21
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
02:08 PM
ახალი ამბები

მ. ლომიძის წიგნის ,,ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა" პრეზენტაცია

გამოქვეყნების თარიღი: 24.05.2018

  ა.წ. 29 მაისს, 17.00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (VI კორპუსის 303-ე აუდიტორიაში) გაიმართება ჟურნალისტიკის დოქტორის მარინე ლომიძის წიგნის ,,ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა’’ პრეზენტაცია.

 ღონისძიებას წარუძღვება მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე. დაგეგმილია ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას, წიგნის წინათქმის ავტორის ხათუნა მაისაშვილის, რეცენზენტის დიმიტრი ბენაშვილის, ,,სეზანის’’ საგამომცემლო ჯგუფის ხელმძღვანელის მანანა კარტოზიას, წიგნის ავტორისა და სტუდენტთა გამოსვლები. 
მარინე ლომიძის წიგნში ,,ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა’’ გაანალიზებულია წერილები 2003 წელს „დილის გაზეთის“ ტრადიციული სერიით გამოცემული პუბლიცისტის წიგნის „ძველი და ახალის“ მიხედვით. მ. ლომიძე ამ წიგნის პრიზმიდან განიხილავს მედიაპუბლიცისტიკას, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტიან და ეფექტურ ფორმას, როგორც PR-ის განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. 
მარინე ლომიძე ერლომ ახვლედიანის საგაზეთო პუბლიკაციებს მიიჩნევს მედიაპუბლიცისტიკის, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე მიმართულების თვალსაჩინო ნიმუშებად. მათ გამოარჩევს თემატიკა: ადამიანის შეცნობილი თავისუფლებისაკენ სწრაფვა, ეროვნული თვითშეგნების გაცნობიერება, სამშობლოს კეთილდღეობაზე ფიქრისა და ზრუნვის განცდის გამძაფრება, პიროვნული და ეროვნული ღირსების შენარჩუნება, ჰუმანიზმის იდეებზე დაფუძნებული ცხოვრების წესისაკენ მოწოდება, ჩვენი მსოფლშეგრძნების მთავარი საყრდენები: ენა, მამული, სარწმუნოება; პუბლიცისტური ტექსტების ფორმები; არგუმენტაციის ხერხები და მეთოდები; ლექსიკური ერთეულები; სათაური და ენა. ეს სწორედ ის ასპექტებია, რომელთა პროფესიულად შესრულების დეფიციტია თანამედროვე ქართულ მედიაში. წიგნის ავტორის მიერ ამ საკითხების წარმოჩენა საინტერესო და სასარგებლო იქნება სტუდენტებისათვის, ჟურნალისტებისათვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისათვის, რაც განსაზღვრავს წარმოდგენილი გამოცემის აქტუალობას.
ერლომ ახვლედიანის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მწერალი და დრამატურგი; თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტისა (1957 წ.) და უმაღლესი სასცენარო კურსების (მოსკოვი, 1964 წ.) კურსდამთავრებული; წიგნების („ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“, „კოღო ქალაქში“) ავტორი; 20 ფილმის („აპრილი“, „ფიროსმანი“, „ივანე კოტორაშვილის ამბავი“, „ამაღლება“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „არასერიოზული კაცი“, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, „ძნელი დასაწყისი“, „გზა შინისაკენ“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ და სხვ.) სცენარების ავტორი და თანაავტორი; სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ლიტერატურული პრემია ,,საბას’’ ლაურეატი საუკეთესო რომანისთვის ,,კოღო ქალაქში’’.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 670 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
PROMO VIDEO
PROMO VIDEO

მოკლე განმარტება მულტიმედია ცენტრის საქმიანობის შესახებ, და პრომო ვიდეოს რაიმე შინაარსი. 

EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა