15
ოქტომბერი, 2019 სამშაბათი
03:17 AM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
გვანცა ბერიაშვილი | 22 იანვარი 2018

“საოცნებო” 5 წელი

 

არასწორად დაწერილი პროგრამა თუ მოტყუებული ამომრჩეველი ?!

2012 წელს, წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა დაპირებების ნუსხა. ჯერ კიდევ კოალიცია ხალხს უამრავ სიკეთეს პირდებოდა. 5 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით მოვიდა სახელმწიფოს მმართველობაში. გთავაზობთ წინასაარჩევნო პროგრამიდან 10 დაპირებას და მათ შედეგს 5წლის მანძილზე.

2012 წლის არჩევნებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მტრულად განწყობილმა საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ხელისუფლების შეცვლა. იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა აღმოჩნდა კოალიცია: ქართული ოცნება“,რომელმაც შეძლო გამარჯვება. „ქართული ოცნების: 5 წლიანი მმართველობის შემდეგ წარმოგიდგენთ მათივე წინასაარჩევნო პროგრამიდან შერჩეულ 10 დაპირებას და ამ წლების მანძილზე გამოვლენილ შედეგებს.

1. „ხელს შევუწყობთ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას და უზრუნველვყოფთ დოლარიზაციის მასშტაბების შემცირებას...“

წყარო:

ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი განცხადება პარლამენტის სხდომაზე.

 http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/bizina%20ivanishvilis%20parlamentsi%20gamosvlis%20teqsti.pdf

შედეგი:        2012წ.              2016წ.              2017წ.        

                   1.66                  2.50                  2.65

 

წყარო: 

http://www.fmabkhazia.com/news/820

http://www.lari.ge/index.php?do=currency/chart&code=USD

ხელისუფლების შეცვლიდან არც ისე დიდი ხანი იყო გასული, რაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, იცვლებოდნენ მინისტრები, იზრდებოდა აღშფოთება, თუმცა შედეგი უფრო და უფრო უარესდებოდა… 5 წლის მანძილზე ხელისუფლებამ ვერ შეძლო არა თუ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდა, არამედ კურსის შენარჩუნებაც კი.

2. „დასრულებისთანავე ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირებების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას.“

წყარო:

http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/ocnebis%20saarchevno%20programa.pdf - გვერდი 1.

შედეგი: მესიად მოვლენილი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოსვლისთანავე არაერთხელ დაამტკიცა რამხელა გავლენას ახდენდა თავის თანაპარტიელებზე. პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგაც ხშირად გამოჩნდა, რამდენად იყო თითოეული „ქართული ოცნების“ წევრი დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილის აზრზე და დღემდე იგრძნობა ყოფილი პრემიერის გავლენა სახელმწიფო მმართველობაზე. ამას ადასტურებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანიაც „იმედთან“ მიცემულ ინტერვიუში. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, „სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძალიან დიდია". მისი თქმით, ეს პრობლემა ორი წლის განმავლობაში არა თუ შემცირდა, არამედ - გაიზარდა.

http://reportiori.ge/old/geworld.ge,?menuid=2&id=46702

 რაც შეეხება ავტორიტარულ მმართველობას, 2017 წლის არჩევნებმა ნათლად დაგვანახვა როგორ იღებდა ხმებს მოქმედი ხელისუფლება „მორჩილი“ ამომრჩევლისგან.

 

 

ასევე არაერთი ვიდეო მასალა გამოქვეყნდა, თუ როგორ დგას თითოეულ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და ეწევა აგიტაცია-პროპაგანდას.

https://www.facebook.com/geo.pressmedia/videos/137991426839940/

https://www.facebook.com/geo.pressmedia/videos/137994383506311/

https://www.facebook.com/geo.pressmedia/videos/137994810172935/

https://www.facebook.com/geo.pressmedia/videos/138065620165854/

3.      „უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში.“

წყარო: 

http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/ocnebis%20saarchevno%20programa.pdf - გვერდი 1.

შედეგი: 2016 წლიდან „ქარულმა ოცნებამ“ დაიწყო მოლაპარაკებები უდიდეს რუსულ კომპანიასთან - „გაზპრომთან.“

წყარო:

http://www.tabula.ge/ge/story/105361-kaladze-gazpromtan-mightseulia-shetanxmeba-rom-kontraqtis-dzvel-pirobebze-davrchet

2017 წლისთვის კახა კალაძის თქმით „გაზპრომთან“ ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და ძალაშიც არის შესული. მისივე განცხადებით „ხელშეკრულების დეტალები მხოლოდ რუსული მხარის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ქართული მხარე კი ცალმხრივად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.“ ამასთანავე, კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „გაზპრომისგან“ ფასდაკლებაც მიიღო - ათას კუბურ მეტრს 215$-ის ნაცვლად 185$-ად მიიღებდა.

წყარო:

http://www.tabula.ge/ge/story/116300-kaladze-gazprom-isgan-fasdakleba-mivighet-bunebriv-airs-185-ad-vikidit

„მეგობარი“ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლების პარალელურად, ამავე წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 500 მეტრით გადმოსწიეს. საზღვრის ახალი მანიშნებელი ბერშუეთის მკვიდრის, გია ხოდელის ბაღში დაამონტაჟეს. ფერმერის განცხადებით, მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.

4.      „დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში.

წყარო:

http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/ocnebis%20saarchevno%20programa.pdf

შედეგი: 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან, მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლიმ საქართველოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით სამი გასროლით მოკლა გიგა ოთხოზორია. „ქართული ოცნების“ ერთერთი დეპუტატის, გოგი თოფაძემ ამასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი: „ეს მოხდება ხოლმე, შეიძლება შეტაკება თუ მოხდა.რა მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრია და ჩემი თანაგუნდელების, ვეძებოთ რუსეთთან არა რუსოფილობა, არამედ რაღაც მოგვარება. ჩვენი წინაპრები გავიხსენოთ, რაღაცას ეფერებოდნენ, ყოველ შემთხვევაში დალაგებული იყო. მეორე თემაა - მართლმადიდებელი ქვეყანაა რუსეთი. ეს ერთეული შემთხვევები არ უნდა ჩავთვალოთ, რომ სისტემატურია.  ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ასეთი ექსცესები ხდება და ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია, დღეს საჭირო იყოს.“

წყარო: 

http://mpress.ge/2016/05/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%90/

ამასთანავე დევნილთა სამინისტრო ამუშავებდა გეგმას, რომლის მიხედვითაც 1992-93 წლებში,აფხაზეთის ომის შემდგომ დაბადებულ ბავშვებს აღარ ექნებოდათ დევნილის სტატუსი.

შედეგი იმასაც გვიჩვენებს, რომ დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია.

5.      „დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს.“

წყარო:

http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/ocnebis%20saarchevno%20programa.pdf

შედეგი: 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ისედაც დემოკრატიული არჩევნების გზით მოვიდა.

მოსვლისთანავე მათ დაიწყეს ინტენსიური შეტევები ოპოზიციაზე,მუდმივი მცდელობა მათ დაშლაზე.

2016 და 2017 წლის არჩევნებზე უამრავი დარღვევა გამოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, მაგალითად: დატრიალებული კარუსლები, ჩაყრილი ბიულეტინები, ფულით მოსყიდული ხმები თუ დაშინებული ამომრჩეველი.წყარო: 

მედია ორგანიზაცია „პრეს მედიის“ ჟურნალისტების მიერ, არჩევნებში დაკვირვების შედეგად წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალები.

რაც შეეხება მედიის თავისუფლების დაცვას, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსვლის დღიდან ხშირად აღნიშნავდნენ რაოდენ „ხმამაღალი“ იყო რუსთავი 2 და მის მიერ გაშუქებული მოვლენები. დაიწყო შეტევები და სასამართლო პროცესები სამაუწყებლო კომპანიის საწინააღმდეგოდ.

6.      „უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისათ ვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან.“

შედეგი: ხელისუფლების შეცვლისანავე დაიწყო პოლიტიკური დევნა. ათასობით ადამიანი გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან. ქვეყანაში დღითიდღე იმატებს პოლიტპატიმართა რიცხვი. ჯერ კიდევ 2016 წელს, სტრასბურგის სასამართლომ ივანე მერაბიშვილი პოლიტპატიმრად სცნო, თუმცა ის დღემდე ციხეში იმყოფება. 

ხელისუფლებამ ასევე დამნაშავედ სცნო ბაჩო და დათა ახალაიები, გიგი უგულავა, (რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ გაათავისუფლეს) გიორგი ონიანი, ირაკლი ჩხვირკია (რომლის სასამართლოები დღემდე მიმდინარეობს) და ა.შ.

წყარო:

https://sputnik-georgia.com/politics/20160614/232134783.html

http://www.tabula.ge/ge/story/88892-axalaias-shvidi-tslit-da-eqvsi-tvit-patimroba-miusajes

http://www.tabula.ge/ge/story/95507-saberdznetis-uzenaesma-sasamartlom-axalaias-eqstradiciaze-uari-ganacxada

http://www.tabula.ge/ge/story/126224-giorgi-onians-4-tslit-da-6-tvit-patimroba-miusajes-da-sasamartlo-darbazshi-daakaves

http://odishinews.ge/ge/2015-03-22-16-16-29/

7.      „არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან.“

წყარო:

http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/ocnebis%20saarchevno%20programa.pdf

შედეგი: პარტიული ნიშნით დანიშნული, გამოცდაში ჩაჭრილი ათასობით ადამიანი და გამოცდაჩაბარებული, ასევე პარტიული ნიშნით გათავისუფლებული უამრავი თანამშრომელი. ამის დასტურად სასამართლოში მოგებული არაერთი პროცესი. https://www.facebook.com/gvanca.beriashvili/videos/a.1495834577139443.1073741864.100001387464746/1495834603806107/?type=3

8.      „დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას.“

წყარო:

http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/ocnebis%20saarchevno%20programa.pdf

შედეგი: 2017 წლის მონაცემებით 800 000-მდე ღატაკი ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის 21.3% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ეს იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია ან ძირეულად არასწორია. უამრავი ადამიანი ჩივის, რომ არ არის სამუშაო ადგილები და ისინი ვერ ახერხებენ მინიმალური სარგოს გამომუშავებას.

წყარო:

http://factcheck.ge/article/2016-tsels-sigharibis-machvenebeli-0-5-ith-gaizarda-thumtsa-2012-tslis-shemdeg-es-machvenebeli-7-ithaa-shemtsirebuli/

9.      „დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვისაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ, გააზრებულ რეფორმებს.“

წყარო:

http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/ocnebis%20saarchevno%20programa.pdf

შედეგი: 30 000-ზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. 

წყარო: 

http://factcheck.ge/article/bolo-tslebshi-statusshecherebuli-studentebis-raodenoba-shemtsirebulia-statusi-phinansuri-mizezith-mkholod-5-s-aqvs-shecherebuli/

2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი 12 000-ზე მეტი მოსწავლე.

2012 წლის მონაცემებით, ჩაჭრილი სტუდენტთა რაოდენობა 10%-ს აღწევდა, ხოლო 2013 წლის მონაცემებით რაოდენობა 30%-ზე მეტი გახდა.

ზოგადი უნარების გამოცდა ვერ გადალახა

          2012      2013      2014      2015

        7.89%     8.04%   11.24%   12.7%

 

 

 

10.  „ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას.

წყარო:

http://www.ivote.ge/images/doc/pdfs/ocnebis%20saarchevno%20programa.pdf

შედეგი: მუდმივი აგრესია სექსუალური უმცირესობის მიმართ. რელიგიის ხშირი და უხეში ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობებში.

მიუხედავად შეუსრულებელი დაპირებებისა, 2017 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მოახერხა არჩევნებში გამარჯვება.

ყოველი დაპირება და მისი შედეგი ნათლად გვიჩვენებს რამდენად შეძლო 5 წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლემაბ მათი შესრულება. მიუხედავად გასული წლებისა, უკმაყოფილოდ დარჩენილი ამომრჩევლისა და „აუხდენელი ოცნებებისა,“ 2017 წლის არჩევნებში, მმართველმა გუნდმა კვლავაც შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში დარჩენა.

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 457 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა