28
მაისი, 2020 ხუთშაბათი
05:56 PM
მიმოხილვა - სხვა
ბადრი ცხომარია | 17 ივნისი 2014

ლაბორატორიიდან დანახული მსოფლიო...

ჯემალ ხუბუა იმ ქართული ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც შვეიცარიაში მოქმედი ექსპერიმენტზე დიდ ადრონულ კოლაიდერში არის ჩართული.ინტერვიუზე თავის ლაბორატორიაში დამიბარა. მას თეთრი ხალათი ეცვა და სქელი მინის სათვალე ეკეთა . ეს არც გამკვირვებია, რომ მივედი , ცდებს ადარებდა .ბოდიში მომიხადა ,ისეთ ეტაპზე ვარ, ვერ შევწყვეტო. ამიტომ ცოტა ხანს მომიწია ლოდინი ... ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ მეცნიერებაზე, მასზე. ამ ინტერვიუში სწორედ მისი ლაბორატორიიდან დანახულ მსოფილოს წაროგიდგენთ..

 

-მოზარდ თაობაში არც დღეს და არც თქვენი ახალგაზრდობის დროს მეცნიერება პოპულარული სფერო და პროფესია არ იყო. მაინტერესებს როგორ იყო თქვენს ცხოვრებაში როდის გაჩნდა პირველად ეს სურვილი?

 

-ვთამაშობდი ჭადრაკს, მიყვარდა ამოცანების ამოხსნა და ამან გამიტაცა გარკვეულ წილად. მეორე მხრივ როცა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი საგნები როგორიცაა მათემატიკა და ფიზიკა კიდევ უფრო გამიმტკიცა ეს სურვილი. ყველეფერი დაკავშირებული ამოხსნებთან ძალიან მიზიდავდა და მივხვდი, რომ მეცნიერება არის ის სფერო, სადაც შეგიძლია გადაწყვიტო ჩვენს ირგვლივ რაც ხდება, ოღონდ უკვე ეს არის ცხოვრებისეული ამოცანები.


-იყო მეცნიერი, შეიძლება მას პროფესია ვუწოდოთ? და რით განსხვავდება ის სხვა პროფესიებისგან?


-აქ უფრო საზოგადოებრივ მიდგომასთან გვაქვს საქმე, თუ რას დაარქმევს ამ კონკრეტულ სფეროს. მეცნიერება პრინციპში ეს არის თავისუფალი პროფესია. მეცნიერი, როგორც მხატვარი, პოეტი უნდა იყოს თავის აზროვნებაში თავისუფალი. ის არ შეიძლება იყოს რაღაც ჩარჩოებში. ჩეხოვს აქვს ერთ ძალიან კარგი გამოთქმა: „არ არსებობს ნაციონალური გამრავლების ტაბულა". მართლაც ასე არ არის? ეს არის ინტერნაცონალური, რაღაც „ზე". მეცნიერებას სჭირდება სხვა პროფესიებიც. მეცნიერება არ არის მარტო, ის მუდამ არის სხვასთან კავშირში, ერთის განვითარება იწვევს მეორეს წინსვლას


-აუცილებლად მინდა შევეხოთ იმ ექპერიმენტს, რომელიც შვეიცარიის და საფრანგეთის საზღვარზე ტარდება სადაც თქვენც ხართ ჩართული, დიდ ადრონულ კოლაიდერს ვგულისხმობ. რა არის კვლევის მიზანი და რა ეტაპზეა პროექტი ამჟამად ?

 


-მეცნიერება საერთოდ ასე ვითარდება. მაგალითად დადიხარ ქუჩაში და ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ უცებ გამოხტება ისეთი რამე, რომელიც თითქოს არ ჯდება იმ სქემებში და მაშინვე ჩნდება კითხვის ნიშნები. ასე რომ როცა კაცობრიობა თავის განვითარების გზაზე იყო, რაღაც თეორიები შემდეგ გამოხდებოდა ისეთ რამ, რაც ეს თეორიები ვერ ხსნიდნენ. საჭირო იყო მათ შესწორება, მერე კიდევ გადიოდა ხანი და კიდევ იგივე მეორდებოდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იმ დღემდე, სადაც დღეს ვართ. ძალიან საინტერესო მომენტია ჩვენი წარმოშობის შესახებ და დღეს არსებობს ასეთი თეორია, რომ ჩვენ წარმოვიქმენით და საერთოდ ყველაფერი წარმოიქმნა დიდი აფეთქების შედეგად. ჩვენი კვლევის მიზანი სწორედ უკან დაბრუნებაა. ჩვენ უკან მივდივართ და გვაინტერესებს, იმ დიდი აფეთებიდან როგორ მოვედით აქამდე.


-თუ არ ვცდები 50- ამდე ქართველი მეცნიერია ჩართული ამ პროექტში. რა წვლილი მიუძღვით მათ?


-ეს დანადგარი, რომელიც იყო აგებული, არის სიგრძით 42-43 მეტრი, სიმაღლეში 26-დან 28 მეტრამდე და შედგება უამრავი ნაწილისაგან. საერთაშორისო თანამშრომლობა ისეა, რომ გაფანტულია სხვადასხვა ქვეყნები, არავის აძლევენ უპირატესობას. ეს მაგალითად ფრანგებმა გააკეთეს. ყველაფერი ეს შექმნილია ამ თანამეგობრობის მიერ. აქ „მე" არ არსებობს არამედ მხოლოდ- „ჩვენ".


-როგორ ფიქრობთ ეწინააღმდეგება მეცნიერება რელიგიას?


-მიჭირს თქმა. მე პატრიარქთან მქონდა შეხვედრა ამ თემაზე, ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი განათლებულობით და იმითაც, რომ რასაც ჩვენ ველაპარაკებოდით, ის ყველაფერში ჩაწვდომილი იყო. და ბოლო კითხვა პატრიარქის იყო ასეთი: " კი მაგრამო ამდენი რამე კეთდება და ღმერთი არსად მოიაზრება?" ჩემი პასუხი იყო უფრო პოლიტიკური, ვიდრე ჭეშმარიტი. ღმერთი შეიძლება ყველგან მოიაზრება, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არსად საუბრობენ. იმ ელემენტს, რომელსაც მეცნიერები ეძებდნენ .აღმოჩენილია და ჟურნალისტებმა მას დაარქვეს რატომღაც ღვთიური ნაწილაკი...


-თქვენი გადმოსახედიდან რა არის დედამიწა, ეს მართლაც შემთხვევით გაჩენილი სამყაროა როგორც მეცნიერები ვარაუდობენ თუ 7 დღეში გაჩენილი პლანეტა , როგორც ბიბლიური სწავლება გვამცნობს?


-არც ისე შემთხვევით სხათაშორის... ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა ის ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. მეგობრებო, ფანტასტიკურად საინტერესოა მეცნიერება და რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო მეტი კითხვისნიშანი ჩნდება. ერთი ცნობილი გამოთქმის არ იყოს, რაც უფრო მეტს ვიგებ, მით უფრო ვხვდები, რომ არაფერი არ ვიცი.

 

-რა ვითარებაა დღეს საქართველოში მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით?


-ძალიან ცუდი. დიდი როლი ითამშა მეცნიერების რეორგანიზაციამ - რეფორმამ, რომელიც იყო თითქოს მცდელობა ფეხი აეწყოთ ევროპული სქემისთვის, მაგრამ შენ თავად უნდა იყო ევროპელი. შენ უნდა მიხვიდე იმ გაგებამდე, რაც არსებობს ევროპაში. მათ კი ჩვენგან განსხვავებით დიდი ისტორია აქვთ მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით ჯერ კიდევ შუასაუკუნეებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალგაზრდები ვართ ამ საქმეში, ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერება მაინც აკეთებდა თავისას და ტოლს არ უდებდნენ არავის.


-როგორ გგონიათ, რატომ არ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტული მეცნიერება?


-არის ცნობილი ასეთი ფრაზა რომ მეცნიერებაში ჩადებული ფული ყველაზე მომგებიანია, მაგრამ არის მეორე მომენტი. მე ველაპარაკე მინისტრებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებს და იყო ჩემი გაგებით მცდარი აზრი, რომ ისინი თავის ვალდებულად თვლიან გამოუშვან მაღალი რანგის სპეციალისტი ერთი მხრი,ვ ეს მართლაც მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ის თუ არ დაასაქმე, შენს ქვეყანაში თუ არ მიეცი ასპარეზი, ეს იგივეს ნიშნავს, რომ იძულებით დაატოვებინო სამშობლო


- მოქმედებს თუ არა მეცნიერება ჩვენს პირად ცხოვრებაზე?


-მე შემიძლია მოვიყვანო ასეთი მაგალითი იყო ასეთი ჟურნალი წინათ "Знание-Сила" რაც ქართულად ნიშნავს, რომ ცოდნა ძალაა, აბსოლიტურად ვეთანხმები და როგორ შეიძლება, ასეთი დიდი ძალა ადამიანს არ ცვლიდეს.


-რამდენად შესაძლებელია მეცნიერებაშიც და პირად ცხოვრებაშიც იყო თანაბრად წარმატებული?


-რთული საკითხია ...უფრო სწორად მტკივნეული...იცით, მე შვილი მყავს გარდაცვლილი...მას არ ესმოდა ჩემი. ეს ფანატიკური დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ, თუ რატომ ვერ ვუთმობდი შვილებს დიდ დროს და ისე გარდაიცვალა მე ეს მას ვერ დავანახე და ახლა მთელი ჩემი მიღწევები, რაც კი გამაჩნია, მინდა მას მივუძღვნა.


-მეცნიერება და ხელოვნება. ამ ორ წარმოსახვით სფეროს აქვს თუ არა კავშიირი და სად იკვეთება მათი გზები?


-მეცნიერებაც და ხელოვნებაც თავისუფლებით საზრდოობენ. სწორედ ესაა მათ საწყისი, მათი დასაყრდენი. ამიტომ მათი თანაარსებობა გარდაუვალი პროცესია. ამის საუკეთესო მაგალითი იქნება ლეონარდო დავინჩი, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო სწორედ ეს, გადამკვეთი გზა მეცნიერების და ხელოვნების.


-როგორ ჩანს თანამედროვე სამყარო თქვენი ლაბორატორიიდან?


-ჩემი ფანჯრიდან რომ გავიხედები ვხედაავ ხალხს ქუჩაში, საზოგადოების მემილიარდედ ნაწილებს... კაცობრიობა თითქოს კიბეზე ადის, თითოეული საფეხურით აწევისას კი ყველაფერი უკეთ ჩანს. ჩვენ კი, ეს ჭეშმარიტების დანახვაში გვეხმარება.

 

ბადრი ცხომარია

მასალა მომზადდა „ახალი ამბების ჟურნალისტიკის" სასწავლო კურსის  ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1138 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა