15
ოქტომბერი, 2019 სამშაბათი
02:58 AM
ანალიზი და მოსაზრება - სხვა
სალომე მათიაშვილი | 22 იანვარი 2018

პირბადიანი პროტესტი

 დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მესმოდა სიტყვები „წარმატებები კაპიტანო“, მაგრამ, მიუხედავად პროფესიული საქმიანობისა , მაინც არ დავინტერესედი და დაახლოებით ორი ათეული საინფორმაციო საიტის შემოთაზება უარვყავი.  არ გადავედი უკვე მობეზრებულის საიტების ლინკზე, სადაც მპირდებოდნენ, რომ შედეგი გამაოცებდა და არ წავკითხე კაპიტნის ამბავი.  ნიუსრუმში რომ შევედი საუბრობდნენ კაპიტანზე. დამაინტერესა, გავიკითხე, წავიკითხე, გავიაზრე და სანამ ვიაზრებდი ზარმაც არ დააყოვნა. გამაფრთხილეს, რომ აქცია იმართებოდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვიცე კაპიტნის, გურამ კაშას,  მხარდაჭერის წინააღმდეგ. თავიდან ვიფიქრე, კარგად არ ვიცოდი ამბავი, ვერ მივხვდი ვის და რატომ სჭირდებოდა აქცია, მერე უფრო მეტი გავიკითხე, წავიკითხე და გავიგე.  აღმოჩნდა, რომ ქართველი ბიჭობა და კარგად მოფერიანებული ბიძები თავს დამცირებულად  გრძნობდნენ, იმის გამო, რომ საქართველოში ერთერთმა ყველაზე წარმატებულმა ფეხბურთელმა, რომელიც ჰოლანდიის ფეხბურთის გუნდის „ვიტესის“ კაპიტანია,   ერთი მარტივი ჟესტით დაგმო ძალადობა ჰომოსექსუალების მიმართ. ეს ჟესტი სრულიად უწყინარი LGBT საზოგადოების დროშის ფერებით გაფორმებული სამკლაური გახლდათ.  

    მინდოდა აქციაზე წასვლა. ულევი მასალა მოდიოდა, რომელიც უნდაა დამემონტაჟებინა, დამეწერა ამბავი, დამერეკა, ინფორმაცია მომეძებინდა. მეც  ვაკეთებდი ჩემს საქმეს. კადრებს დიდხანს ვუყურებდი. თითქმინს 50 წუთიანი  ჩანაწერი მქონდა. ფერხორციანი ძიები იგინებოდნენ, სოდომისა და გომორის ცოდვას წყევლიდნენ.

- ხალხო გვინდა რომ ჩვენს ოჯხაშიც მოიძებნოს პიდარასტი?

-გვინდა ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში სადაც მთავრობა ჰომოსექსუალებს ემხრობა?

-გვინდა რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა თავზე დაგვექცეს?

-დავით აღმაშენებელი ალბათ საფლავში ტრიალებს.

იტრიალოს. ნეტავ უფრო მეტად იტრიალოს, რომ დაჟანგებული ძვლების ხმამ შეგვაწუხოს. დიახაც გვინდა, რომ ფერხორციანი ბიძები არ წყვეტდნენ როგორ ვიცხოვო, სად მინდა ვიცხოვრო, როგორი აზრი მქონდეს. არ მინდა ის რაც მამას უნდა.

რომელი ქართველობა წაგვერთვა? ღიპის დადების ტრადიცია? განსხვავებულის ფეხსაცმლიდან დალევის?  ახლის დასველების?

რაც უფრო მეტი კადრი მოდიოდა უფრო მეტ პატარა ბიჭს ვხედავდი  ბიძიკოების გვერდით. პირბადეებით  იდგნენ და გული სტკიოდათ-კაპიტანმა როგორ გვიღალატაო. კაცობა დაკარგა და ქართველები შეგვარცხვინაო.  აი, ის კაცობა თავად რომ  ტელევიზორის წინ წამოწოლილი დარჩათ. აი, ის კაცობა წინა საღამოს სხვის საძინებელში რომ დარჩათ,  ან შეიძლება ის კაცობა შეურცხვათ სინდისი რომ ქენჯნის სხვისი სარეცელიდან ცოლ-შვილთან მისულს. გამართლება მაინც არსებობს-სულ ქათმის ხორცს ხომ ვერ შეჭამო და ამას მოყვება უსასრულო ხარხარი.

ნეტავ ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვამ თუ შელახა მათი სასოებით შენახული ქართველობა?!  ნეტა მაშინ თუ შერცხვათ 48 ქართველი ესპანეთს რომ ძარცვავდა, ანდა ახლა თუ რცხვენიათ მიწისქვეშა გადასასსვლელებში რომ ცხოვრობენ ქართველები.

სამკლაურით თანაგრძნობა გვარცხვენს, მაგრამ  აქციაზე პირბადით „ქართველობის“ დაცვა-არა. 

ხშირად მიფიქრია, რომ სანამ მსგავსი აზროვნების და მენტალიტეტის ადმიანები არ დაგვტოვებენ, ჯანსაღი თაობა არ წამოვა. სარეველა ბალახს რომ შევადაროთ, მცენარე კარგად ვერ გაიზრდება სანამ სარეველა ბალახისგან არ გავასუფთავებთ, არ გავმარგალავთ და საზრდოს არ მივცემთ, რომელსაც სხვა პარაზიეტები არ წაართმევენ. ასევეა „ქართული მარშის“ აზროვნების ტიპის ადამიანები. ძალიან ძვირფასები არიან ჩვენთვის უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბებიები, ბაბუები, კიდევ უფრო მოხუცები, დიდი ბებიებიც შეიძლება და ა.შ. მაგრამ ისინი ვერ ერგებიან ჩვენს საუკუნეს და ვერც მოერგებიან. მათ ასწავლეს ისე, როგორც იმ დროისთვის იყო მისაღები და მისცეს ის მცირე განათლება, რაც ქალს სუფრის გასაშლელად და მამაკაცს პურის ფულის საშოვნელად და კეკლუცობისათვის გამოადგებოდათ. ახლა აღარ გვინდა ეს აზროვნება, უფრო მეტი გვჭირდება, მეტს გვთხოვს ეს საუკუნე და სანამ სარეველა ბალახივით მომრავლებულ ბიძიებს არ მოვიშორებთ, მანამ არ გადაბრუნდება ურემი. 

 

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 438 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა