14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
08:06 AM
ახალი ამბები

პროფესორ იოჰანეს გროცკის (Prof. Johannes Grotzky) ლექცია-ვორკშოპი

გამოქვეყნების თარიღი: 08.12.2015

 ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების საყურადღებოდ! პროფესორ იოჰანეს გროცკის (Prof. Johannes Grotzky) ლექცია-ვორკშოპი თემაზე „მედია სამუშაო ბაზარი - რა თვისებები და ცოდნა არის საჭირო სამსახურის მოსაპოვებლად“ გაიმართება 11 დეკემბერს, 16:00, თსუ-ის, მე-6 კორპუსის 303 აუდიტორიაში (თარგმანი უზრუნველყოფილია) პროფესორი იოჰანეს გროცკი (Prof. Johannes Grotzky) - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, სამხრეთ ევროპის და რუსეთის მცოდნე, სლავისტი, ბამბერგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთევროპის მეცნიერებათა, კულტურისა და მედიის პროფესორი. დაიბადა 1949 წელს ჰილდესჰაიმში. 1983-1989 იყო ARD (გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლობის) კორესპონდენტი მოსკოვში, 1989 – 1994 –ARD-ს სამხრეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ვენაში. აშუქებდა ომს და კონფლიქტებს, მისი რესპონდენტები იყვნენ რომის პაპი, ჰილარი კლინტონი, მსტისლავ როსტროპოვიჩი და სხვ. 37 წელი მუშაობდა ბავარიის საზოგადოებრივ ტელემაუწყებელზე (Bayerischer Rundfunk), აქედან 12 წელი როგორც ხელმძღვანელი. 1996 წლიდან კითხულობს ლექციებს მიუნხენის და ბამბერგის უნივერსიტეტებში. 2014 წლიდან ბამბერგის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.

 

 

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 2606 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
PROMO VIDEO
PROMO VIDEO

მოკლე განმარტება მულტიმედია ცენტრის საქმიანობის შესახებ, და პრომო ვიდეოს რაიმე შინაარსი. 

EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა