18
ნოემბერი, 2019 ორშაბათი
03:04 AM
ახალი ამბები - მეცნიერება
თამარ კურატიშვილი | 13 ივნისი 2013

გუშინ ვიყავი ფოტოგრაფთან

 

“წიბახა”_ გურამ წიბახაშვილი.  დაბადებული საბჭოთა კავშირში. არშემდგარი  “საბჭოთა ადამიანი.”

თანამგზავრი?_ ფოტოაპარატი, თანაც ყველგან და ყოველთვის.

სამუშაო გარემო? _ სანახევროდ ცაში, მეთორმეტე სართულზე გამოკიდებულ     სხვენში.

რატომ ფოტოგრაფი?_ვიზუალური აღქმადობისადმი განსაკუთრებული   დამოკიდებულება მაქვს.

როდის შეამჩნია?_ გაქანებული საბჭოთა კავშირის დროს,სკოლის პერიოდში.

მერე რა?_ამ იმპერიაში ვიზუალურად აღსაქმელი ცოტა რამ იყო _ თეატრი, კინო,

ჟურნალები, მე ჟურნალები ვარჩიე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ტელევიზია?_ იდიოტური და ჩამოუყალიბებელი.თავიდან ბოლომდე პროპაგანდა.

ფოტოაპარატი?_ მერვე კლასში მაჩუქეს და მეზობელმა მასწავლა გამოყენება.

რას იღებდა?_ ექსკურსიების დროს ჩხაკ-ჩხუკ.

სკოლის შემდეგ?_ საბჭოთა სტანდარტების მიხედვით მეც ჩავაბარე უნივერსიტეტში, რომ მქონოდა გარკვეული სტატუსი, ქიმიკოსი ვარ.

 

 

რატომ ქიმია?_ იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემია არა.

რატომ არა?_ იმიტომ, რომ მაშინ ეს პროფესიად არ ითვლებოდა უფროსი თაობის დიდი ნაწილისათვის და პასუხიც ასეთი იყო _ ხატვა?და ხატე რამდენიც გინდა. _ არა და ხატვა არ არის “ხატე რამდენიც გინდა.”

მხატვარი არა, მაგრამ  ქიმიკოსი გამოვიდა.ამბობს,რომ  ქიმია  ადრე  ფოტოგრაფისათვის საჭირო  საქმე  იყო და  გამოადგა  კიდეც.

როგორ დაიმორჩილა კამერა? _ ჟურნალებს ვათვალიერებდი და როცა რამე მომეწონებოდა, ვცდილობდი მსგავსი რამ მეც გადამეღო. მაშინ ხომ ფოტოგრაფიას არავინ ასწავლიდა. ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობდა. კოპირება _ ნანახის გადმოღება იყო, რაც ფოტოების ტექნიკურად დახვეწაში დამეხმარა.

როდის მიხვდა რომ ეს საქმე გამოსდის? _  1984  წელი იქნებოდა, პირველად მოეწყო გამოფენა ქართველი ფოტოგრაფების. წავედი ამ გამოფენაზე. მანამდე არავინ იყო, ვინც მეტყოდა, რომ ეს ფოტო კარგია, ან ცუდია. როცა გამოფენის სახით შედარების საშუალება მომეცა, გავაცნობიერე, რომ მსგავსი რამის გაკეთება მეც შემეძლო.

რა მოჰყვა ამას?_პირველი გამოფენა 1985 წელს.

დაეხმარა ვინმე თუ არა? _ არავის არ ვიცნობდი. ავიღე ტელეფონის ნომრების წიგნი, მოვძებნე მაშინ მოქმედი ყველა ფოტოგრაფი და ის ადამიანი, რომელიც ახლოს იყო ამ საქმესთან და გამოფენაზე დავპატიჟე. უბრალოდ ვუთხარი _ მე ვარ ესა და ეს, მაქვს ესა და ეს, აქა და აქ და სულ ეს იყო.

შედგა თუ არა გამოფენა? _ უამრავი ხალხი მოვიდა მაგრამ ჩემთან არა. ფოტოგრაფია მაშინ იმდენად ჩავარდნილი იყო, მივხვდი რომ იმ ხალხის ინტერესი იმ დროს მხოლოდ ერთმანეთთან კომუნიკაცია იყო ჩემი გამოფენის გავლით, მაგრამ გამოფენა შედგა. იური მეჩითოვი მოვიდა გოგი გვახარიასთან ერთად და კლუბური მუშაობა შემომთავაზა.

რა მისცა კლუბმა? _ ცნობილ ფოტოგრაფებთან ერთად ვმუშაობდი და ერთად ვაკეთებდით გამოფენებს ვილნიუსსა და მოსკოვში. კლუბი  1988  წლამდე არსებობდა, მას მერე კი ახალი ეტაპი დაიწყო.

ახალი ეტაპი? _ კარლო კაჭარავა და მამუკა ცეცხლაძე გავიცანი. კარლომ შემომთავაზა, მათთან ერთად გამეკეთებინა გამოფენა ქარვასლაში. ამ მოვლენამ გარღვევა მოახდინა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. ეს იყო საქართველოში პირველი მცდელობა მხატვრებისა და ფოტოგრაფის ერთობლივი მუშაობისა. მხატვართა ეს ჯგუფი იყო პირველი, რომლებმაც თქვეს, რომ ამ ორ სფეროს ერთად არსებობა შეუძლია. მანამდე ფოტოგრაფიას მხატვრები ხელოვნებად არ აღიარებდნენ.

 

სტუდენტური სასწავლო ჟურნალი  “RED აქცია“

2012 წლის დეკემბერი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1161 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა