14
ოქტომბერი, 2019 ორშაბათი
08:26 AM
ახალი ამბები

სტუდენტების საყურადღებოდ!

გამოქვეყნების თარიღი: 23.09.2015

ყველას, ვისაც გიყვართ ფოტოგრაფია და საქართველოს ბუნება, ხართ პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი და ხშირად მოგზაურობთ საქართველოში, გეძლევათ შესაძლებლობა პოპულარიზაცია გაუწიოთ, როგორც საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებსა და ლანდშაფტს, ასევე საკუთარ შემოქმედებას.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს ახალ ინოვაციურ პროექტს, საქართველოს ლანდშაფტის, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტი გულისხმობს Google Chrome Extension-ის შექმნას, რომელიც ყოველი ახალი ტაბის (New Tab) გახსნისას, თქვენ მიერ გადაღებული ფოტოს მეშვეობით საქართველოს ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას გააცნობს საზოგადოებას. ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია პროფესიონალი და/ან მოყვარული ფოტოგრაფების მაქსიმალური ჩართულობა. 24 სექტემბერს, 12 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 107 აუდიტორიაში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში, მოეწყობა პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა და დემო-ვერსიის ჩვენება. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე

(ბმული იხილეთ აქ)

საკონტაქტო ინფორმაცია: info@eiec.gov.ge 5 77 95 16 12 თამთა ბაშელეიშვილი გ.გულიას ქ.# 6 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1234 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
PROMO VIDEO
PROMO VIDEO

მოკლე განმარტება მულტიმედია ცენტრის საქმიანობის შესახებ, და პრომო ვიდეოს რაიმე შინაარსი. 

EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა