუდგეს  ადგილობრივ  მედიას.მაგ., ტელევიზიების  შემოსავლების  უდიდესი  ნაწილი მოსახლეობისგან  გადახდილ  თანხებზ  მოდის. ისინი  უკვეთავენ  განცხადებებს, მილოცვებს, სამძიმრებს ანუ მათ  არ  ეშურებათ  ფულის  ხარჯვა,რადგან  იციან რომ  ამით  მედიას  აფინანსებენ. ამის  გარდა,მათ  უჩნდებათ  მოთხოვნა, ადგილობრივმა  მედიამ  სრულყოფილად  გააშუქოს  მათ  ქალაქსა  თუ  სოფელში  მომხდარი  მოვლენები. რეგიონებში  ეს  ურთიერთობის  ტრადიციული  ფორმაა  და  სწორედ  ამის  წყალობით ეს  არხები  უკვე  20  წელია  მაუწყებლობენ. სიმართლე  რომ  ვთქვათ, შემოწირულობები  მირჩვენია  პოლიტიკურად  მოტივირებულ  ფულს.

 

-რაც  შეეხება  ინტელექტუალურ  რესურს,ხშირია,როცა  ჟურნალისტები  ტოვებენ  რეგიონულ  მედიას  და  დედაქალაქში  გადადიან  სამუშაოდ.რა  ბერკეტები  შეიძლება  ჰქონდეს  ადგილობრივ  მედიას,რათა  პროფესიონალი  კადრები  შეინარჩუნოს?

- მე  არაერთი  ჟურნალისტი  შემიძლია  დავასახელო, ვინც  ფეხი  აიდგა  ჯერ  რეგიონულ  ჟურნალისტიკაში, მერე  კი  ნაციონალურ  დონეზე  გადმოვიდა   სამუშაოდ  ძირითადად  ანაზღაურების  გამო. ეს  გარდაუვალი  პროცესია  და  მას  ვერ  გაექცევი. ადგილობრივ  ტელევიზიებს  ფული  კი  არ  ეშურებათ  ჟურნალისტებისთვის, მეტი  არ  აქვთ. მეტი  რომ  ჰქონდეთ, მეტს  გადაიხდიდნენ  და  კადრებსაც  ასე თუ  ისე  შეინარჩუნებდნენ. შესაბამისად,ნაკლები  ‘’გამოქცეული’’  ჟურნალისტი  გვეყოლებოდა.

-ამ  ფონზე,როცა  კადრები   მუდმივად  იცვლება,რამდენად  ინტენსიურად  ხდება  რეგიონული  ჟურნალისტების  დატრეინინგება?

- ჩვენ  მუდმივად  ვატარებთ  ტრეინინგებს  რეგიონული  ჟურნალისტებისათვის. ეს  აუცილებელიცაა, რადგან  ინტენსიურად  ხდება  ჟურნალისტების  გადინება. ამას  მოჰყვება  ახალი  კადრები, რომლებსაც  წვრთნა  სჭირდებათ. ამიტომ  ჩვენ  ვამზადებთ  ტრეინინგ-პროგრამებს, ჩვენს  კოლეგებს  რეგიონებში  ვუზიარებთ  ცოდნასა  და  გამოცდილებას.

-ნაციონალური  არხების  თუ  უზიარებენ გამოცდილებას  რეგიონულ  კოლეგებს?

- არიან  ჟურნალისტები, ვინც  თანამშრომლობს, ისეთებიც გვხვდებიან, ვისაც, თავიანთი  კუდაბზიკობის  გამო, დაჯდომაც  კი არ  სურს  რეგიონული  მედიის  წარმომადგენლებთან .ეს  უშუალოდ  მათი  პრობლემაა. ჩემი  აზრით,რეგიონულ  ჟურნალისტებსაც  აქვს  ბევრი  რამ  გასაზიარებელი. საქმე  ისაა,რომ  ყველაზე  მნიშვნელოვანი  თემები  გენერირდება ადგილობრივ  მედიაში  და  მხოლოდ  მერე  გადადის  ნაციონალურ  დონეზე. 

-თვითონ  დედაქალაქში  თუ  აინტერესებთ  რეგიონული  მედია?

 - დედაქალაქში  თავისთავად  აინტერესებთ,რადგან  აქ    ცხოვრობს  რეგიონებიდან  ჩამოსული  მოსახლეობა. მაგ.,2012  წლის  საპარლამენტო  არჩევნებამდე  შეიქმნა  საინფორმაციო  სამსახური    INFO 9, სადაც  თავს  იყრიდა  რეგიონებიდან  შემოსული  ინფორმაცია. ამას  ჰქონდაინტერესი,თბილისშიც  ბევრი  მაყურებელი  ჰყავდა.ჩვენი  ასოციაციის  ბაზაზე  გვაქვს  გადაცემები,რომლებიც  თბილისზემაუწყებლობს  და  მათ  ჰყავთ  მუდმივი  აუდიტორია.

-თქვენ  ასევე  მუშაობთ  თსუ-ში,ჟურნალისტიკისა  და  მასობრივი  კომუნიკაციების  მიმართულებაზე.ბევრი  სტუდენტი  სწორედ  რეგიონებიდანაა  ჩამოსული  და  შესაძლებელია,მათ  ადგილობრივ  მედიაში  სცადონ  ბედი.რას  ეტყვით  მათ,რატომ უნდა  იმუშაონ  რეგიონულ  მედიაში?

 

- ის, რაც  შეიძლება ისწავლო  რეგიონულ  მედიაში, არ ისწავლება  თბილისში. რეგიონულ  არხებზე  მუშაობა  ნიშნავს,ახლოს  იყო  ადგილობრივ  მოსახლეობასთან.დედაქალაქში  ძირითადად  პოლიტიკურ  ამბებს  აშუქებენ,ხოლო,რაც  სოციუმს,ადამიანს  უკავშირდება,უფრო  რეგიონებიდან  მოდის.ამიტომ,თუ  გსურთ  ‘’ადამიანური’’  თემების  გაშუქება,რეგიონებში  სცადეთ  ბედი.დამიჯერეთ,ამგვარ  გამოცდილებას  ვერსად  მიიღებთ. 

სტატიის ვებ რედაქტორები: ანკა ელერდაშვილი, ნათია ბრეგვაძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1437 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა