14
დეკემბერი, 2019 შაბათი
12:19 PM
ანალიზი და მოსაზრება - კულტურა
ხატია ლობჯანიძე | 17 იანვარი 2018

ფილმი “ 12 განრისხებული მამაკაცი “

    12 განრისხებული  მამაკაცი (ინგლ. 12 Angry Men) – 1957 წლის ამერიკული   შავ-თეთრი ფილმია. სცენარის ავტორია – რეჯინალდ როუსი , დამდგმელი რეჯისორი – სიდნეი ლუმეტი. პროდიუსერები არიან : ჰენრი ფონდა და რეჯინალდ როუსი. მუსიკა ეკუთვნის კენიონ ჰოპკინს. ოპერატორი ამ ფილმისა არის ბორის კაუფმანი, დამონტაჟებულია კარლ ლენერის მიერ.     

      ფილმს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები : ოქროს დათვი და ბაფთა საუკეთესო მსახიობი  კაცისთვის მტავარ როლში – ჰენრი ფონდა.

          მონაწილეობენ : 

 

1. მარტინ ბალსამი-პირველი მსაჯული ,ჟიურის თავმჯდომარე ,სკოლის ფეხბურთის კლუბის მწვრთნელის თანაშემწე.

2. ჯინ ფიდლერი- მეორე მსაჯულუი ,ბანკის კლერკი

3. ლი ჯ.კობი – მესამე მსაჯული , ბიზნესმენი

4. ე.გ. მარშალი – მეოთხე მსაჯული ,ბროკერი

5. ჯეკ კლუგმანი – მეხუთე მსაჯული , პარამედიკოსი

6. ედვარდ ბინსი – მეექვსე მსაჯული , სახლის მხატვარი

7. ჯერ უორდენი – მეშვიდე მსაჯული , გამყიდველი

8. ჰენრი ფონდა – დეივისი, , მეშვიდე მსაჯული  არქიტექტორი

9. ჯოზეფ სვინი-მაკკარდლი , მეცხრე მსაჯული

10. ედ ბიგლი – მეათე მსაჯული, ავტოფარეხის მეპატრონე

11. ჯორჯ  ვოსკოვეცი  _ მეთერთმეტე მსაჯული , მესაათე

12. რობერ ტ ვებერი – მეთორმეტე მსაჯული, აღმასრულებელი  დირექტორი

      18 წლის ყმაწვილს   მამის  მკვლელობაში  ადანაშაულებენ. . ბიჭი ღარიბი ოჯახიდანაა და რთულ პირობებში იზრდებოდა, იგი ადრეული ასაკიდან არღვევდა კანონს, შესაბამისად მას ცუდი რეპუტაცია აქვს.  მას სიკვდილით დასჯა ელექტროსკამით ემუქრება.  12 მოსამართლე ვერდიქტის გამოსატანად შეიკრიბა, მათ უნდათ დაასკვნან დამნაშავეა თუ არა ახალგაზრდა.  ყველა დარწმუნებული იყო,  რომ ბიჭი დამნაშავეა  და 12 -იდან მხოლოდ ერთი ვერ აძლევს თავს უფლებას ბიჭი დამნაშავედ ცნოს. არიან მკვლელობის მოწმეები, რომლებიც ამტკიცებენ როგორ დაინახეს გაქცეულიი ბიჭი, როგორ შემოესმათ  მამის ძირს დავარდნის ხმა და ა.შ მაგრამ, მათი ეს ჩვენებებიიი არასანდოაა და ერთ-ერთი მსაჯულიც, სწორედ, ამის დამტკიცებას ცდილობს.  მათზე დიდი პასუხისმგებლობაა. მოსამართლეთა ხმები 11:1 გაიყო. შეკრების  ბოლოს მოსამართლეების აზრები კარდინალურად შეიცვალა.  მერვე მსაჯულმა საბოლოოდ მოახერხა დანარჩენი მსაჯულებისათვის დაემტკიცებინა ბიჭის უდანაშაულობა. 

 

     ამ ფილმის მთავარი გმირი ჰენრი ფონდა უაღრესად დიდი სულიერების მქონე პიროვნებაა. ჰენრი ის ზნეობრივი მაგალითია, რომელმაც შეძლო უმრავლესობასთან დაპირისპირება, საკუთარი აზრის მკაფიოდ და ნათლად დაფიქსირება და მყარი არგუმენტებით სიმართლის დამტკიცება. მან ყველას შეახსენაა რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე იყვნენ, რომ მათ ხელში იყო ადამიანის სიცოცხლე. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, დაუზოგავი შრომითა და ღრმა დაფიქრების შემდომ მოწმეთა ჩვენებების სიც  რუეში დაარწმუნა მსაჯულები და გადაარჩინა უდანაშაულო ბიჭის სიცოცხლე. 

   12 განრისხებული  მამაკაცი  ღრმა ფსიქოლოგიური    ფილმია.  სიუჯეტი მთელი სცენარის განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო დარბაზში. ერთი შეხედვით ეს ყველაფერიი შესაძლებელია ვინმესთვის მომაბეზრებელიც იყოს, მაგრამ  სინამდვილეში ინტერესს სწორედ ეს იწვევს. ავტორი ამ ფილმით კარგად გვაჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და რამხელა ძალისხმევას საჭიროებს მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანისას. 12 მსაჯულიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა განსხვავებული აზრი და საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად ბევრი მაგალითი და არგუმენტი მოიყვანა, შესაბამისად შეძლო დანარჩენების შეხედულების შეცვლა. აქედან გამომდინარე ავტორი უმცირესობაში მყოფ ადამიანებს მოუწოდებს არასოდეს არ დანებდნენ, ბოლომდეე იბრძოლონ საკუთარი სიმართლის  დასამტკიცებლად, უმრავლესობამ ვერ უნდა შეძლოს მისი შეხედულების შეცვლა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ შენ არ ხარ ბოლომდე საკუთარ თავში დარწმუნებული.  უნდა გვახსოვდეს რომ ერთმა ჩვენმა განსხვავებულმა აზრმა შეიძლება შეცვალოს ყვეაფერი, როგორც ამ ფილმში მოხდა და ბიჭი სიკვდილს გადაურჩა.

    ძალიან საინტერესო იყო ეს ფილმი. მისი ყურების შემდეგ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დავფიქრდი. ყველაზე მეტად მომეწონა ჰენრი ფონდას პერსონაჟი და მისი მყარი პოზიცია,. იგი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის მისაბაძი პიროვნებაა. მისი შეუპოვრობა და სიმართლისათვის ბძოლა შესანიშნავი მაგალითია სხვა მსაჯულებისათვის, რომელთა ხელშიც ბევრი ადამიანის ბედია.                                                                   

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1100 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა