27
ნოემბერი, 2020 პარასკევი
10:11 PM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
მარიამ ტალახაძე | 08 ივლისი 2020

თემა:ქალის საშინაო შრომა — გზა უმუშევრობამდე

საშინაო შრომის გენდერულ დანაწილებას ხშირად კულტურულ კონტექსტს მიაწერენ. პატრიარქალური საზოგადოებისთვის ქალის მიერ საოჯახო საქმის შესრულება ნორმაა და აღიქმება, როგორც ისტორიული მოცემულობა.
მარი, 33 წლის: უნივერსიტეტში ისტორიასა და არქეოლოგიას ვსწავლობდი, ბაკალავრიატი როგორც კი დავამთავრე, მალევე დავოჯახდი. როგორც ხდება ხოლმე, ჯერ ერთი შვილი მეყოლა, მალევე მეორე, შემდეგ მესამეც. ახლა 3 შვილს ვზრდი, ბავშვებზე დამხმარეც არ მყავდა, მუშაობის დაწყება და ჩემს პროფესიაში განვითარება ვერ მოვახერხე. მეუღლე დატვირთული გრაფიკით მუშაობს და საოჯახო საქმეს ვერ ვუნაწილებ.
ნინო, 29 წლის: სანამ დავქორწინდებოდი, ვმუშაობდი რამდენიმე ადგილზე. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე, ვმუშაობდი უზენაეს სასამართლოსა და საბანკო სექტორში. 2014 წლიდან, როცა დავოჯახდი, აღარ მიმუშავია. ჯერ ფეხმძიმობის გამო არ ავყავდი სამსახურში, შემდეგ პატარა ბავშვის გამო. დღემდე გავდივარ პროფესიულ ტესტირებებს, ვაბარებ IQ ტესტს, თუმცა როცა რეკომენდატორამდე მიდის საქმე, მანდ მთავრდება ჩემი გასაუბრებაც. უკვე 5 წელი ხდება, რაც ,,ობი მოეკიდა“ ჩემს დიპლომს და სამზარეულოში ტრიალით შემოვიფარგლები.
ნათია, 27 წლის: პირველკურსზევიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე შემიყვარდა და ცოლად გავყევი. მალევე პირველი შვილი გავაჩინე, ამ დროს ესტონეთში გამიშვეს ტრენინგზე და რომ დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე სოციალურ მუშაკად. ამ სამსახურით ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა ოჯახში მუდმივმა პრობლემებმა, მაიძულა თავი დამენებებინა. უკვე 3 შვილი მყავდა, როცა კვლავ მოვინდომე მუშაობა, თუმცა ქმრის ოჯახის წევრებიმიიჩნევდნენ,რომ3 შვილის დედისთვის მუშაობა არ შეიძლებოდა.შემდეგ დავიწყე ბავშვების მომზადება ინგლისურში, ამასაც უარყოფითი რეაქციამოჰყვა; ჩემი ქმარი მეუბნებოდა, რომ ტყუილად ვიღლიდი თავს და ამ ფულის მოცემა თვითონაც შეეძლო. ახლა ჩემი ყოველი დღე ბავშვების ბაღსა და სკოლაში გაცილებით, სახლის დალაგებით, სადილის მომზადებითა და შვილების მეცადინეობით შემოიფარგლება.
მსგავს ისტორიებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით. ქალები, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი განათლება, ხშირად ვერ საქმდებიან იმის გამო, რომ საშინაო შრომა თითქმის მთლიანად მათზეა. ბავშვის მოვლა, დალაგება, რეცხვა, სადილის მომზადება და ბავშვის მეცადინეობა ის საქმეებია, რომელთა შესრულებაც დიასახლისებს ყოველდღიურად უწევთ. ეს კი ფიზიკურად არ უტოვებს მათ იმის დროს, რომ დასაქმდნენ და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის, ამ საკითხის ბოლო კვლევის მიხედვით, პროდუქტიული ასაკის ყოველი მეოთხე ქალი საკუთარ თავს მიიჩნევს დიასახლისად, მაშინ, როცა მხოლოდ რამდენიმე კაცი იმავესამბობს საკუთარ თავზე. გარდა ამისა, ქალების 40% აღნიშნავს, რომ ისინი არ მუშაობენ „პირადი და ოჯახური მიზეზების“ გამო. ხუთიდან ერთი ქალიამბობს, რომ არ მუშაობს. როგორც აღნიშნავენ, მათი მეუღლეების სურვილია, ისინი სახლში დარჩნენ. შედარებისთვის, კაცების შემთხვევაში იგივე სურვილი აქვს ორმოცდაათიდან მხოლოდ ერთს.
საშინაო შრომა — კულტურული თუ ეკონომიკური ფაქტორი?
საშინაო შრომის გენდერულ დანაწილებას ხშირად კულტურულ კონტექსტს მიაწერენ. პატრიარქალური საზოგადოებისთვის ქალის მიერ საოჯახო საქმის შესრულება ნორმაა და აღიქმება, როგორც ისტორიული მოცემულობა.
„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრი ია ბახტაძე მიიჩნევს, რომ ის სტერეოტიპები, რომლებიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული, ქალების ცნობიერებაზეც ახდენს გავლენას და აძლიერებს აღქმას, რომ საოჯახო საქმის შესრულება ქალის მოვალეობაა.
„ბევროჯახშიგოგონებსეკისრებათე.წ. საოჯახოსაქმეებისკეთება. როდესაცბავშვობიდანსწორედასეთიმოსაზრებაგესმისყველამხრიდან, ესძალიანდიდგავლენასახდენსშენსმსოფლმხედველობაზე, ზოგადად, დაამშემთხვევაშიკონკრეტულადიმაზე, თურასმიიჩნევცხოვრებაშიპრიორიტეტადანთუნდაცმოსახდელვალადოჯახისთუსაზოგადოებისმიმართ. შესაძლოა, გარკვეულინაწილისახლისსამუშაოსდაოჯახისწევრებზეზრუნვასმიიჩნევდესარაიმდენადსადმესამსახურშიგასვლაზეუკეთესალტერნატივად, არამედმის, როგორცქალის „სატარებელჯვარს“ — აღნიშნა ბახტაძემ ჩვენთან საუბრისას.
გენდერის მკვლევარ მაია ტაბიძის თქმით კი, კულტურულ ასპექტს ეკონომიკური ფაქტორიც უნდა დავუმატოთ, რადგან საშინაო შრომის ქალის მიერ შესრულება მამაკაცების ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოვლენას უწყობს ხელს. მისი თქმით, „რადგან ქალი მიიჩნევა პასუხისმგებელ პირად საშინაო შრომაზე, კაცს შეუძლია მეტი იმუშაოს სახლს გარეთ. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ ქალს როგორც საშინაო შრომის შესრულება, ისე სახლს გარეთ შრომაცუწევს, რაც ქალებს დროის დეფიციტში აგდებს.“
ანაზღაურება საშინაო შრომისთვის
საშინაო შრომაზე საუბარი პირველად მარქსისტმა ფემინისტებმა დაიწყეს. სილვია ფედერიჩი თავის ნაშრომში„ანაზღაურება საშინაო შრომისთვის“ საოჯახო საქმის ქალისთვის მიკუთვნებას კაპიტალიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ საოჯახო საქმის ქალებისთვის გადაცემამ მამაკაცების სამუშაო ძალად გამოყენება გაცილებით გაამარტივა. „საშინაო შრომა უნდა ქცეულიყო ბუნებრივ მახასიათებლად, იმიტომ რომ კაპიტალის გეგმის საფუძველშივე ამ შრომას ანაზღაურება არ ეწერა. კაპიტალს უნდა დავერწმუნებინეთ, რომ ეს არის ბუნებრივი, გარდაუვალი და დამაკმაყოფილებელი საქმიანობაც კი, რათა ჩვენთვის აუნაზღაურებელი სამუშაო მისაღები გამხდარიყო. სამაგიეროდ, საშინაო შრომის აუნაზღაურებლობა გახდა ყველაზე ძლიერი იარაღი იმ ჩვეული შეხედულების გასამყარებლად, რომ საშინაო შრომა არ არის შრომა, რაც ხელს უშლის ქალებს, იბრძოლონ მის წინააღმდეგ“- ვკითხულობთ ფედერიჩის სტატიაში.
მნიშვნელოვანია, რომ საშინაო შრომის ანაზღაურებას ფედერიჩი საგნობრივად არ უყურებს, მისი თქმით, საშინაო შრომის ანაზღაურება კონკრეტულ თანხამდე დაყვანამ შესაძლოა, მას პოლიტიკური ბრძოლის პერსპექტივა დაუკარგოს. ამავე მოსაზრებას იზიარებს გენდერის მკვლევარი მაია ტაბიძეც. ჩვენთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ საშინაო შრომის თანხობრივი ანაზღაურება ვერანაირად მოხდება და ის სახელმწიფოსგან სხვა ქმედებებში უნდა გამოიხატოს.
„ქალებისთვის მდგომარეობის შემსუბუქება არის ის გზა, რომლითაც სახელმწიფომ მათი შინ გაწეული შრომა და ბავშვის მოვლაში დახარჯული დრო უნდა აანაზღაუროს. მან უნდა გასცეს გარკვეული სიკეთეები უფასოდ, მაგალითად გახანგრძლივებული უფასო ბაღები, რომლებიც მისცემს ქალს შესაძლებლობას, დასაქმდეს და არ იყოს სამსახურიდან გამოსაქცევი ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად. ასევე სახელმწიფომ უნდა გამართოს დეკრეტული შვებულების ხარვეზები და ქალისთვის შრომა გაამარტივოს“- აღნიშნავს მაია ტაბიძე.
იყო შემთხვევები, როცა ქალის მიერ სახლში შესრულებული შრომის თანხობრივად დათვლა სცადეს. თუ ქალი დაიქირავებს მზარეულს, ძიძას და დამლაგებელს, მას ეს თვეში საშუალოდ 2000 ლარი დაუჯდება.
უმუშევრობა ქალებში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის გენდერული სტატისტიკის მიხედვით, (ქალი და კაცი საქართველოში, 2019) დასაქმებულთა 47%-ს ქალები შეადგენენ, 53%-ს კი მამაკაცები. 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით კი, ეკონომიკურად არააქტიური ქალების 18% დიასახლისობის გამოა, იმავე მიზეზით არააქტიური კაცების მხოლოდ 8%-ია.
აღსანიშნავია, რომ დაუსაქმებელი ქალების 35%-ს აქვს უმაღლესი განათლება, სწორედ ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ქალები იმიტომ ვერ საქმდებიან, რომ შესაფერისი განათლება არ აქვთ. მეორე მხრივ, დაუსაქმებელი კაცების უმეტესობას, 45%-ს აქვს მხოლოდ საშუალო განათლება, ხოლო 30%-ს უმაღლესი. ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უმაღლესი განათლების მქონე მეტი მამაკაცია დასაქმებული, ვიდრე ქალი.
ია ბახტაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხშირად სტერეოტიპულად ქალების პროფესიად აღქმულ სამუშაო ადგილებზე ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ქალებს ასეთი დასაქმება არ უღირთ.
„ბევრი სამსახური ქალებს არც იმდენად სახარბიელო ხელფასს სთავაზობს, რომ ის ეყოს ბავშვ(ებ)ისთვის მომვლელს და იმდენი დარჩეს, რომ ღირდეს სამსახურში მუშაობაზე დახარჯულ დროდ“ - გვეუბნება ის.
სჭირდებათ თუ არა ქალებს ეკონომიკური გაძლიერება?
2017 წლისკვლევაში“ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ აღნიშნულია, რომ 2006 წლიდან 2016 წლამდესაკვლევპერიოდშისახელმწიფოსარგანუხორციელებიაპროექტი, სადაცგაცხადებულიმიზანიქალთაეკონომიკურიგაძლიერებაიქნებოდა. თუმცა შესაბამის სამინისტროების დაქვემდებარებაში შემავალი ორი სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებში, ქალთა ჩართულობის გაზრდა და ეკონომიკური აქტივობა პრიორიტეტული იყო. კერძოდ, ესენი იყო - „აწარმოე საქართველოში“ და კოოპერატივების განვითარების პროგრამა.
ამ კვლევის ავტორი ქრისტინე მარგველაშვილი ჩვენთან საუბრისას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შეფერხების მიზეზებს ასახელებს.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქალებს საქართველოში ეკონომიკური გაძლიერების გზაზე ეღობებათ, არის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სოციოკულტურული მოცემულობა ქალებს აგენტობის (agency) გარეშე ტოვებს, ისინი საკუთარ ცხოვრებას და ფინანსებს ვერ წარმართავენ და, მეტწილად, ფინანსურად მამაკაცზე არიან დამოკიდებული, რამაც ეკონომიკური ძალადობის სათავაეებთან შეიძლება მიგვიყვანოს“- აღნიშნა მკვლევარმა.
ქრისტინე მარგველაშვილი ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის ხარვეზებზეც გვესაუბრება.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს. ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური დოკუმენტი არ გულისხმობს გენდერული დისბალანსის ხარჯზე გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს და კონკრეტულ გზებს არ გვთავაზობს ქალების ეკონომიკური აქტიურობის გასაზრდელად. სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პროექტები სრულად უგულველყოფს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებას, არც შესაბამისი სტატისტიკა არსებობს“- აღნიშნავს მარგველაშვილი.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს კითხვებით მივმართეთ, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი პუნქტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაა, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით კანონპროექტი არ მომზადებულა.
მართალია, საკუთრივ საქართველოს ეკონომიკაც არაა ძლიერი, თუმცაეს ქალების ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებას არ გამორიცხავს. უმუშევრობა რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის გადაუჭრელი პრობლემაა, არც ეს გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ქალებს დასაქმების გზაზე დამატებით უამრავი დაბრკოლება ეღობებათ. ერთია, რომსაშინაო შრომა თანაბრად გადანაწილდეს ოჯახში ქალსა და კაცს შორის, თუმცა, მეორეა ის, თუ რას აკეთებს სახელმწიფო. გაუმართავი დეკრეტული შვებულება, სახელმწიფო ბაღების პრობლემები და სახელფასო სხვაობა გედნერის ნიშნით კიდევ უფრო ამძიმებს სამუშაო ბაზრის გარეთ დარჩენილი ქალების მდგომარეობას, რაც საბოლოოდ ეკონომიკურად ასუსტებს და საშინაო სივრცეს აჯაჭვებს მათ.
 
 

 

 
 
 
მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 151 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
813შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა