16
დეკემბერი, 2019 ორშაბათი
03:40 AM
ახალი ამბები - პოლიტიკა
თათია კაკიაშვილი | 02 ნოემბერი 2013

არჩევნები 2013 საქართველოში: „ხალხი რომ ეყვარება, მაგაზე კარგი პრეზიდენტი ვინ იქნება?! „

 22 წლის გიორგი მახარაძე არჩევნებზე მეორედ წავიდა. მან ხმა პრეზიდენტობის ერთ–ერთ კანდიდატს  30-ე საარჩევნო უბნიდან მისცა. მისივე განმარტებით, ‘’ქვეყანას სამართლიანი და ხალხისთვის თავდადებული პრეზიდენტი  არ აწყენს’’.

დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოში რიგით მე-4 საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის  27 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. იმის გასარკვევად, თუ  რა ვითარებაში მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნები, თბილისში -  ვანის ქუჩა #4-ში არსებულ  30-ე საარჩევნო  უბანს თავად ვესტუმრე:

  
ამომრჩეველი, რომელიც წლებია, არჩევნებში მონაწილეობს, 73 წლის მედეა ფაღავაა. მან არჩევანი უკვე გააკეთა: დღევანდელი არჩევნები სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ საარჩევნო უბანზე ძალიან ცოტა ხალხი იყო. რიგში დგომამაც კი არ მომიწია: ხმის მისაცემად თითოოროლა ადამიანი თუ შემოვიდოდა ხოლმე. რაც შეეხება მომავალ პრეზიდენტს, ვისურვებდი, ქვეყნის პირველი პირი ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნორმალურად მოუვლის“ – აღნიშნავს მედეა ფაღავა. 

30–ე საარჩევნო უბანზე, დღის სამი საათისთვის წესრიგია. მას შემდეგ, რაც ერთერთ რეგისტრატორს, ნანი ჩაფიძეს არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე, უპირველეს ყოვლისა, მან  ადმინისტრაციისგან ნებართვა აიღო, შემდეგ ოქმი შემავსებინა, სადაც ჩემი ოფიციალური რეგალიები ჩაიწერა და ბოლოს მიპასუხა: „არჩევნები აბსოლუტურად ყოველგვარი ექსწესის გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისათვის, დაახლოებით, 150-ზე მეტი ამომრჩეველი მივიღეთ. ვფიქრობ, ჩვენს საარჩევნო უბანს,  დღის ბოლომდე, ასე, 500 ამომრჩეველი მაინც ეყოლება. მე, პირადად, პრეზიდენტად განათლებული, ჭკვიანი და ისეთი ადამიანი მინდა, ხალხს რომ მიხედავს“.

 20 წლის ნინო ალასანია, რომელიც საარჩევნო პროცესს ‘’ერთიანი ნაციონალური მოძაობიდან’’ დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა, პროცესს აფასებს: „არჩევნები ჯერჯერობით წყნარ, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბანს დილიდან არც ისე ბევრი ამომრჩეველი ეწვია. ყველაფერმა ყოველგვარი ექსწესის გარეშე ჩაიარა. ვნახოთ, დღის ბოლომდე რა ვითარება იქნება. მეც მივეცი ხმა ჩემს კანდიდატს - ჩემი აზრით, მას, ვინც წარმატებული იქნება და ქვეყანას გააერთიანებს, საქართველოს წინ წამოწევს, ხალხს დაასაქმებს და თავიანთ სამშობლოში ბედნიერად აგრძნობინებს თავს“.

ნოდარ გარუმიძე საარჩევნო უბნის კომისიის წევრია. მისი განმარტებით, არჩევნების მსვლელობისას პრობლემები არ დაფიქსირებულა. ერთადერთი, რისი ახსნაც მას ნოდარს მოსახლეობისათვის უწევს, ისაა, რომ მოქალაქეთათვის ხმის მისაცემად პირადობის მოწმობის თან ქონა  აუცილებელია. მისი თქმით, 17 საათისთვის საარჩევნო უბანს 250-დან 300-მდე ამომრჩეველი ეწვია. ამ დროისათვის თავად  არჩევანი ჯერ გაკეთებული არ ჰქონდა: „ხმას აუცილებლად  იმ კანდიდატს მივცემ, რომელიც, ჩემი აზრის, კეთილი და ხალხის მოსიყვარულე იქნება - ხალხი  რომ ეყვარება, მაგაზე კარგი პრეზიდენტი  ვინ იქნება? „ – ამბობს ნოდარ გარუმიძე.
  
 „ კოალიცია‘ ქართული ოცნების’’ დამკვირვებელი  ირინე ქორიძე ამბობს, რომ უბანზე ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარდა: „ეს მშვიდი, წყნარი საარჩევნო უბანია. რაც შეეხება ხალხის ნაკადს, ბოლოს  338 ამომრჩეველი დაფიქსირდა. საარჩევნო უბანს, ჩვეულებრივ, 8 საათზე დავხურავთ. ჩემი სურვილია, მომავალმა  პრეზიდენტმა თავის ქვეყანასა და ხალხზე, ქვეყნის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2578 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა