16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
05:50 AM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
თათია დავითაშვილი | 22 იანვარი 2018

სსსმ ბავშვები და ინკლუზიური განათლება

„ხშირად როცა კიბეებზე ასვლა მიწევს, კლასელების დახმარება მჭირდება...“

ვიდრე  წარმოგიდგენთ სურათს ბავშვთა ინკლუზიური განათლების შესახებ, მინდა მოგაწოდოთ  

მცირე ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ :

რა არის ინკლუზიური განათლება?

1) ინკლუზიური განათლება გულისხმობს მიდგომას, რომელიც ცდილობს ყველა ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში.  

2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის ჩართვა სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად.  

გაგაცნობთ უმთავრეს დოკუმენტს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლა საქართველოში -  სალამანკას დეკლარაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია.  

1)  ყველა ბავშვს, მათ შორის განათლების სფეროში დროებითი და მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვს, აქვს უფლება ისწავლოს სასკოლო დაწესებულებაში;

2) ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს ინკლუზიურ კლასში;

3) ყოველ ბავშვს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვზე ცენტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებში, რათა მოხდეს მისი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება;

4) ინკლუზიური განათლების განხორციელება სათანადო პირობებით უზრუნველყოფს მასში ჩართულ ბავშვებს;

5) ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი განათლება;

6) ინკლუზიური განათლება განაპირობებს ინკლუზიური საზოგადოების წარმოშობას და ეფექტურობას.

 

  დეკლარაციის თანახმად, მოსწავლეები შესაძლოა საჭიროებდნენ დროებით ან მუდმივ დახმარებას სასკოლო სისტემაში შემდეგი მიზეზების გამო: სოციალურ-ემოციური მდგომარეობა, და/ან ეკონომიკური მდგომარეობა, და/ან პოლიტიკური მდგომარეობა, და/ან თანდაყოლილი შეზღუდული შესაძლებლობა, და/ან შეძენილი შეზღუდული შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, განათლების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობისას საუბარია არა მხოლოდ ბავშვთა ისეთ უმცირესობაზე, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, არამედ სკოლაში მოსიარულე ბავშვების უმრავლესობაზე, და მათ შორის შშმ ბავშვებზე.

 

  აქვე  მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ: ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, აწყდება თუ არა ბარიერებს სწავლისა და განვითარების პროცესში. ინკლუზიურმა განათლებამ უნდა უზრუნველყოს ისეთი განათლების მიღება, რომელიც ბავშვებს აარიდებს არასრულფასოვნების კომპლექსისა და ამით განპირობებული უარყოფითი გრძნობების განვითარებას. 

 

იმისთვის, რომ გამეგო, რა მდგომარეობაა ბავშვთა ინკლუზიური განათლების სფეროში, ვეწვიე თბილისის ორ სკოლას :  თბილისის 63-ე საჯარო სკოლასა და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო-პედაგოგიურ სკოლას. უნდა აღინიშნოს, რომ ინკლუზიური განათლების მეთოდიკა და არა მხოლოდ, ზოგადად,  სწავლების პროცესი და ადაპტირებული გარემო ამ ორ სკოლაში კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. 

  მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სასწავლო გარემო საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 2000-ს აჭარბებს(მათ შორის 7 შშმმ), არ არის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა. არ არის პანდუსები (სკოლაში არის უამრავი კიბე, შედგება 2 შენობისგან რომელიც 4-4-სართულიანია და გაკვეთილები სხვადასხვა ოთახებში ტარდება), არ არსებობს სპეციალური საპირფარეშო, საკლასო ოთახები არ არის ადაპტირებული , არ არის სკოლაში სპეციალური ჯგუფი, რომელიც იზრუნებს შშმ მოსწავლეთა წარმოქმნილი პრობლემის მომენტალურ  მოგვარებაზე, გარდა დირექტორისა და პედაგოგებისა - არ არსებობს მულტიდისციპლინარული ჯგუფი. თუმცა ამასთან ერთად, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტორსაც, რომ მიუხედავად ამ უდიდესი ბარიერისა,  უარს არ ამბობენ შშმ ბავშვების მშობლები ამ სკოლაზე.  

  ამ ყველაფრის ფონზე, სკოლის დირექციასთან და სსსმ მოსწავლის მშობელთან შეთანხმებით, წარმოგიდგენთ 12 წლის მოსწავლის აზრს საჯარო სკოლაში სასწავლო გარემოსთან დაკავშირებით : - „მე მსურს, რომ სკოლაში გადაადგილებისას არ მექმნებოდეს პრობლემა. ხშირად, როცა კიბეებზე ასვლა მიწევს, კლასელების დახმარება მჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ დამოუკიდებლად მიჭირს. სურვილი მაქვს, რომ ფიზკულტურის გაკვეთლზე არსებობდეს აქტივობები, რომელშიც შევძლებ მონაწილეობის მიღებას, მაგალითად კალათბურთში“. 

მშობელი : -„ვინაიდან, სხვა გზა არ მაქვს, ტრანსპორტით გადაადგილება კიდევ უფრო პრობლემურია, სახლთან ახლოს დავდივართ სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი პირობები  არ არის და არც საშუალება მაქვს, რომ უკეთეს პირობებში ვისწავლოთ, თუმცა უშუალოდ სწავლის თვალსაზრისით პერსონალისგან ყველანაირი ხელშეწყობა და მხარდაჭერა იგრძნობა, რაც დასაფასებელია“.

საინტერესო და გასათვალისწინებელია კონფლიქტურობის დონე ინკლუზიურ განათლებაში  - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არმქონე ბავშვების მხრიდან.  რაც დღევანდელ სკოლებში ძალიან გავრცელებულია ბულინგისა და დისკრიმინაციის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ თავად მასწავლებლები აღნიშნავენ ფაქტს თანატოლთა სსსმ ბავშვებისადმი თავდაპირველადი ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ  არ დაუყრიათ ფარ-ხმალი და იბრძვიან არათუ ნეიტრალური, არამედ მეგობრული გარემოს შექმნისთვის. 

„სსსმ მოსწავლის სწავლება საკუთარი პასუხისმგებლობა და ინტერესია  და შესაბამისად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პრინციპითა თუ ყველა სოციალურ და სასკოლო აქტივობაში განურჩევლად ყველა მოსწავლის ჩართვის საშუალებით ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სამართლიან, სწორ და კეთილსინდისიერ ინკლუზიურ განათლებას. კერძოდ, ჩემთან შეთანხმებით პედაგოგები სსსმ მოსწავლისთვის ადგენენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, გაკვეთილის ჩაბარების ფორმა და შეფასების კრიტერიუმებიც ინდივიდუალური შესაძლებლებლობის საფუძველზე ყალიბდება, რაც თავისთავად მოსწავლის წახალისებასა და განათლების მისთვის ხელმისაწვდომ ფორმას გულისხმობს“- ამბობს სკოლის ამჟამინდელი სასწავლო ნაწილის, დროებით მოქმედი დირექტორი ნანა მელაძე.

  რაც შეეხება მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო-პედაგოგიურ სკოლას  შშმ ბავშვებისთვის - მთავარი მიზანი სწორედ შშმ ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების განათლების აღზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა (რაც საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრაციას ემსახურება).  სკოლა ყველა მხრივ ადაპტირებულია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისათვის -  როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ფუნქციონალური თვალსაზრისით. სასწავლო პროგრამა აგებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ მიდგომაზე.  

  სკოლის მიზანი განვითარების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს  სკოლის პროგრამის შესაბამისი და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე განათლების მიცემა; თერაპიული მხარდაჭერისა და კორექციული მუშაობის ჩატარებით თითოეული ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება; ბავშვებისთვის შრომითი და პროფესიული უნარების სწავლება და საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო ჩვევების განვითარებაა. 

სამკურნალო- პედაგოგიური სკოლის პროგრამა დაფუძნებულია ვალდორფული პედაგოგიკის საბაზისო პრინციპებისა და ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის გათვალისწინებით  - ანუ მოიცავს ყველა სპეციფიკურ სპეციალობას. 

სკოლის მულტიდისციპლინარული ჯგუფი დაკომპლექტებულია ექიმის, სამკურნალო პედაგოგის, ლოგოთერაპევტის, არტთერაპევტის, ფსიქოლოგის სამკურნალო ევრითმისტისა და სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტისგან.

სკოლას აქვს აგრეთვე მძლავრი მატერიალური ბაზა, რომელიც შეესაბამება აღნიშნული ტიპის დაწესებულების საერთაშორისო სტანდარტებს.

 

ამ ორი სკოლის შედარების საფუძველზე თვალსაჩინოა ყველა ფაქტორი, რომელიც უნდა გამოსწორდეს თბილისის საჯარო სკოლებში სრულყოფილი ინკლუზიური განათლებისთვის. რაც გულისხმობს საჭირო ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის არსებობას; მულტიდისციპლანური ჯგუფის არსებობას; ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შედგენას(თუმცა ამის პრობლემა კერძოდ 63-ე სკოლაში და ზოგადად, თბილისის სკოლებში ნაკლებად გვხვდება, ვინაიდან პედაგოგები საკუთარი ძალებით ცდილობენ სსსმ მოსწავლეთათვის განათლების ხელმისაწვდომობას); მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არსებობს სამკურნალო-პედაგოგიური ცენტრი, რომელიც ბავშვების დიაგნოზირებასა და მათ მშობლებთან გასაუბრებას გულისხმობს, ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს გარკვეული ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მშობელს საკუთარი სსსმ შვილის შესაძლებლობებისა და საჭიროებების ჩამოყალიბებაში და მშობლის თანხმობით შესაძლებელი გახდება მომავალი სსსმ მოსწავლისთვის პროგრამის განსაზღვრა. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული შესაძლო ან არსებული ბულინგის, დისკრიმინაციისა თუ გარიყვის აღმოფხვრის მიზნით სკოლებში ხშირად უნდა ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც დაეხმარება განურჩევლად ყველა მოსწავლეს საკუთარი ცნობიერების ამაღლებაში.   სხვა მხრივ ეს სკოლა შესაძლებელია შევადაროთ მიქაელ გაბრიელის სახელობის სამკურნალო-პედაგოგიურ სკოლას და ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების სრულყოფილი ფორმა არ არსებობს.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 3034 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
737შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა