04
აპრილი, 2020 შაბათი
06:27 PM
ახალი ამბები

საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ

გამოქვეყნების თარიღი: 25.11.2014

1999 წლიდან გაეროს რეზოლუციის თანახმად 25 ნოემბერი მიიჩნევა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ. საქართველოში ამ დღის აღნიშვნა როგორც ორგანიზატორები ამბობენ გამოწვეული იმ ძალადობრივი ფაქტების გახშირებით რაც ბოლო პერიოდში მოხდა. ბოლო 10 თვის განმავლობაში 24 ქალი მოკლეს.

 აქციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, პოლიტიკოსები, სტუდენტები,კულტურის  და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ხანდაზმულები. აქციაზე ასევე იმყოფებოდა ქალბატონი, რომლის შვილიც ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

ორგანიზატორების მიერ შედგენილ პეტიციას ყველა მსურველმა მოაწერა ხელი, იგი სახელმწიფოს სამივე აღმასრულებელ შტოს გადაეგზავნება, აქ ხაზგასმულია ყველა ძირითადი პრობლემა და მათი გადაჭრის გზები. გარდა ამისა აქციაზე იდგა სტენდი, სადაც ყველა მსურველს შეეძლო საკუთარი ხელის ანაბეჭდის დატოვება , ამ პერფორმანსით ისინი უერთდებოდნენ ძირითად სათქმელს- ქალზე ძალადობა დანაშაულია- შეაჩერე!

აქციის ერთ- ერთი მონაწილე თავის პოზიციას აფიქსირებს და ამბობს:

ძირითადი მიზეზი რის გამოც აქციას შევუერთდი არის იგივე რაც ყველა აქ მყოფის- აღმოვფხვრათ ქალთა მიმართ ძალადობა. ამაზე მეტყველებს ჩემი ბანერიც, ქართველი ვაჟკაცი არასოდეს არ ძალადობს ქალზე, ის აღიქვამს მანდილოსანს  როგორც ღირსეულ ადამიანს და ღირსეულ ადამიანებს არასდროს  ურტყამენ , არ ძალადობენ მათზე“.

 აქციას შეუერთდა საეკლესიო პირიც . დედა სიდონია, იგი ხაზს უსვამს , იმას რომ საზოგადოებაში დეზინფორმაციაა ეკლესიის სწავლებისა და პოზიციის შესახებ ამ ფაქტთან დაკავშირებით:  „- მღვდელმთავარი წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ უგუნურ საზოგადოებაში, მოიაზრება ქალი მონად „გაუნათლებელთა საზოგადოებასა შინა, ხოლო ქრისტიანულში არა ესეთ არს“ . ქალი და კაცი თანასწორია და ცხოვრების ჭაპანი ერთად უნდა გაწიონ.  ხშირად ისეთი შეფასებები მაქვს მოსმენილი, რომ თითქოს ეკლესიაში ქალი მეორეხარისხოვანია. მე 22 წელია მონასტერში ვარ და მსგავსი არაფერი მიგრძვნია. მე არ მაქვს ამის შეფასების უფლება, რადგან ვერ ვიქნები ობიექტური, არ ვფლობ ინფორმაციას , მაგრამ ვთვლი რომ ეკლესიის აზრი უფრო გამოკვეთილი უნდა იყოს „ - დედა სიდონია .

ერთად მოვითხოვოთ სახელმწიფოს ქალებზე ძალადობის პრევენცია და ეფექტური , დროული და ადექვატური რეაგირება დანაშაულის შემთხვევებზე .- ასე გაჟღერდა ორგანიზატორებისგან ძირითადი მოთხოვნა. 

„ ჩვენი მეორე მიზანია, რომ თითოეული ადამიანი და მოქალაქე ჩავრთოთ აქტიურად ამ პროცესში. ჩვენ ვიმუშავებთ ორი მიმართულებით ერთი ის რომ შევცვალოთ გარემო, ანუ საზოგადოება გახდეს უფრო სენსიტიური ქალთა ძალადობის მიმართ და მეორე მოვთხოვოთ სახელმწიფოს რომ შექმნას თანასწორუფლებიანი გარემო, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.“- განაცხადა „ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილე- თუთა ჩხეიძემ.  მისივე თქმით  დაიწყება აქტიური მუშაობა ხელისუფლების მიმართ წაყენებული მოთხოვნების განხორციელებისთვის, მომავალში კი იმუშავებენ იმ პრობლემებზე რაც ქალებს ექმნებათ და როგორც თუთა ჩხეიძემ გვითხრა „ქალთა მოძრაობა“ არაერთ სამუშაოს ჩაატარებს ამ მიმართულებით.

 

                                                                                               ანი ბურდული

 

                                                                                               თამარ გეგიძე

მასალების გამოყენების პირობები!
კომენტარები

სტატია ნანახია: 1748 მომხმარებლის მიერ

პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები
PROMO VIDEO
PROMO VIDEO

მოკლე განმარტება მულტიმედია ცენტრის საქმიანობის შესახებ, და პრომო ვიდეოს რაიმე შინაარსი. 

EVENT CALENDAR
INTERACTIVE QUESTION
ასამბარია?
  • სხვა
  • ხანდახან
  • არა
  • კი
746შეფასებაAjax Loader
WORLD MEDIA
სიახლეების გამოწერა