14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
06:45 AM
ახალი ამბები

„მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?”

გამოქვეყნების თარიღი: 17.03.2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” მონაწილეობის მისაღებად
კონფერენცია გაიმართება თბილისში, 3 და 4 ივნისს, 2016 წ. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:
• ადამიანის უფლებები და მედია;
• ჟურნალისტის უფლებები;
• სასამართლო და მედია;
• მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
• დანაშაული და მედია;
• სენსაცია და ადამიანის უფლებები;
• არჩევნები და მედია;
• გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
• გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
• ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
• საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
• გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
• კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
• სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები და სხვა. კონფერენცია ინტერდისციპლინურია. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ტრანსპორტი და დაბინავება უზრუნველყოფს DWA. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე: mediaruledwtsu@gmail.com
• მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
• სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი; გამოგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილის თვეში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში): 558 49 95 87, amalia.oganjanyan@dw.de.

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 7265 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
PROMO VIDEO
PROMO VIDEO

მოკლე განმარტება მულტიმედია ცენტრის საქმიანობის შესახებ, და პრომო ვიდეოს რაიმე შინაარსი. 

EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა