16
სექტემბერი, 2019 ორშაბათი
05:49 AM
ანალიზი და მოსაზრება - მსოფლიო
სოფიკო ქარცივაძე | 25 იანვარი 2016

ტერორიზმი და საქართველო

მე ვარ მართლმადიდებელი ქართველი!!!. ჩემი წინაპარი მუსლიმია!!!. ვიმეორებ, მე ვარ ქართველი!!!

განვითარებულ მოვლენებს ეს სიტყვები ტიტრებივით გაჰყვება. გლობალური პრობლემა ტერორიზმი, რომელიც რეალურ საფრთხსეს უქმნის მსოფლიოს, ისლამური რელიგიის სახელით მოქმედებს. სიტყვა ტერორიზმი ისლამურ რელიგიასთან ასოცირდება, ამან კი,  უამრავი ადამიანის ეროვნული და რელიგიური სტატუსი „შელახა“. 
„მე ვარ მუსლიმი, მაგრამ არ ვარ ტერორისტი“- ამ ფრაზის გამეორება უამრავ ადამიანს უწევს. მართალია, იმეორებენ ამ ფრაზებს, მაგრამ უამრავ ადამიანს მათ მიმართ ნდომა მაინც ეკარგება. ვერ დავიწყებთ იმაზე კამათს, თუ რამდენად მართალი ან მცდარია სზოგადოება ამგვავი დამოკიდებულებულების გამო, მაგრამ ერთი აშკარაა, საქართველო ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხის წინაშე დგას. 
საქართველო რელიგიურად და ეროვნულად მრავალფეროვანი ქვეყანაა. აჭარაა ავტონომიური რესპუბლიკაა. მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმი აღმსარებლობისაა. სწორედ ამიტომ, ხუთი აჭარელი აქტივისტის საქართველოდან წასვლა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.  ამ ახალგაზრდების ამგვარი ქმედების შედეგი შეიძლება ასე ავხსანთ-„რელიგიური გაუნათლებლობა“. სწორედ ესაა ის პრობლემა, რომელსაც უარყოფით შედეგებამდე მივყავართ და, რომელმაც შეიძლება ურთიერთობები და დამოკიდებულებები გაამწვავოს.  სამწუხაროდ, ამგვარი ადამიანების გარდაქმნა და საკუთარ იარაღად გამოყენება, როგორც ჩანს, ყველაზე მარტივია.
ტერორიზმი პოლიტიკური ომია თუ რელიგიური, ის საკითხია, რომელზეც საუბარი შორს წაგვიყვანს. ამას, ალბათ, „ბნელ“ ომს თუ დავარქმევთ, რადგანაც, ამ ეტაპზე, მხოლოდ „თამაშია უღრან ტყეში“. 
ტერორიზმის საფრთხე საქართველოში რეალურია. ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ მუქარის შემცველი გზავნილები ისევ ქართველი ახალგაზრდების მიერ გახმიანდა.საქართველოში ტერორიზმის საფრთხეებზე საურისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე , ეთნიკურად არაქართველი, იბრძვის და რა თქმა უნდა მათ შესაძლოა ჰქონდეთ მცდელობა,  საქართველო გამოიყენონ გზად ევროპასა და აზიას შორის.
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სოციალურ ქსელში  ხშირად ავრცელებ ვიდეოებს.  იმუქრებიან, რომ ჩეჩნეთსა და კავკასიაში ომს დაიწყენებ. მათ მიერ გავრცელებული რუკიდან ჩანს, რომ საქართველოც შედის ამ გეგმაში. მუქარა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ისინი იმუქრებიან იმ ქართველი მუსლიმების განადგურებაზე,რომლებიც ვაჰაბისტები არ არიან. იმ ადამიანებზე შურისძიებაზე, რომლებიც მუსლიმებს ავიწროვებენ და ასე შემდეგ. რამდენად სახიფათოა მათი მუქარა არავინ იცის, რადგან „დაჩლუნგებულ ლომს კბილებიც აქვს“.
სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ საქართველოდან მებრძოლების წასვლა არ მოხდეს. ერთია, როცა საფრთხე გარედან გვემუქრება და მეორე, როცა ეს საფრთხე შიგნიდან იგრძნობა. მე არ მინდა, ქართველი ხალხი გაიყოს რელიგიური მრწამსის მიხედვით. უნდა გავერთიანდეთ ექსტრემიზმთან, ძალადობასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან დუმილი და გულგრილობა ყველაზე მეტად ასაზრდოებს ძალადობას. 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2278 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
737შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა